პოეზია

MIRKANI

..
ფართოდ გახელილი მედუზების თვალებით ეფლობი ძილში.
მჟავიანობა ნესტოებში და ..
დღე უკნიდან გიყურებს.
როგორია როცა სხვებით ჯიბეები სავსეა?
ალბათ ისეთივე როგორც ძველი,
დავიწყებული..
მზესუმზირის ჩატოვებული მარცვლების მსგავსი.
გაფილტრე მისი წვენი გადაღლილი ქვიშის სიზმრები.
ვინ მოგიტანს დაძინებას როცა აქ ქარის ქვეშ დგახარ და ცხვრებს ითვლი?
უკნიდან გამოხედა სიმინდებში ჩატეხილი ხმა და გაქრა…
ის არ მოვა.
მისი სიზმრები სხვა ჭებს ავსებს.
ხავსზე ჩამწვარ სხვა
სხვა ხმას ყნოსავს.
მზით დამწვარ ფეხისგულებს ჩაეხუტე როცა სახურავი გაიღება
და….
ყვითელი თასმა მეგობრის დასპირტულ სიტყვებს ყვირილს პარავს და დღეს დღეც მოკვდა.
ფართოთ გახელილი მედუზების თვალებით ეფლობი ძილში….
..
საკუთარი თავის მონაცვლეობა
გაჭიმულ ლურჯ ძაფზე
შენი თეთრი შიშების ქვეშ..
სადღაც სადგურები უცხო ქუჩის ხმებს ჯიბეში იფშვნის
და ჩვენ იქ არ ვართ.
ყოველთვის როცა ჟანგში რკინა წვეთავს
და კარები სახელურების გარეშე
სხეულებზე იისფერ ჰაერს კუჭავს
რჩები შენ. მხოლოდ შენ მარტო
ჩემი გამჭირვალე ზურგის უკან.
და არ არის სივრცეები..არ არის მცდელობა რაღაც სხვა მხარე ავირჩიოთ.
რაღაც სხვა მზერა გავიფანტოთ.
მივიწყებული გახედვები..
მივიწყებული ბალახების ზღაპრების ქვეშ სუნთქვა ბევრჯერ
უარყოფილი..
ოდესმე აფრიკის მზეში საკუთარი თავის ჩაყვინთვას გარედან დავუცდი.
საკუთარი თავის ჩაყვინთვას ოდესმე გრძელ ყვითელ დღეში ბათინკების მძიმე თასმებს შიგნიდან დაუთვლი.
მეგობარო,
იქნება კი ეს გადარჩენა
ულტრაიისფერი საცობის ფონზე ?
დამუხტული მედუზები
ღრუბლების საშოდან
ქარით გაფილიტრული ჩვენი თმის ღერებზე თითქოს გადრედებული დამშვიდობებაა ერთმანეთთან..
დიდი ხნის წინ დაწყებული ერთმანეთისკენ სვლა.
ერთად ყოფნა ფიზიკურ სუბსტანციაში რომ დავსრულდე.
რა მუსიკას უსმენ ახლა მეგობარო
როცა სადგურები უცხო ქუჩის ხმებს ჯიბეში იფშვნის და მე მანდ არ ვარ ?
რა სიზმრებს ხედავ ზურგჩანთაში გავსებული კენჭებით?
რა შეგიძლია წამართვა სახურავზე ანტენებივით დარგულ ბავშვობის ვარდნებში ბარებში დატოვებულ თიფსებს რომ გავს უკვე?
ვერ ვისწავლეთ მგონი კვამლივით სიგარეტში წამებით ყოფნა რომ მარტოობა ბოლო ნაფაზს გავაყოლოთ…
სახელურები უჩემოდ აღებენ კარებს
და ჩემი გამჭირვალე ზურგის უკან ყოველთვის
რჩები შენ. მხოლოდ შენ მარტო.
დაკუჭული ჰაერის იისფერ სხეულად.
დიდი ხნის წინ დაწყებულ ერთმანეთისკენ სვლად რომ..
დავსრულდე.
..
ცაა შეკრული როგორც ნეირონებში ჩარჩენილი კუნძები.
ვიღაც ღრმა ნაფაზს დატოვებს ნაგვის ბუნკერთან და
ჯაზის ხმას მოფსამს.
ეს გარდაუვალი გათენებაა რომელსაც 7 წლის ბავშვი გაბრუებულ მზერაში გაიფილტრავს
როცა მზეს ფეხს კრავს და ჩემი კარების წინ შუადღეში შესვლას დაიწყებს.
ნარინჯისფერი სიმულაციები კი კბილებზე თავჩაღუნული მოსაწევის გემოა.
შენი ღამე რომელიც ბართან ახლოს გდია.
და როცა მეტისმეტად საკუთარ ჩრდილში დაკარგული იახსარი დევებთან იბრძვის
მითხარი რას გავს ჩემი სიტყვები ?
სადღაც გაშლილი აფრიკული დრედებია მუტაცია თუ ჯაზის ხმა?
გათენება არაა ძნელი.
სხეულის წაღებაა ქუჩის კანში რთული პროცესი როცა შენ
არ გახსოვს მზის დაღმართები და ნეირონებში ჩარჩენილი კუნძებიც შეკრული ცაა
ღამე ინახავს შენს ტრიალს ასფალტიდან გაზრდილ თითებზე
და კლუბებიდან ტაბლეტების სამოთხეს როგორც იაფფასიან
ბათინკებზე გაჩენილ ნახვრეტებს ისე ყრიან.
შეიძლება გზები აღარაა სიზმრები თავის მოსატყუებლად.
მაგრამ
არც გაყვითლებლი მტვრის სიმძიმე ინარჩუნებს თმის ბალახებს
როცა დღეა მოკლე და შენი მხრები გასაშრობად გამოფენილ ზეწრენზე ფოსფორისფრად მიწუწულ სპერმას წააგავს .
ხოდა ნუ დააჯერებ თავს რომ აღარ ხარ.ან ვერ. ვერ გამრავლდები..მეტისმეტად მტკივნეული კაიფია.
და როცა მოვლენ აბორტის მჭამელი მწერები და დამცლიან მანანას მუცელში
იფიქრე იმაზე რომ
ცირკულაციაა მოტანილი ქალაქები ჩვენს ძარღვებში. რომ გათენება არაა ძნელი. რომ ნაგვის ბუნკერთან ყოველთვის ისმის ჯაზის ხმა.
რომ 7 წლის ბავშვი ადრე თუ გვიან მზეს ჩაწიხლავს და
ჩემი კარის წინ შუადღეში შესვლას დაიწყებს.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
84