პოემიდან ჰიკური (პეიოტი)

ხოსე ვისენტე ანაია

(თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა)

მე წავაწყდი ათასობით ღრუბლიან სარკეს
და ანარეკლი გარდატყდებოდა

მე სამყაროს წყლული ვიქნები
შავი ანგელოზი ჩვენი წყვდიადისა
ფრთიანი გველი
ეშმაკის ადვოკატი

მე გავიღვიძე სიტყვით : ყველა პოეტი ერთია

EN ESTE INFIERNO             (ვაიეხო)                   განძარცვული გული
in this hell                                 (გინსბერგი)             წყლულებიანი წმინდანობა
in der hiesigen hölle               (ჰიოლდერლინი)   უგულებელყოფილი ხილვა
dans cet enfer                           (რემბო)                      გახრწნილი ხორცი

მე წავაწყდი ათასობით ღრუბლიან სარკეს
და ანარეკლი გარდატყდებოდა

მე სამყაროს წყლული ვიქნები
შავი ანგელოზი ჩვენი წყვდიადისა
ფრთიანი გველი
ეშმაკის ადვოკატი

მე გავიღვიძე სიტყვით : ყველა პოეტი ერთია

EN ESTE INFIERNO             (ვაიეხო)                   განძარცვული გული
in this hell                                 (გინსბერგი)             წყლულებიანი წმინდანობა
in der hiesigen hölle               (ჰიოლდერლინი)   უგულებელყოფილი ხილვა
dans cet enfer                           (რემბო)                      გახრწნილი ხორცი

საკმარისია დამტვრეული თითების ქნევა პაუნდისაკენ,

ის შეცდა პოლიტიკურად, ისევე როგორც მაიაკოვსკი/

მკვლელობები

რომლითაც მანიპულირებდნენ პოლიტიკური ძალაუფლების კულუარებში

და პოეტების მსხვერპლშეწირვა, რადგან მათ სურდათ ახალი ცხოვრება/ მათ არასდროს

დაუსჯიათ უდანაშაულონი ან მიშტერებიან კაკაჩათა მოკაკუნე ნისკარტებს
(ნამდვილ უტოპიას ვერასდროს მივაღწიეთ, და ესაა მიზეზი

რატომაც სწირავდნენ თავს ლექსებს)

და ახლა მათი განუსაზღვრელი დანაშაულები მიტევებულია

მათ გააღწიეს ობიექტურობის მიღმა

და ტოვებდნენ შეტყობინებებს

რათა თავისუფალ სულებს გაეშიფრათ ისინი

სიყვარულის გემი დაარსდა…

მე ვცადე დამეწერა სამოთხე…

აქ!                           ჩვენ უნდა შევქმნათ             სამოთხე!

სუპერმაგისტრალებზე ჩვენ ვხედავთ ჰალუცინაციებს

რათა გავაგრძლოთ სიცოცხლე, ვიქტორ,

მოდი შევქმნათ ანტი-ნეიტრონული ბომბი

რომელიც არ ხელყოფს სიცოცხლეს

გაანადგურებს სულისშემხუთავ შენობებს/

ახალი მანქანები ყველასთვის მუშაობენ

სწორედ ამიტომ ეს დრო ჩვენ მიგვიძღვის

სიხარულიდან

ხელოვნებისკენ

სიხარულისკენ/

და კაცობრიობაც ხელმძღვანელობს უმთავრობოდ

/ შიში გადავიდა მივიწყებულ რელიქვიაში /

გზა რომელსაც ვირჩევთ

დაუსრულებელი სპირალები

მიუძღვიან ტოტალურ სიყვარულს

მწველი მზე შორეთისკენ ანათებს/სიყვარული რეინკარნირდა

და მიმწუხრისას, უწვიმრად,

ცისარტყელა

ათასობით მწვანე ელფერით

რომ ციმციმებს

ბრწყინავს

კირჩხიბის ტროპიკის ზონაში

ღამით შენი თვალების უდაბურ

ფიჭვნარში, რუთ, მე ვხედავ პაწია ორბიტალურ

ვარსკვლავებს

და ჩვენ ვაღწევთ ახალ ცისკარში (Himmelszelt)

მე წყლად ვიქეცი

წყალს შევერიე

მე წყლად ვიქეცი

წყალს შევერიე

სანამ შენ გემით მიაპობ

შენი ხსოვნის ზღვას

რათა ნახო გოგონა გულუბრყვილო ლანდშაპტიდან (…)

ჩემს სახეზეც ანტიკური კვალია

შეყვარებულები რომლებიც გარბიან/ გაქცევა სიყვარულში

ჩვენ ერთად მოვედით—/—ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს

მთვარეულები თავს კარგავენ სავსე მთვარისას

ორი ცვრისწვეთი სოკოზე

ვერცხლისფერი მთვარეებია

იმ სარკეების ჩვენ რომ  შევინარჩუნეთ

შენ ფემინურ-მასკულინური

მე მასკულინურ-ფემინური

ჩვენ ცეცხლს ვუკიდებთ ჰორიზონტებს

ორმხრივი შ ე ე რ თ ე ბ ა

მაგრამ ჩვენ შეხებათა

ცახცახში
ქარისა ქარს რომ ჩახუტებია

ბ ო დ ვ ა

სეირნობები ღამის ქუჩებში

ტოვებენ ელვარე ნაკვალევს /

მზის ამოსვლა ახლოვდება

ამბორი წვიმს /

ჩვენ ვავსებთ ურჩ ავტობუსებს

საპოტეკის ფრიალო მთებშორისი

სურნელება

ნესვი         მანგო       გუავა

ოფლი და ენათა აღრევა

ძილი

ადგილებისკენ სადაც დრო გაილია/

უფსკრულები რიცხვებისა და ხელების გარეშე

კირჩხიბის ტროპიკი

შენს მოსწავლეებში ალქიმიამ

გარდასახა

ელემენტები / და შენ ნახე თოვლით დაფარული ზაფხულქალაქი

ჩ ი ტ ე ბი
კვალს ტოვებენ ჰაერში

(ჩვენ მთელი ჩვენი სიყვერულით ვამბობთ ნახვამდის)

და ახლა

საათი ან თვითმფრინავი

ჩვენი სინაზით

დარჩა გაუქმებული

(…………………..)

როცა შენ წყალს ეხები
ზღვა შენი ხელებისგან დიდდება

და მაინც ( სიკვდილი არსებობს)

დროის ჩარჩო განადგურდა

მარტორქა გარბის ლურჯი შუბით

და ხედვს

რომ მზე კარგავს სიკაშკაშეს

/დღისით/ ფოლადის მერცხლები

ღრუბლებით გარშემორტმული ფრთებით ტირიან

/ღამით/

მონაკელებული მტრედი ეკრანზე ტრიალს აგრძელებს

მიზეზთა (ეს) ნანგრევები

პარიკთა ქვეშ

დამალულია

რომლებიც თავისთვის ფიქრობენ

ჩემი გონება ელჭექის ბრძანებას გასცემს

და ელვარებს

პროდუქტთა დინება

აბსოლუტური მოწყენილობა. რას აქვს მნიშვნელობა როცა საგნები იწყებიან. რას აქვს მნიშვნელობა როცა ისინი მთავრდებიან. მზერიდან მომაკვდინებელი მოვლენები ჩნდებიან.

მე შეშლილთა ტერიტორიაზე ვარ. ქურდების, მეძავების, წამალდამოკიდებულთა მხარე. ეს არაფერია… შორს, შორს აქედან………… რობოტებით სავსე ქუჩები ესწრაფიან ალტერ ეგოთა პოვნას გაზეთებში, წიგნებში, ფილმებში… და აქ … აქ არის სამყაროს შორეული კუთხე.

მე ვეძებ ადგილებს რომლებიც არ არსებობს!

ჩემმა თაობამ ყველაფერი სცადა

პრაქტკული ობობა ქსოვს თავის ქსელს
ბუდე რომელიც კონფორმისტებს კვებავს/
დაუპყრობელნი რეალობის

გარეთ არიან — სიცოცხლის გარეთ

ან ტრიალებენ…

საგიჟეთიდან მავზოლეომში საგიჟეთში

მე ვსვამ უმწარეს სასმელს. ფართო ფანჯრის მიღმა, გროტესკი,

უხუცესი ალკოჰოლიკი ტრაკს უქიცინებს რამდენიმე მაიმუნს.

ის ზურგს აქცევს მათ, ჭიმავს დუნდულებს.

სცენა მჟღავნდება იმავე ადგილას,

სადაც გუშინ, ენთუზიაზმით სავსე შიზოპფრენიკი

ესაუბრებოდა ცემენტის სვეტს.

მე ვთხრი სიცარიელეს სიცარიელისგან

მე მივდივარ კატასტროფის ზონაში

ვაცურებ ჩემს ლექსს

სამყაროს ვენების გავლით.

გარიყულთა ცხოვრება

მეკობრის ლექსი

შავი კატისთვის

მომთაბარე ტომებისთვის

უტოპიური გენიოსებისთვის

არითმიული გულებისთვის (. . .)

მე ვდგავარ მკვდრებთან ერთად მათ დაკარგულ მიზეზობრიობაში
/ / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / /

მე ვხედავ მათი განწირულობის

ნაკაწრებს ამოკვეთილს სიცარიელეში/

მათ ღვთაებრივ გრავირებულ სფეროებზე

რჩება უწყვეტი გამჭვირვალე ნაკვალევი/

მე ვყნოსავ ჭუჭყიან ტანსაცმელს მოთხვრილს

ოფლით და მტვრით და სისხლით

თითქოს მათი თვალების ყაყაჩოს ჭოტაკნი

დღეს განადგურებილიყვნენ/

ისინი ნამდვილები არიან

და ი ღ ვ ი ძ ე ბ ე ნ უზარმაზარი ნანგრევებიდან

რათა გ ა ა ნ ა დ გ უ რ ო ნ

ძეგლები სასახლეები კატაფალკები და

სახრჩობელები

სხვა არაფერია სამუდამო უტოპია შიგნით იღვრება—————>

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები

კომენტარი: ხოსე ვისენტე ანაია ( 1947 – 2020) მექსიკელი (ჩიუაუა) ინფრარეალისტი პოეტია. დაინტერესებული იყო ეკოპოეტიკით, ეთნოპოეტიკით  და მათი საზღვრების კვლევით. თავის დროზე თარგმნა ალენ გისნბერგისა და კარლ სენდბერგის ტექსტები. თავად პოემა ,,ჰიკური“ 1978 წელს დაიბეჭდა და წარმოადგენს უტოპიურ და ანტი ევრო-ამერიკული კოლონიური რეალობის ალტერნატივას, აცხადებს რა პრეტენზიას ავტონომიურობაზე და პოეტურ ნომადიზმზე. პოეტი ხშირად იყო დაკავშირებული ტრანსნაციონალურ ლიტერატურულ ფორმებთან და მოძრაობებთან ( Beat poetry), თუმცა ,,ჰიკური’’ თავად ქმნის კონტრკულტურულ ენობრივ გამოწვევას. თუკი არტო ევროპელი პოეტის თვალითა და ყურით იკვლევს ტარაუმარას ენას და ხალხს, ანაია ცდილობს კოლექტიურ არაცნობიერს მისწვდეს და იქიდან იმღეროს ,, ხსოვნის ზღვა“.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
458