პოეზია

ივა თადიაშვილი

ციყვიკაცმა გაიღვიძა იქ,

იმ ღამით,

იმ ქალთან,

იმ უცხო ქალთან.

ღვიძილმა დააშორა იგი კლანჭებიან ქალს.

შემორჩენოდა ციყვკაცს ღამიდან დადევნებული პოლუცია

და სხვა მძინარე ქალს დააცხრა,

როგორც წყალი მიწას,

გამომშრალს, მზით შეწუხებულს.

და გამოაშრო მძინარე ქალმა ციყვი კაცი ყოველი სითხისგან

ქალი ეგდო დაღლილი, ნეტარების ცეცხლით თბილი,

საკუთარ საწოლზე.

ციყვკაცს გაახსენდა სიზმარში ნანახი კატაქალი

და ისევ შეივსო სითხით,

როგორც ორმო, ქუჩაში თავსხმა წვიმის დროს

და მეორედ დააცხრა გათანგულ ქალს.

თვითონაც გაითანგა და მიეგდო ქალის საწოლზე,

სექსის სუნით გაჟღენთილ ზეწარზე,

როგორც სანთელი სასანთლეს ჩამოღვენთილი

და ქალს უნდოდა ის ბოლომდე გამოეშრო

და დააცხრა იგი მის ფალოსს თავისი ბაგეებით

და დარჩენილი სპერმა ამოწოვა.

თითქოს მზემ ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა,

გორაკის მიღმა გადახედვა,

ჭვრეტა ქალის და ციყვიკაცის ვნებისა.

ქალი ეგდო საწოლზე,

როგორც ვარდი სატრფოს საფლავზე.

თითქოს უნდოდა გახრწნა და მიწას შერევა.

კუ შემსუბუქდა ციყვიკაცის ზურგზე

როგორც ბამბით გამოტენილი სათამაშო

მაგრად ეკვროდა ციყვს ზურგზე

როგორც ტბის პარაზიტი წურბელა

ისინი მიდიოდნენ იქ სადაც გაფუჭებული ტრაქტორებია

უმოქმედონი

იქ სადაც გაფუჭებულ ტრაქტორებში დააბიჯებს ძროხების დედა

და მათ ჯიქანს თვალით უმოწმებს

ჭამეს თუ არა ბალახი?

არის თუ არა რძე?

იქ მიდიოდნენ სადაც მანქანების ტალღების ხმა

ფარავს პოეტთა ლოცვას

როგორც ზღვის ტალღის ხმა

წყალში შესულ ადამიანთა გადარჩენის თხოვნას

კუმ დაინახა ხიდის ქვეშ ღრიჭოში მცხოვრები მტრედი

რომელსაც სულ რამოდენიმე საათია ფრენა ესწავლა

„მომიხსენი ზურგიდან,

დამსვი დაბლა

მინდა მტრედები ვჭამო

ბაყაყები ვტყნა

და კატები ვლოკო

  • თქვა კუმ“

„ჯერ მივალთ იქ სადაც მტრედები აღარ კენკავენ საკენკს

სადაც ბაყაყები აღარ მედიტირებენ ლოტოსის ყვავილებზე

და სადაც მხოლოდ კატები არიან

და ისინიც მხოლოდ მე მაძლევენ ლოკვის უფლებას

და მერე გაგიშვებ

მთელ სამყაროს ზურგზე აგკიდებ

აი მერე მოგიხსნი ზურგიდან…

ბამბის ტომარავ“

ლიანდაგს მიუყვებოდნენ

მემანქანეები თვალს აყოლებდნენ ციყვს და კუს

კუს და ციყვს.

კუს მეორე ამბავიც ქონდა,

თავ შესაქცევად

და თხრობა დაიწყო:

„ჯერ კიდევ იმ დროში ვცხოვრობდი,

როცა ოქროს ჯვრები ჯერ არ ჩამოღვენთილიყვნენ ეკლესიების გუმბათებიდან.

სანამ ჭილყვავები ისევ გნიასობდნენ აბურდულ ტყეებში,

როცა ჯერ კიდევ სამყაროში იდგა არცოდნის წყვდიადი,

როცა ჯერ კიდევ ვიყავი კაცი და არა კუ.

დიახ, მე კაცი ვიყავი!

და ვმოგზაურობდი, ვწანწალებდი,

როგორც ქარი, რომელსაც არც საწყისი აქვს არც ბოლო.

ერთ ქალს შევხვდი ზღვის სანაპიროზე.

მთვარის ნაკუწი მოწყვიტა და გულში ჩამაკრო,

შემასისხლხორცა.

ჩვენ შიშვლები დავრბოდით ნიჟარების სანაპიროზე,

ჩვენ ზღვაში ვცურავდით,

ჩვენ ზღვაში ვჟიმაობდით,

ჩემი სპერმა ერეოდა ზღვის ქაფს,

ყოველ ჯერზე როცა ვათავებდი.

ცეცხლთან მე მან წვივსაკრავი შემომახვია

და მიწას განვერთხი

ზღვის ხმა შეწყდა, როცა მიწას განვერთხი.

ის უკრავდა ჩემს წვივებზე ზღვის და ნიჟარების მელოდიას,

მე კი კენჭებს ვწუწნიდი და ვაფურთხებდი.

ზღვა მოვსვი,

რომ იქ მაშინ არ დავრენილიყავი.

და დღეს აქ ვარ, შენს ზურგზე

ბამბის ტომარა-კუ.“

გემი ებრძოდა შტორმს,

სადაც ციყვი კაცი თვლემდა.

იქ სადაც ციყვი მხილველი იყო,

ყოველთვის!

როგორც ვენერას უკუღმართი ქარი.

იქ იყო ციყვი კაცი სადაც,                                                        სამყაროს

სარკე პირდაპირ ეთერში ტრანს-ლირებდა,

რეალურის და არეალურის სკულპტურულ შერწყმას.

სადაც უფრთო თოლიებს მლაშე წყალი ჩაეგუბებინათ, დამტვრეულ ნისკარტებში.

სადაც პოეტები მორევს უკითხავენ თავიანთ სიზმარეულ ბოდვებს,

რომელი მორევიდანაც არაფერი ამოდის,                      ყველაფერი ჩადის.

სადაც კიბორჩახალა ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან,

სათევზაო სათლიდან თავის დახსნაში.

და თავის წილზე მეტ მზის სხივებს ხვრეპენ,

თავიანთი საკვნეტელებით.

სადაც საცირკო ნავები დადიან,                                          საცირკო კარვებით.

სადაც ისინი მკვდარ ვეშაპს დაათრევენ, სიზმრის სტუმართა წარმოდგენისთვის.

სადაც ზღვას აწვიმს გახუნებული ვარსკვლავები,

აგურებ ნაკლული ციდან.

სადაც ქვებს ამტვრევენ ზვიგენი-კაცები,

თევზქალების დასაჭერად.

სადაც ვერცერთ თევზქალს ვერ მოხიბლავ ზვიგენის ენით,

იქ, იმუნები ყვინთავენ ავადმყოფურ ზმანებებში.

აქ, იყო ციყვი კაცი,

გემის კიჩოზე

იდგა და ჯერ მხოლოდ ღამურების მტვერში

მცურავი კლდის,

კბილულ სილუეტს ამჩნევდა.

ციყვი თვალებით ძიებდა მიწას,

რომელზეც შეიძლებოდა კატაქალი ყოფილიყო,                                                    ან კატა ქალები…

რომელიც შეიძლება ნემსიყლაპიების ქარავანს დასდევდა ან დასდევდნენ.

იქ,                                                                                        დასდევდა ან დასდევდნენ,

კატაქალი ან კატაქალები.

იქ სადაც მოწყენილობის ფუღუროებია,

ლურჯი პალმის ეკლოვან ხეებში.

რომელ ფუღუროებშიც იდუმალი ფლუიდები ცოცხლობენ,

რომელთაც ზღვის შესახებ უყვებიან

წინასწარმეტყველი იადონები.

რომლებსაც შერჩათ მხოლოდ სიყვარულის ინტუიცია.

იქ სადაც ჰაერს სვამენ და ეთერს სუნთქავს                                                          მიწა და წყალი.

ციყვი კაცი გადაეშვა ლურჯ ზღვაში,

როგორც მცურავი წავი

რომ მიეღწია ნაპირამდე,                                           კატაქალამდე.

ზმანების ბოლოს როგორც უწინ,

ზმანების კიდესთან მის კერტებს დაეწაფებოდა ციყვიკაცი.

ჩაბერავდა ისევ კატაქალის ძუძუსაყვირებს.

ალმასების უდაბნოს გადაირბენდა და ფეხებს დაიკაწრავდა.

იცოდა რომ კატაქალი იარებს აულოკავდა თავისი სავარცხლისებრი ენით.

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
128