კიმ კიონ ჯუ

(კორეულიდან თარგმნა თეონა კომახიძემ)

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
მეოცნებე

თუ ჩიტი ვინმეს თმას ჩამოუშლის და გაფრინდება,
ღამით, იმ ადამიანს დაესიზმრება, რომ დაფრინავს.

(კლასიკური ჩინური ლიტერატურის წიგნიდან)

ჩემი გრძელი თმის მოსაჭრელად
როცა ჩემი გრძელი თმის შეჭრის სურვილი ამიტანს, ღამით გარეთ გავდივარ. ბლოკნოტში ჩავწერე, რომ: „ღამე ვერსად ვიპოვი ადგილს, სადაც თმას შევიჭრი“. ამიტომ მსურს ვისაუბრო მწვანე პაპუას ლოკოკინის ნელ ცხოვრებაზე ბისმარკის არქიპელაგში. ლუდის ბუშტუკებივით მცურავი ღრუბლების მსგავსად, ღამეც მოჯადოებულია თავისი წარმომავლობით. აქ ცხოვრება შორიდან მოედინება. ეს არ იყო ჭექა-ქუხილი, რომელიც ათასობით წლის წინ ცას გამოუსხლტა , არამედ ტყის ხის ყველაზე ბნელი თვალი, რომელიც ჩემთან მოვიდა.
ადგილი, სადაც ლუდი დაიპყრეს

ლუდის საყიდლად ოთახი დავარბიეთ. პარტიზანებივით ვიცინოდით. პარტიზანი მებრძოლების მსგავსად ცხვირიდან სისხლი გვდიოდა და რადგან მათ მსგავსად, მონადირებულ ადგილზე ვერ დავიხოცეთ, ავდექით და ლუდი ვიყიდეთ. ვიღაცამ ფანჯრის მიღმა თქვა: “ვისურვებდი, რომ სიცოცხლის ბრალდებისგან გავთავისუფლებულიყავი”.

იმის გამო, რომ უნდა განგვეხილა თემა,  „ისტორია ნაკბენ ტუჩზე“, შავსათვალიანმა კაცმა, შავი ქაღალდი დაკეცა და მაგიდაზე დადო. სანამ შეშასავით ნაზად ვკანკალებდით, მუსიკა საკუთარ სულში შთანთქმისგან რომ გადაგვერჩინა, ლურჯი და სველი სიმღერა თავიდან ვიმღერეთ. სადღაც შუაში, მომენტზე, რომელიც ჟღერდა, როგორც “კუნძული, სადაც არასდროს ვყოფილვართ”, მუსიკა გაგვიფრინდა. კორეულ ხურმის ხეზე, ჩილელი კაცის წიწაკის მსგავსი ცისფერი ტერფი ეკიდა. ახალგაზრდა ბიჭმა ლოკოკინის ტუჩებით ფარულად აკოცა გოგოს ქანდაკებას, რომელიც წიგნს კითხულობდა და  შემდეგ სახლში წაიღო.

წყლიდან ამოღებული თმის ღერი
ბიჭებო, თქვენ ყველანი ერთ გუნდში ხართ. რა თქმა უნდა, ყოველ ღამე ჭორაობთ. ჩაგიხედავთ ნიჟარაში, სადაც თავს იბანთ? ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს ის ადგილი არ არის. სიგარეტები პირებში უკუღმა გაგირჭვიათ. “ხანდახან როცა შვებულებაში მარტოები ხართ, ჯვრები გვერდულად უნდა ჩამოკიდოთ კედელზე. მარტოხელა დანები ალესოთ.” ბიჭებო, მართლაც ყველანი ერთნაირები ხართ. თქვენ აქ იქნებით მთელი ღამე, იმის გამო, რომ ჩემს გალიაში ჩიტების პირები დადუმებულია.
ლაიმის სიგარეტის ბოლო ნაპასი

ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, დღეს მე შენ მიყვარხარ. თან სხვა არც არავინაა, ვისაც შევიყვარებდი. დღეს, მიყვარხარ. შენს გამო ჩემი თვალები მრავლდება, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, მე შენ მიყვარხარ. დღეს, შენ, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, ის ხარ, ვინც მე მიყვარს. ჩემს უკან შემზარავი სიჩუმე ისადგურებს და მაინც მიყვარხარ. დღეს, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. შეიძლება ამის გამო, ჩემი სული დაისაჯოს, როგორც მღვდელი, რომელიც ვერ  მარხავს გვამს, რადგან უყვარს იგი. მოჩვენებები თან მსდევენ, ამიტომაც არ მყავს საყვარელი და დღეს შენ მიყვარხარ. ზუსტად დღეს, ათასწლოვან ქარს ჩემი თმის ღერი აქვს პირში და მიფრინავს. თან არავინ მყავს ვინც მიყვარს, ამიტომ დღეს, მე შენ მიყვარხარ.

მყვინთავი, ზუგრზე გიტარით

გამბედაობის მოსაკრებად, ჩუმად ვინაცვლებ ადგილს ფანჯრიდან საწოლისკენ. “წვიმს, მაგრამ თუ ფანჯრის სიახლოვეს ტრიალებ, მაშინ შეყვარებული ხარ”- ჩავწერე ადრე დღიურში. ერთხელ ძალიან შემეშინდა, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირი უჩვეულოდ დამეგრიხა. მართლა სახლის დატოვებაა საჭირო თმის შესაჭრელად? მაშინაც კი, თუკი ქარი არქეოპტერიქსივით წივის? პირველყოფილი ჩიტის მსგავსად, რომელიც ადამიანს იცნობდა, ka-ka ka-ka, მდერეფანზე ვწვები და ფრთებს ვშლი. ვწერ. მყვინთავები მდინარის შუაგულში, მხრებზე გიტარით, კვლავ იწყებენ სიმღერას. სიმღერის სურნელი მდინარის ზედაპირზე ამომავალი ბუშტების მსგავსია. გამონაკლისის გარეშე. ისეთ დღეებში, როგორიც დღევანდელია, არ აქვს მნიშვნელობა, სად იჭერენ ჩიტები თმის ღერებს – ისინი მხოლოდ ჩემს თავს ზემოთ წვანან.

ავტორის შესახებ

კიმ კიონ ჯუ არის თანამედროვე სეულელი პოეტი, დრამატურგი და პერფორმერი.  სამხრეთ კორეაში, მისი წიგნის “მე ვარ წელიწადის დრო, რომელიც არ არსებობს სამყაროში” 10 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამას გარდა, იგი არის უამრავი თარგმანის და ესეის ავტორი.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
362