თეონა კომახიძე

ნაგაზური შუქნიშნები

მას ქონდა 9×7 მილიმეტრი ოვალური ემერალდის თვალშუქურები
მას პაწაწინა ქარი მისდევს უცნობ მდელოზე და ლურჯ ქვიშას ამოიყეფებს
გაბრაზებული, გაშლილი ხელის მსგავსი ინდური ასოები
და მისი მორგანიტული ვარდისფერი ტუჩები დაიხარნენ ჩემთვის და ჩემს წინ
მინის დიდ ბურთებად რომ იქცევიან სიკვდილის შემდეგ
მეც დეკორაცია ვიქნები მივიწყებული მათ თაროებზე
მეც დეკორაცია ვიქნები მათ ხელებში
მაშინ შენი მეწამული ლამფები სიყვარულო
გახდებიან ჩემი მესაიდუმლეები
შენი ლილაკი ლამფები და შენი საიდუმლო მზვერავი
ნაგაზური შუქურები
იქცევიან ჩემს კიდურებად
შენი საიდუმლო სასიყვარულო პრელუდიები
ტიტები ან ფუხსია პრელუდიები
ლილაკი და ვერცხლის პრელუდიები
გახდებიან ჩემი სიმღერები
მე შემიძლო შენთვის უცნობ ენაზე მეცხოვრა
და ჩემი სასიამოვნო თბილი #faebd7 განათებები
შემომეცურებინა შენს სხეულში
მაგრამ ვიღაც იწოვს ჩემს არსებობას
და მე არ შემიძლია ვთქვა არაფერი

სიცოცხლის ვერცხლისწყალი

ყინულის სამკაული
გამოთლილი თეთრი წმინდა სასოწარკვეთის ბოძებისგან
იშლება და მისი მძიმე წვეთები
ხელახლა ქმნიან შენს უკვდავ სხეულს
ჩემს სიზმარში ბროლის ქვა ბრუნდება
და ათასფერადი პლანეტის ლენტები გეფინებიან
ხოჭოვანი ყვავილების და ველური განთიადის მარგალიტიდან ამობრწყინდი
და შენი ტუჩები ღია გოგირდით დაფარული
და შენი ტუჩები რის მიღმაც ელექტრონები უნაყოფო ხვრელებს ამოავსებენ
უსპეტაკეს , განათებულ, მაგრამ მსხვრევად ქალაქებს ააშენებენ
და შენი სიცოცხლის ვერცხლისწყალი ჩემს ხელებზე დაესვენება

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
18