პოეზია

Sabina Lorenz, Birgit Müller-Wieland, Ska Indigoth

ტექსტი დაიწერა პროექტ „KOOPERATIONEN“ (2022, მიუნხენი) ფარგლებში. 

თარგმანი გერმანულიდან: ს.კ. 

S.L.

ამ გაზაფხულს იღვიძებენ აჩრდილები ყველა
საკანალიზაციო ხვრელიდან, სუნად, კვამლად, გაფითრებული იყურებიან მათსავე გარშემო, მიწისქვეშა გოლიათები, რომლებიც ჯერ ისევ წინა წლებში ედებოდნენ მიწებს. როგორც მკვდართა უმეტესობა,
ისინიც ნელა ხვდებიან, რომ სიკვდილი ექოა,
სიცოცხლის მსგავსი. და ასე, ეძებენ საკუთარ თავებს ნამსხვრევებს შორის, ასობით მათგანს შორის, და პოულობენ უცხო მხარეებში, უცხო ქვეყნებში და ქალაქებში, სადაც მათ არავინ არ ელის.

 

B.M-W.

აღდგომის ორშაბათი 2022, ელბას სანაპირო, ჰამბურგი

წყლიანი ფეხებით ვზეიმობთ აღდგომას
გაზაფხულის ქარშემოხვეული ბრჭვიალა თვალებში
ჭუჭყიანი ელბას უდარდელი ნაგავმზიდები მიემართებიან
ამ სურათში ფოლადის გიგანტური რვაფეხები აჭრელებენ
ცას არცერთი მწვანე ყველა მხრიდან
ციმციმებენ დროშები ცეცხლმოხვეული ლურჯი ყვითელი

 

S.L.

რა სარგებელი მოაქვთ დროშებს მკვდრებისთვის? მათთვის დიდი ხანია სხვა მექანიზმი მუშაობს. მჭიდროდ ეკვრიან გადარჩენილებს, იმედით, რომ არ დაივიწყებენ, კვეთენ ქალაქებს და ქვეყნებს, კონტეინერებში ჩაყრილები, კალთებში ძაღლებით და კატებით, სულ მცირე, მათი სიცოცხლეების დასაცავად. უკან ჯარისკაცებს ტოვებენ, დამარხულთ კროკუსის ბაღებში.
როცა ისინი ოფიცრებს გაჰყავთ, თოვლი ეცემა. არაფრის

აღდგენა არ შეუძლიათ დროშებს. არც კარგის, არც ცხოვრების, არც ნდობის, არც სიცილის, არც ხის, მწერთა დამღლელი ზუზუნისაც კი არა, წამით ადრე ბომბის ჩამოგდებამდე. დანაშაული წყევლაა, რომელიც ხდება. უკან სიცოცხლეა. საიდან დაიწყებენ ამ ქალაქში? ჯერ გაეცინებათ?

 

S.K.

ის სიტყვებს ენის ქვეშ მალავდა
როცა მისი თვალებიდან ჩემი სახლი ჩანდა
მწვანე მტვერში
დამარხული ძაღლის ფეხებით
ხმა არა
მისი პირიდან
გადაყლაპული შიში ისმოდა
„შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო“
ამბობდა რეკლამა
ვიდრე ქუჩები მჭამდნენ
ვიდრე შიშისგან საკუთარ თავს ვჭამდი
ვხედავ შენს სიზმრებს და ვყვირი

 

B.M-W.

ჩვენ ჯერაც არ გვესმის ჯერაც არა
ხომ იცი, ჩვენ, ვინც დასავლეთიდან ვართ
და ვინ იცის, სად წავა შიში
ვიდრე მას გადავყლაპავთ
თითქოს არც ყოფილა შიშის ეს სახე
გლობალურ-პლანეტარულ-ცისფერ-უღრუბლო გამოხედვაში
თითქოს მარსზე ვეშვებოდეთ, ადამიანები!
ახლა ასეა, ჩვენ არ ვჭამთ ჩვენს თავებს შიშისგან
როგორც წერილებს ვწერთ გულგახსნილი
და საღამოობით ჩვენი ძაღლის ფეხები ცახცახებენ
ძილში

 

S.L.

ძილში მათი ფეხები მეხებიან: გაიღვიძე, გაიღვიძე, და როცა იღვიძებ, აღარაფერი რჩება ყვირილისგან. სად არის შიშის ადგილი ამ ქალაქის ქორეოგრაფიაში? გადატვირთული ოფისების მოსაცდელებში დაგყვება? სადაც საათები იკარგებიან. დღეეები იკარგებიან. შენ ელოდები. ელოდები. ნეონის შუქში არეკლილი, სახეები სახეებში, ექო გოლიათების, შიშის

შიში დეპორტირებულების. შიში დაბომბილების, საზღვრებთან დამხრჩვალების, გაყინულების, მათი, ვინც სამზარეულოს ფანჯრის ქვე მკვდრებს მარხავენ ბოლო ყინვაში. ომია, ამბობენ გოლიათები, ცივილიზებულ სამყაროში ომი არ იქნება, ამბობს ქალაქი და პასუხობს ფორმულარებით, თითქოს მორიგ ჯერზე კამათელს აგორებს.

ის ფიქრობს მომავალზე როგორც მარადიულ დღევანდელზე და უნდა, გაუკვირდეს

 

S.K.

ბავშვით
მარტო მდგომით შორეული შენობების წინ
რას ელოდება მზის მჭამელი
ვიდრე მისი ღილაკები ცას ხვრეტენ
– უნდა ჭამო, უნდა ჭამო ან შეგჭამენ;
დღეეები
რომლებიც ახლა შორსაა
რომლებიც ახლა ნაცვლდებიან
წითლით და
ხორბლის მინდვებში დაკარგული
თოჯინების ძვლებით;
მიწაზე
(სახელად, „ომფარეთი“)
ვრგავდით ყვავილებს
რომლებიც ახლაც წითლდებიან
კაცები მოდიოდნენ ქალების სისხლით
როცა ჩვენ სახლში დარჩენილებს ველოდებოდით;
ახლა სად ვართ?
ღრმა გამოღვიძების შემდეგ
მკვდრების
საკუთარი ხმების

 

B.M-W.

შუა აგვისტო, საქართველო 2008

დღეებია მისი სახლი ომშია
ახლა სხვასთან ერთად
გოგონა შლის საუთოო მაგიდას
სწორდება ნაკეცები ისე როგორც არასდროს აქამდე
მისი მეგობრის შესახებ ვეკითხები
თვის ბოლოს ხომ დაბრუნება სურდა და
შემდეგ გაშავდა დასავლეთით
ახალი უამინდოდები მოდის და ვიცი
მათ უნდათ ხმაური ფიქრობენ შვილზე
ჰო, მპასუხობს ის
ის ჯერ კიდევ ცოცხალია

 

S.K.

ის სიზმრები უხილავია
თმის სიგრძე და სხვა ნაკვალევები ბავშვობიდან
აღარ ჩანან
ახლა მხრებზე სხვა წონა დევს
და გზა გრძელდება და ვაგონი
ლურჯი ვაგონები ნისლში მიმოიბნენ
ვიდრე მისი ხმა გვესმის, ცეკვას ვაგრძელებთ
სანამ მუსიკა დასრულდება
სანამ ბავშვს ჯერ კიდევ სჯერა ხმების

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
87