მარი ჩხაიძე

ქვის ბადეწნული
მარჯნისფერი
რეჰანისფერი
მოელვარე
უსულოთა შორის უსულო
ქვათაშორის ხეთა და ქვათა
და მათ შორის კანაფთა და თოკთა
და ჰამაკთა
მატარებელთა
და კლებად მთვარეთა
სულო
მე გიყვები ჩემზე როგორც სიზმარზე
რომლის სხეულიც შედგება სწრაფად შლადი
ნივთიერებისგან
თუ ვიქნებოდი ქვის
თუ ჩემი გული იქნებოდა ქვის და ფრჩხილები კენჭების
თუ თმა წყლის
და სამაგრი მარჯნის
ვიქნებოდი საუკუნეები
მაგრამ არ ვარ
და ეს ლექსიც
ბიოდეგრადირებადი
რომელიც სწრაფადვე გარდაიქმნება
და გარდაიქმნება ყოველივე რასაც ჩემი
სწრაფად შლადი ხელები ქმნიან
სამაგიეროდ გარდაიქმნება უნარჩენოდ
ნაგვის გარეშე
ნელ ნელა ვხვდები
როგორ ვშიშობ
როგორ მივედ მოვედები
როგორ ვიწყებ ფიქრს არაფერზე
როგორ ვსწავლობ ტკივილის გაქრობას
როგორ მძინავს ღია თვალებით

***

ლექსი გოგონაზე ვისი სახელიც იწყება თ ზე

მას მოაქვს სიცივე

როგორც ცისფერი ხელყუმბარა მიბმული ზურგზე

და ხმა ვერცხლის ჯაჭვებით სავსე.

მომეცი შენი ხელები

სავსე სიზმრებით

როგორც პირველი ინდიელის სული

რომელიც იშვა მეოთხე სივრცეში

და თუ ვერ გხედავ როცა იყენებ სუპერ ძალას

და უცებ ქრები

მესმის შენი ხმა

რომელიც არ ჩანს,

დრედებივით შემოხვეული როგორც მცენარე

აცოცებული გიგანტურ ხეზე

შემოდგომაზე შენი თმისფერ წითელ ბოლოებს

იხვევს და იბრუნებს

და ვხედავ როგორ ზრიალებს ქარი

აფრენილი ჩიტების ფრთების

ვნახე ის სიტყვა.მიბნეული ხის ტოტზე.

როგორც კოსმონავტი ნაძვის ხეზე

მისი ბრჭყვიალის ცალი მხარე

ვერცხლისფერი ფენა

როგორც აბზინდით ამოლესილი თვალები.

მუნჯი კაშკაში.

***

ძილიდან ყველაფერს ნუ დავიწყებთ
ნურც სიზმრიდან.
ნურც თავიდან
ნურც ერთმანეთს გადავაბამთ წინა დღეებს
ნურც შიშებს გადავაბამთ ერთმანეთზე
ნურც ჩვენს წინა თავებს
და თათებს
და თავთავებს ნუ ავურევთ
საერთოდ იყოს ყველაფერი ცალ ცალკე
გახსოვს ტურები?
მათი ხმა
ყველაზე ცივ ზამთარში
როცა მეზობლის სიკვდილს ველოდით
არც ისე მოხუცი კაცის
რომელსაც ერქვა საშა.
მე რატომღაც ყოველ სამშაბათს
ყურებში თმას ვჭრიდი
და ჩუმად ვაფურთხებდი
ან თხუნელები
რომლებმაც მიწის ქვეშ გააკეთეს მაგისტრალი
და პატარა ხვრელი რომლიდანაც ამოხტა გომბეშო
7 წლის იყავი დაიხარე და აკოცე
მაგრამ ის არ გადაიქცა ყვავილად
ხომ ვთქვი
ყველაფერი ცალ ცალკეა
და ახლა ჩემს ძილს მის სიზმრებში ვურევ
მის ნახევარსიზმარში
რადგან ნახევარი ჩემი დისაა
ნახევარი არავის
და სულ არ მინდა ვიყო მოგრძნობიარე
როცა ირგვლივ არაფერია
და მეტი არაფერი
იყოს ასე.

ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
74