ივა თადიაშვილი

სიტყვის სიზმრისებრობა

 

ეს სიტყვებია მსგავსად მექოთნის თიხის,

რომელი თიხაც ქოთნობისთვის იღწვის,

(პრაქტიკული საგნების სამყაროში შემობიჯებისთვის)

 

ჯერეთ უმანკო სულთათვის,

მშვენიერებას რომ აქცევს რჩეულთ სითხედ

კისერზე და ყურთან საპკურებლად,

ცის მშვენიერ მნათობთათვის, გარეშემო!

 

ეხლა პრანჭვას ნუ მოჰყვები,

დახარე ეგ თავი კამელიის წინ და მას ეთაყვანე!

მასთანაც ნელა იყავ,

არ გათქვა შემთხვევით ყველა საიდუმლო!

 

დაივიწყე და განასრულე ეგ სპეკულაციური მისტიციზმი!

ხომ იცი აქ არ აჩერებენ ცოცხალს არცერთ ანტითეზას…

ანტიპოდიაო

ფიქრობენ,

გონების მკვლელი გონიათ,

ოცნების წყევლააო!

აქ თავის თავებს თავადვე იწამლავენ…

 

არადა დასავლელო, რაც გჭირდება არის

მხოლოდ ერთი კარგი ცხენი,

მეტად რომ დაემსგავსო აბრეშუმის ძაფს,

ფოთლებს შორის შეუხებლად გაბმულს.

 

მდუმარებისგან ტუჩზე რომ მოგეკიდოს ხავსი,

პირი რომ წყლისკენ გქონდეს მიქცეული გამუდმებით.

 

არ არსებობს უბიწოთათვის ჯილდოდ სამოთხე

და

წესების დამრღვევთათვის აღარ არსებობს

არც ჯოჯოხეთი.

 

თქვი:

ვერ ვიცხოვრებ ჭუჭყის გარეშე!

არრა რას ძალუძს გახრწნას მშვენიერება, სხვა მიწელო…

 

ცასა ზედა და მის ქვემოთ,

  მხოლოდ შენ

ხარ

სათაყვანებელი!

და საბოლოოდ განასრულე

სიტყვის სიზმრისებრობა!

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
407