ალენ გინსბერგი

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
ოდა მარცხს

თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა

მრავალი წინასწარმეტყველი შეცდა, მათი ხმა დადუმდა
მოჩვენებათა ხმები სარდაფში არავის გაუგია მტვრიანი ხარხარი საოჯახო სხვენებში
არც მოტირალნი უნახავთ ისინი სკვერის სკამებზე ცარიელი ცის ქვეშ
უოლტ უიტმენის ვივას ადგილობრივი უიღბლონი – სიმამაცე მსუქანი ქალბატონებისათვის
უცნაურთა შოუში! ნერვიული
პატიმრები რომელთა ულვაშიანი ტუჩები ოფლად იღვრებოდა პირის ხაზებთან –
მაიაკოვსკიმ იტირა, მაშინ მოკვდი! ჩემი ლექსი, მოკვდი მუშათა წოდებით და ამოხეთქავს
დამალული პეტერბურგში!
პროსპერომ დაწვა თავისი უძლიერესი წიგნები და დაამსხვრია მისი მაგიური ჯოხი
დრაკონის ზღვების ფსკერამდე
ალექსანდრე დიდმა ვერ იპოვა დასაპყრობი ახალი სამყარო
ო მარცხო მე ვმღერი შენს შემზარავ სახელს, მიმიღე მე შენი 54 წლის წინასწარმეტყველი
მარადიული ჩაფლავების მეფოეპოპიას მიღწეული! მე ვუერთდები შენს მომაკვდავ ბარდთა
პანთეონს, და ვაჩქარებ ამ ოდას სისხლის მაღალი წნევით
რომელიც ჩემი თავის ქალის მწვერვალისკენ მიიწევს, ისე თითქოს ერთ წუთსაც ვეღარ
გავძლებ, ვით მომაკვდავი გალი!
შენ, ბრმა მონეს ღმერთო, ყრუ ბეთჰოვენის, უმკლავებო ვენერა მილოსელის, უთავო
ფრთიანო გამარჯვებავ!
მე ვერ შევძელი ყველა წვერიან ვარდისფერლოყება ბიჭთან მძინებოდა ვისზეც
გადამინძრევია
ჩემმა ტრიადებმა ვერ შეძლო გაენადგურებინა კგბ-ს ინტელექტუალური გაერთიანებები,
ვერც CIA-ი სვიტრებსა და საცვლებში, მათი შალის კოსტიუმები და ტვიდები
მე არასდროს ამომიხსნია პლუტონიუმი ან მომიშლია ატომური ბომბი სანამ თმები
დამცვივდებოდა
მე ჯერჯერობით ვერ შევაჩერე მთელი მსოფლიოს ჯარები მიმართულნი მესამე მსოფლიო
ომისკენ
მე ვერასდროს მოხვდები სასუფეველში, ნირვანაში, X-ში, ვაჩამაკალიტში, მე არასდროს
დამიტოვებია დედამიწა,
მე ვერასდროს შევძელი მესწავლა სიკვდილი
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
134