პოეზია

უოლტ უიტმენი

    თარგმნა თეონა კომახიძემ

ჩემი სიმღერა

6

ბავშვმა მკითხა: „რა არის ბალახი“? და დამანახა გაშლილ ხელებში
რა ვუპასუხო? იმაზე მეტი არც მე ვიცი, რაც მან თავადაც

მგონი ის დროშა უნდა იყოს ჩემი ხასიათის, იმედის მწვანე ნაჭრისგან ქმნილი
ან ღვთის ხელსახოცი,
სურნელოვანი საჩუქარი და ხსოვნა თვითნებურად დატოვებული
ის ვინც მფლობელის სახელს დაატარებს სადღაც კუთხეში, იმისთვის რომ შევნიშნოთ და ავღნიშნოთ, ვისი?

ბალახი თავად ბავშვია, ვეგეტატიურად ჩასახული ნაყოფი
ის უცვლელი იეროგლიფია, რაც გულისხმობს: მე ფართე და ვიწრო ადგილებში თანაბრად ვხარობ,
შავ ხალხთა შორის ისე ვიზრდები, როგორც თეთრებში,
კანუკს, ტუკაჰოის, ბატონს თუ მონას,  თანაბარს ვუძღვნი და თანაბრად ვიღებ

და აი ახლა, მელანდება საფლავების მომხიბვლელი თმა, შეუჭრელი.

მე სათუთად მოგეპყრობი გაწეწილო ბალახო,
იქნებ შენ ახალგაზრდა ბიჭების მკერდიდან იშვი
და ისინი რომ გამეცნო, შესაძლოა შემყვარებოდნენ
ან იქნებ უძველეს ხალხში იშვი, ანდა ბავშვებში, დედის კალთა რომ ჩამოგლიჯეს დასაბამიდან,
შემდეგ ამ კალთად თავად იქეცი.

ეს ბალახი მუქია იმისთვის, ძველი დედების თეთრი თმისგან რომ შობილიყო
მუქია, ვიდრე მოხუც მამათა უფერო წვერი,
მუქია საიმისოდ, რომ შობილიყო სუსტი, წითელი ბაგეების სახურავიდან.

ო. უამრავი მოლაყბე ენა აღმოვაჩინე ბოლოსდაბოლოს
და დავასკვენი რომ უმიზეზოდ არ შობილან პირის ორმოდან.

ვისურვებდი რომ გადამეთარგმნა მკვდარი კაცების და ქალების მინიშნებები
მინიშნებები ძველ მამებზე, თუ დედებზე და ბავშვებზე, დედის კალთა რომ ჩამოგლიჯეს

როგორ გგონიათ, რა დარჩა უძველესი ბიჭებიდან და კაცებიდან?
როგორ გგონიათ, ქალები და ბავშვები რად გადაიქცნენ?

ისინი სადღაც ცხოვრობენ და კარგად არიან,
ეს მცირედიც კი გვაჩვენებს რომ სინამდვილეში  სიკვდილი არ არსებობს
თუკი ის არსებობდა, წაღმა შებრუნდა და არ დაელოდა მიზნის მიღწევას
და დასრულდა იმ წამშივე როცა სიცოცხლე იშვა.

ყველაფერი მიდის და მოდის, არაფერი ჩერდება.
და სიკვდილიც უკეთესია, ვიდრე ფიქრობთ.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები

უოლტ უიტმენი

სიმღერა ჩემზე

კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა

30