პოეზია

სკა ინდიგოთი

ჩვენ ვფიქრობდით თევზებზე
დამხრჩვალ მცენარეებზე
და მათთვის სახლებს ვხატავდით ჩვენს კანებში
ვფლავდით თავებში მეგობარი შიშის საკვებად
მისი ჩრდილი სახეა
მისი ნარჩენები ენაა ნოემბრის ამ დინებაში და ძვრება სიტყვებს მთვარეული ღამეების სიცარიელეში
დაკარგული მიწისგან
მის მცურავ ხმებში თერიონისგან
მას ვეძახდით
ვინც დაიბადა და არ იყო და ესმოდა

_______________________________________________________________________I

 

დილა
როგორც ლიბრი თვალებზე
ღამეზე
სითეთრეში მომდევნო ქუჩის წვიმიდან
ვიღაც იდგა გვერდით და ბოთლს მართმევდა
ის მღეროდა
გრძელი თეთრი ნაწნავით
ინდიელს ჰგავდა
სანამ მეტყოდა მთელი ცხოვრება წინ გაქვს
ეს ოთახი თაგვითაა სავსე
ვის უსმენდა უკედლებო ოთახში
მოედანზე თამაშის ნარჩენებში
ზამთრის მცენარეებში
შენი ნაბიჯები მაკრატლისაა
Kaiser
გზებს მარხავს
მას
ვინც არ მიდის და უჩინარდება
ვინც მზადაა იყოს მაწანწალა
იცინოს მზის მილებში მდინარე ქალაქში
რომელიც სისხლს და წყალს ღვრის
ვინც ურჩხულს ეძებდა
ვინც ანგელოზი ნახა

______________________________________________________________________II

 

ხმაური იყო რათენაუს მოედანზე
შემცვლელი სიტყვების მნიშვნელობებში
პიქსელებში
სარკის ნაჭრებში გვირაბების კედლებიდან
შენ განმარტებებს აგროვებ ბოლო სიზმრისთვის
სხვენიდან გათენებიდან
ამოდიხარ და მორიგ დღეს ატარებ ამ ქალაქების ორგანოებით
ეს წვიმა წითელია და წრიულად მოდის შენი ბაღის სხეულში
ის ცივია
დაკარგულია ჰესპერიდების და უდის მიწებზე
აღარ მღერიან და ამბობენ
იხსენებ რა გაიგე მენიერის ოთახებიდან
ბათინკს იკრავ და ვაგონებს უახლოვდები

_____________________________________________________________________III

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
21