პოეზია

სკა ინდიგოთი, ნიკა გეი

Hesperidengärten

შეიძლება რამდენიმე კვირა დავუთმო ერთი წერილის წერას
ან რამდენიმე კილომეტრი
რამდენიმე ავტობუსი ან საათი
რომელსაც გავივლი ყურებში გაჩხერილი პოსტ-თრეშით
როცა ჩემი მეგობარი ბავშვობის ხესთან მივიდა და მოისმინა ჩიტების სიმღერა
და დაიმახსოვრა
ვფიქრობ მასზე და 4000 კილომეტრის გამოსაკვებად
თმას მწვანედ ვიღებავ
ვიცვამ მის იისფერ შარვალს და ვიწყებ მონატრებას
ნიურნბერგის ჩრდილოეთით ან სამხრეთით
ქუჩებში
სადაც მასაც უხეტიალია და უცეკვია
და რამდენჯერაც უნდა გავცვალოთ მისამართები
შევიცვალოთ
ჩვენი სიზმრების ქალაქში ერთად დავიძინებთ
და გამოგვაღვიძებს ერთმანეთის სიცილი
რომელსაც გამოვცემთ ნაბიჯებიდან
ჩვენი საყვარელი ბათინკებიდან
ჩვენი საყვარელი ქარიდან

 

ქალაქი რომლის ცის ქვეშ
მრავალი ნათელი წყვდიადით სავსე ღამე ჩავიგუბეთ პირში
წარმოვიდგენ რომ იქ სადაც ახლა დგახარ
მე წლების წინ ხელს გიქნევდი
სახლი რომლის უკან ხეები იწყებენ მსვლელობას ნიურნბერგის შემთბარი ტბებისკენ
მე მიმავალი ნაძვების კოლონებს შორის
ჩაჭიდებული შენს დროში მცურავ თმებს
როგორც სიზმარი რომელშიც ზურგზე გკოცნი
და ვხტები უმალ სიმაღლის დასაძლევად
ქალაქის თავზე
სადაც შენი ნაბიჯები ვარსკვლავის გზას ითვისებს
ვხდები ზოლები რომელიც ტრასას მიყვება
და თვალები რომლებიც სარკის წყლებს უერთდება

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
28