ოდრი ლორდი
თარგმანი: ს.კ.
მეტის ნახვა...
შავი დედა ქალი
არ გიხსენებ როგორც მოსიყვარულეს
მაგრამ შენს ძლევამოსილ სიყვარულს
ახლაც ვირეკლავ
ყალბი ლტოლვებისგან დასახიჩრებული
შენი მგრძნობიარე ხორცისგან
როცა უცხოები მოდიან და კომპლიმენტებს მეუბნებიან
შენი მოხუცი სული სიამაყისგან ცახცახებს
მაგრამ შორეულ დღეებში ამ საიდუმლოს გაურბოდი
შენი რისხვის შუამდე
და განმსჯიდი
მძიმე მკერდით და ეკალთმებით
შენი საკუთარი დახეული ხორცი
და გამძლე თვალები
იმარხებოდნენ მითებში
მაგრამ მე გავათავისუფლე შენი რისხვა
სიყვარულის ბოლო წერტილამდე
და ნახე დედა
ერთი შავი ნაგებობა ვარ
რომელშიც შენ ჩნდები
კასტანეასავით ლამაზი და ძლიერი
თავად იცავ შენი სისუსტის კოშმარებს
და თუმცა ჩემი თვალები ესკადრონია
შეუძლია მათში ამ ჯანყის ჩახშობა
ასე ვისწავლე შენგან
საკუთარი თავის გაგება
შენი მისალმებით
ჰარიოტი
ჰარიოტი ყოველთვის შეშლილებს გვეძახდა
ან უტიფრებს ან უგუნურებს ან მახინჯებს
ან შავს ან შავს
და ვინ ვიყავით
მატყლისთმიანი გოგონები
თავშესაფარში დევნილი მოხერხებული რვაფეხები
ხაზგასმით ლაპარაკი ხაზგასმა სიტყვებისთვის
ხაზგასმა ტკივილისთვის
ჩვენს პირებში ამოითქმება
სანამ ჩვენს შემპყრობელ დამცირებებს
ან დანისწვერიან ენებს გამოვეყოფით
რომლებითაც გვესობიან
აღიარება
ნიშნავდა მანძილის გაზრდას
სიჩუმეში არიდებული თვალებით
ჩვენი სახეებიდან ქუჩაში
ლამაზი შავი პირი და
შეშინებული ნაცნობი თვალები
ვერავის მიეპყრობოდნენ
ჯერ კიდევ მახსოვს როგორი იყავი ჰარიოტ
სანამ ერთმანეთს მოგვწყვეტდნენ
ჩვენ ჯვარ ხმლებზე ვოცნებობდით
ომის დედოფლებისგან
მაგრამ ერთმანეთსაც ვეღარ შევხედავდით
და მარტოობა ვისწავლეთ
როგორც მიწამ ისწავლა სიკვდილი
ჰარიოტ ჰარიოტ
რა სახელები უნდა დავარქვათ აქ ჩვენს თავებს
სადაც ჩვენი დედა ჩვენგან წავიდა
ასევე იხილეთ
