პოეზია

მაიკლ მაკკლური

თარგმანი: ს.კ.

პეიოტი (ფრაგმენტი)

 

სუფთა – შეგრძნებები ნათელი – შავ სკამში – სარწეველა –
თეთრი კედლები ისევ ღრუბლების ფერებს ირეკლავენ
მზე ამოძრავებთ. სიახლოვე! ოთახებს

არ აქვთ მნიშვნელობა – დივიზიების მსგავსად ყველა სივრცის
ყველა შემზარავობის და მშვენიერების. მე ვუსმენ
საკუთარი თავის მუსიკას და ვწერ

არავისთვის წასაკითხად. ვტოვებ ფანტაზიებს სანამ ისინი
მიმღერებენ ცირკული ხმებით. ვხვდები
საკუთარი თავის ხალხებს და ვიცი, ვიცი
რაც უნდა ვიცოდე.

ᲕᲘᲪᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ! შევდივარ სივრცეში

აქ ყვითელი საწოლია, რომელიც ყველა სინათლეს ასხივებს

ჰაერი სავსეა ვერცხლის თოკებით და აპკებით

ჩემს თავს ვუცინი. ვიცი

ყველაფერი, რაც არსებობს. ვხედავ ყველაფერს

ვგრძნობ. მხიარული ვარ ტკივილის გამო
ჩემს მუცელში. პასუხი

სიყვარულისთვის ჩემი ხმა არის. დრო არ არის!
არც პასუხები. გრძნობის პასუხი ჩემი გრძნობაა.

პასუხი სიამოვნებისთვის სიამოვნებაა განცდების გარეშე.
ოთახი მრავალფერადი ქერუბიმია
სივრცის და მბრწყინავი ფერების. ტკივილი ჩემს მუცელში
თბილი და კეთილია. მე ვიცინი. ტკივილი
იხსნება, შიშის გარეშე.

სინათლე ცვლის ოთახს ყვითლიდან იისფრამდე!

მუქყავისფერი სივრცე კარს მიღმა ძვირფასია
ინტიმური, უხმო და ჩუმი. ბრამსის
დაბადების ადგილი. ვიცი

ყველაფერი რაც უნდა ვიცოდე. არ მეჩქარება.

ვკითხულობ მნიშვნელობებს დაკაწრული კედლებიდან და დაბზარული ჭერიდან

გამოყოფილი ვარ. ვხუჭავ თვალებს ღვთაებრიობაში და ტკივილში.

ვმოძრაობ საზეიმო და უწმინდურ სიამოვნებაში

ვუცინი ჩემს მოძრაობებს. სიარულს
უფრო მეტი სიფრთხილით. ვავსებ

სივრცეს ჩემით. ვხედავ ფარულ და მკაფიო
ნიმუშებს კვამლისგან ჩემი პირიდან

უზრუნველი ნაწილი ვარ ამ ყველაფრის. მკვეთრი.
გამოყოფილი სიბნელისგან და მშვენიერებისგან. და ყველაფერს ვხედავ.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
57