პოეზია

ჯიმ მორისონი

თარგმანი: ს.კ.

მათ, ვინც სიკვდილისკენ ისწრაფვის

მათ, ვინც ელოდება

მათ, ვინც შფოთავს

 

 

დაუსრულებელი ძიება სინათლის

საგუშაგოებიდან და ციხეებიდან

ზღვის და დროის საპირისპიროდ

შეიძლება მათ გაიმარჯვეს

ისინი კვლავ მყარად დგანან და მათსავე

უხმო ოთახებში კვლავ ხეტიალობენ

მკვდართა სულები,

რომლებიც ცოცხლებს მისჩერებიან.

სულ მალე ჩვენც მათ მივესალმებით.

სულ მალე ჩვენც დავიწყებთ სიარულს

კედლებზე დროის და

მოგვენატრება არაფერი გარდა

ერთმანეთის.

 

 

წრე ჩემი წმინდა ცეცხლისთვის

მინდა. ვიყო, ბნელი & ნათელი

შავი არაფერი

ვითხოვ

ამ მწვანე ზღვაში

ბოლს

როგორც ბავშვის სიზმრის შობას

გამოღვიძების

გარეშე.

 

 

რატომ ვისწრაფვი სიკვდილისკენ

სუფთა ფურცლისკენ ან სიწმინდისკენ

თეთრი კედლისკენ. მცდარი მიმართულება,

ხაზი, გადახვევა.

უმართავი. ასეთი ობსკურული

მილიონ ფერში სხვა

ტრასების, დამალე მათში,

შეცვალე მათით. თუმცა

პირველი ხაზი ისევ რჩება

დაწერილი ოქროსფერ სისხლში, მნათობად.

სრულყოფილი ცხოვრებისკენ სწრაფვად.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
19