თეონა კომახიძე

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

***

წაბლი ინახავს ისტორიებს
მისი ბირთვი სალოცავია რომელშიც წარსული ტრიალებს
იგი მიძინებულია მანამ სანამ შუქი არ მიანათებს.
სიცოცხლის ელექსირი მიედინება მის ძარღვებში
ყოველი ხაზი, ყოველი ფოსო მოგვითხრობს
გუშინდელზე
შუქი იღვრება მის წმინდა ნაყოფში და
აღვიძებს არსებას, რომელიც ღმერთია.
ის იზრდება და გვიზიარებს იმას,
რაც აქამდე დამალული იყო
მან იცის საიდუმლოებები რომლებიც გაჟღენთილია ჩვენში
იქ ცდუნებები უძველეს ტახტზე დგას
ის არის ჩვენი თანამგზავრი მუდმივ რღვევაში
სარკე რომელიც ასახავს იმას, რაც დროის მიღმაა
ჩვენც აქ ვართ,
ფართო გვირაბში, ეს სამოთხეა
და ველოდებით უცნობს,
რომელიც წინ წარგვიძღვება.
წაბლის ნაყოფი საკურთხეველია
ფარული ჭუჭრუტანიდან ვიღაც გვითვალთვალებს
იგი უკრავს დაფდაფებზე და ჩვენ მუხლებზე ვეცემით
მისი სინათლით, სიწმინდით და სიმშვიდით
წაბლი გვამცნობს რომ მასშია ნაპერწკალი
რომელიც ყველაფერს კლავს და აცოცხლებს.

***

მარადისობის სივრცის ტილოზე
დროის ქარი მისტიკურ ტრანსში ცეკვავს.
ჟოლოსფერი ავტობუსი ბედის ჭურჭელია
ჩვენ მასში ვსხედვართ და უმისამართოდ ვმოგზაურობთ.
ღმერთის პირი
კარიბჭეა პლანეტარული სფეროებისკენ
სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ერწყმის.
მის სიღრმეში, წუთები იმთქმებიან
და ბრუნავენ უსასრულო მორევში
ოდესღაც ჩემი თვალიდან ამოინთხევა
შენი სიტყვა.
ჩვენ ვპოულობთ ჩვენს თავებს
ღმერთების მუცელში
აქ ცივა
ჩვენ მივედინებით
და დრო ჩერდება
ჩვენ ვართ მგზავრები, რომლებიც ბედის ძლიერმა აფეთქებამ შვა.
მოდი სამუდამოდ ვიაროთ ჟოლოსფერ ნისლში

***

შენ ოცდაშვიდი წუთია აქ ხარ
ცისფერი სამეფოების სიღრმეში
როცა გიახლოვდები ქარად იქცევი
და არასდროს შემიძლია შეგეხო
მოციმციმე ტალღების ქვეშ ვმალავ
ძველ და ჭეშმარიტ ზღაპრებს
ლურჯო თევზო
შენი ნათელი ოკენეს მსუბუქად სერავს
მე მესიზმრები ყოველ ღამე
დღეები ასე გადის
მე ვფიქრობ შენზე
შენ ცხოვრობ ჩემს სიზმარში
და შენ ოცდაშვიდი წუთია აქ ხარ.
ლურჯი თევზი გაურბის ჩემს მახეს
მივცე ნება, რომ იცუროს მიუღწეველმა და თავისუფალმა?
მისი ფარფლები ყვავილებივით ირხევა
ბნელდება და ღამის ნატეხები ჩემს ფეხებთან ეცემა

***

ჟოლოსფერი ღეროებიდან საიდუმლოებები კვნესის
ეთერული ქარები ალისფერი პირებით
გეხებიან და დაფრინავ
შენ ხარ სწრაფი და პლანეტარული
დაფრინავ და შენი ტუჩებიდან სიმღერა მოსრიალებს
ჟოლოსფერი ქარები ბედის ძაფებივით წყდებიან
შენს თითებში
ზემოთ ღრუბელია
კრისტალის საიდუმლო სახლი
მისი სასწორები ოკეანის სარკეებს ტეხენ
ჩემი ხელებიც ტყდებიან
სამუდამოდ უსახელო ვარ
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
259