პოეზია

ნიკა გეი

***

ის მოკლავს მგელს
მთვარის ფერდი მის ფერდში ჩაიწნიხა და ღრმულები გააჩინა
და ღამის ცხოველებით სავსე კუნძულები ღრუბლებს ისვრიან მანქანებიდან
რა ცრემლად იღვრები ამ ნათელ სწორუპოვარ გზაკიბეზე
ის მოვა გვიან თავისი საყვირხმით და გამოუშვებს ხმას მგლის მოსაკლავად
წითელია მდელო ამ ცისკრულზე სადაც მხეცი იცლება წყლისგან
რომელიც მის წინ მოედინება
და ხმა მრავალ არხებში ქალაქების და სოფლების თავზე რომ დაწვა ღამის მკვლელად
მაშინებს როგორც ცრუ ტკივილი რომელიც ყოველდღე უფრო მატულობს
შენ მთვარის რბილობი ჩაიდე პირში და ქარს კოცნიდი მთელი ღამე
და ქარი გკოცნიდა მთელი ღამე
სადღაც უსიერი ტევრი მაღალი  ყვავილების დაიმორჩილე მზერით
და კუდი მოხარე მზეს
მთა ადის შენს წვერის კიბეზე და მივყვები ამ თეთრ გრანულებს შენ კანქვეშ
ღრმად შენს ტუჩბზარში
ვკოცნი ვკოცნი შენს დატოვებულ სიტყვებს
და მათ გლუვ ხვეულებს მათ მზარდ ნაბიჯებს სინათლის კარში
იქ შევალ ჩემს ყვითელ ჩიტთან ერთად
რომელიც ღობეა ჩემი და ღობის იქით ქალს ვმალავ კუს მხარზე წამომჯდარს
კვლავ წვრილად ჩამოივლის ყურის გუბეში გატეხილი სურასიტყვები
რომლებსაც წარმოთქვამ მშვიდი სვლით სიკვდილის წყლებისკენ
და ავსებ მათ სიყვარულით კარისადმი
კარი რომელიც შენ ხარ რომელიც მე ვარ
და მრავალი ვინც გამოივლის ამ უენო გზაზე
მოლაპარაკე მშვილდად ჭრილობად სისხლად
როგორც ქარი ეცეკვება ხეებს ისე ვარდება შენი ხმა ჩემს პირში
და განაგრძობს ცურვას ვერცხლის სარკეში ვერცხლის ჯუჯა ყვავილებისკენ

***

ირმები ტოვებენ რქებს ღამის ნალექში რომელშიც მარტოობაა
და ვკრეფ მათ ძვლებს როცა მიმოიცვლებიან მდელოების ყვავილქალები
ვიხილე კოლკას ზედაპირი ლურჯი ცის გუმბათქვეშ მაღალი კიდული ზარებით
და ცხოველების რბილი სუნი დაყრილი ამ ვიწრო ქუჩის კიდეში
სადაც ქვები ერთმანეთს ეალერსებიან უხილავზე ლაპარაკში
მთვარის ბავშვზე მიმითითებ ვის ხახაშიც შევაბიჯე ვისი ენის ბალიშქვეშ ჩამთვლიმა
და როცა მძინავს მე არ ვარსებობ
ჩემი გაუქმებული თავი მდინარის სხვა ნაკადში ცურავს
როგორც პლერომას ღმერთების მრავალჯერადი შობა
მივიწევ სიზმრის იმ ნაწილში სადაც გამჭვირვალე ფარდების წყება ვარ
ჩემს მიღმა იმალები მდელოების ღრუბლებად
წყალი კარია მეუბნება ბაჭია ტყის სიღრმიდან ამოზნექილი როგორც სამარის კუზი
და შევცურე კარში ცურვის არმცოდნემ როცა ჩემი სულის უარყოფას მოვრჩი
ნელ-ნელა თმები მწვანე ფოთლებად მექცა და ჭამდნენ მათ ხის ულამაზესი ცხოველები
მსურდა ამ ხის მღვიმეში მცენარეებთან შერწყმა მცენარედ ყოფნის დიდებულება
ჩემი პირიდან ყლორტებს გლეჯ და ფანჯარაში რგავ ჩიტმა რომ აწია
ვარსკვლავებმა კბილები გამოაჩინეს მიტოვებულ დღეებში სადაც შენ გიმზერ
ფერმკრთალ მოგონებას მშვენიერებაზე როცა ხელს ხელზე მკიდებ
იმღამით როცა ჩემი სული ტრიუმფალური სვლით გაიპო
საკუთარ ხმასა და სხეულს შორის ჩავდექი როგორც მზის კალათა სავსე ბნელი ყვავილებით
მიწა ოდნავ აიწია ჩემს ზემოთ და ბზარები ამ სახეზე თვალუწვდენელი ჩაღრმავებებით გაიშალა
ტკივილი საყვირია ანგელოზის პირში რომელსაც ჩაბერავს იგი
იქამდე სანამ არ დავეცემი ღმერთივით დაბალ კიბეზე
და ღმერთი შაქარია ჩემს ტუჩებზე რომელსაც ვილოკავ სიცარიელეში ვარდნისას
რომ ჩავეჭიდო რაიმე თუნდაც ბაც სინათელს ჩემში და ჩემს გარეთ
იყავი ჩემი გზების დაურწეველი გველი რომელზეც დავჯდები უთეთრესი კაბით
რომელიც მომიჭერს წელზე მზის ქამარს და თვალებიდან ღამეს ამომიფურთხებს
იყავი ნაყოფი ლეღვის ხის რომელიც დაწყევლილი და გამხმარია
რადგან წყევლის მდინარეში შევედი და სხივწყალში ბნელი გავაჩინე
რადგან წყვილი ურჩხულები ფეხდაფეხ დამსდევენ აქაფებული ლავა პირებით
მე სიცივე ვარ ამ მზით დალუქულ გამოქვაბულში
და სიკვდილი ვარ ამ სიცოცხლით ნაგებ წნულებში სახლის რომელიც მან მხრებით ატარა
სანამ მეძინა და გველეშაპს ვებრძოდი სანამ გველეშაპი გავხდებოდი
ჩემი კისრიდან მრავალი თავი ამოიფესვა და ვყლაპავდი მათ როგორც მთვარე თავის შვილებს
ჩემს გაუქმებულ სახელებს რომლებიც მიხმობდნენ რომლებსავ უარვყოფდი წყვდიადის დებს
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
70