პოეზია

ირაკლი ყოლბაია

სიმღერა ათანორთან

მუხლმოყრილი, თავდაყირა ამ ათანორთან, ვცდილობდი

ოთხკეცა ელემენტების დაკავშირებას, მაგრამ ხელებში

ყველაფერი ნამცეცდებოდა მხოლოდ ნამცეცებს იტევდნენ—იყო

 

ეს წერტილი სადაც გონება იფლითება, ჩერდება, ვეღარ

დგამს ნაბიჯს მიღმა საზღვრის

რაც უკვე ჭაა, ორმო (chasmal, abyssal, Incoherent!

 

A Concave Earth) მადჰაიამას თანახმად: ის 1) არაა

არც გარეთ არც შიგნით 2) არაა

გარეთაც და შიგნითაც და 3) არც

 

არც გარეთაა არც შიგნით / ამის გაგება

დაგეხმარება რამის გაგებაში, რამის გაკვლევაში

ამ გზაზე, და ვცდილობდი ამით

 

ბლეიკის გაგებას, ოთხკეცა კაცი, არის მღვიმე

კლდე ხე ტბა უდან ადანის, მეოთხე

განზომილება, ფურიეს ოთხი მოძრაობა, არა დრო

 

არა უდროობა, არა ცვალებადი

დრო, არამედ ბევრი

დრო თანადროულად—ჰო, დამიღეჭე ეს: დახედე

 

გადაშლილ წიგნს მაგიდაზე—რამდენ დროს

გაძლევს? მერე გადადგი კიდევ

ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით: ეს წიგნი დროდადრო

 

დახურულია—ამის გაგება დაგეხმარება

ამ საზღვრის იქით, ჰო, შეიძლება

ეგრე ყოფილიყო ან

 

არა, მაგრამ ნუ ვცდი აზრის

გამოტანას ამ ათანორთან (ან რა კავშირი

ვუპოვო იმას რაც

 

ჩემ საზღვრებს მიღმაა? რაც

არის ჩემ საზღვრებში ის კავშირშია?) საათი

ვიცი განაგრძობს ცეკვას (ისრები

 

ჩიტის გულისთვის—უისრებო

უჩიტებო გული საათის! და არც

ძილი მოდის „უძილობა დარაჯობს

 

ჩვენს ჭრილობებს და ხელს უშლის

მათ შეხორცებას“ ასკვნის ჩორანი

და რუმინულად გულში იკრავს სიზმარში

 

მასთან მოსულ მამას, მე აისის

სახლიდან მივედი დაისისაში, 12

სახლიდან ერთ-ერთში

 

ჩემს დასთან და დედასთან, ჩემს

დას ასპიდისტრა ეზრდებოდა

თავზე და ენაზე, დედაჩემი ოქრიან ხელებს

 

ადებს კედელს (მატკა იოანნა) (და ვერ ვიხსენებ)

ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტს—ვერც

ვერასდროს გაიხსენებ სანამ

 

არ განვეჩვევი დაჩემებას ვითომდა

ვიცოდე რაში რაა

ყველაზე მნიშვნელოვანი, რა კედელს

 

ლოკავს, როგორც ღამის ქარი, ეს

სიზმარი მეხსიერების გაუქმებულ

კინოთეატრში? ეს კედელია, შეეხე

 

სველი წვიმისგან, ჩრდილმა

კვება, გინდა გაჩერდე, დაყოვნდე

დადგე ამ კედელთან, ამ სტროფის ბოლოსთან როგორც

 

რამე კარის ზღურბლთან და ცადო ნახო ან

/ და შეეხო მაგრამ რატომ ვცდილობთ ასე

სახე-ხატებს? რატომ არ ვცდიდით, აწი

 

გვეხილა აბსტრაქციები, რაც არსებობს სულით-

გონითად მხოლოდ, რასაც არ აქვს არანაირი შესატყვისობა

მატერიაში—ანტინივთიერება—არც არაფორმაა, არფორმა

 

უფორმა, რაც არსებობს

უსხეულო მხოლოდ, როგორც და

ან შვილი, რომელიც არ დაიბადა

 

როგორც დედა, რომელსაც

არ გაუჩენიხარ, ან

იქნებ ვკვდებით რადგან

 

არავინ გვიყურებს ან გვფიქრობს

 

 

მარი, პოზები

No te preocupes. Una virgen desnuda alumbrará tu camino con una mariposa que arde

უცნაური ფილმი, დავიწყებული სრულებით

და მოსაწყენი, გაედინება პირველი

წყაროდან       და, მიღწეული თავის კედლამდე

ალერსით ლოკავს ეკრანს,  მერკურიული

ენებით       მისი ალერსი წამით გაჩერდება იქ, ელოდება

ასე, სულ წამით, მერე  ციმციმრთული

გაქრება? სად მიდის ეს გამქრალი, ყველა

ეს გამქრალი ანგელოზი?

და უცნაური არაა, მაშინ

თუ მე, ერთადერთი დარბაზში, ვიდექი ყველა კინო-

თეატრის საკუჭნაოში, სადაც

ფირი იხარშება      და

მარი, პოზებზე ვანძრევდი, ვიმიტირებდი

თითქოს თავად, ამ აქტით, stuff as dreams

                                   are made on-ს, როგორც სხვა

დროს, „სხვაზე“, დავანძრევდი

აბაზანაში, ან რამე ტბაში, რომელიმე

მდინარეში, და თესლი ჩემი ყლის

თვალიდან, გამოიპარებოდა, რუდუნებით

გაიშლებოდა, როგორც გველთევზა

ან როგორც ფილმი

ვერცხლისფრად იმ დარბაზში, როგორც მის ქვეშ, როგორც წვიმის

ფარდებქვეშ, ღამის ხელოვნურ განათებებში, მთვარეს

და ვარსკვლავებს რომ კლავენ, გამოეკიდებოდა

ძვირფასად, თუ მოვქაჩავდი სიგარეტს   —იყო ეს ის დრო,

როცა შეგეძლო კინოთეატრების

დარბაზებში მოწევა? (მაგრამ არცერთ დროს, მათში

ნძრევა არ ითვლებოდა, რომ შეგეძლო

და რომ ყოფილიყო ფილმში გარბო,  დავანძრევდი

მაინც მარი, პოზებზე?    (რატომ

ჩნდება აქ სურვილი, დავასკვნა

რომ ეს კითხვა რიტორიკულია? არაა) შემდეგ, წყალში

თესლის ქსელები მიეკვროდნენ ჩემს მუცელს

ან ფერდებს, როგორც

ფილმი ეკვროდა ნაცრისფერ ეკრანს, როგორც კვერცხის

ცილა, ეკვროდა თითქოს მარის გულს     ეკვროდა

ჩემს მუცელს, მის მუცელს           მას

მის კარს ან ოთახებს, ეკრანს        და ვიქნებოდი

წამით ეს ოთახები, ეს ეკრანი, ეს კვერცხი: სხეული

ორგანოების გარეშე, წამით

ეს მერკურიული განთიადი      ) როგორც

ყველა გამქრალი ანგელოზი ერთად        გამოჩნდებოდა

დადუმდებოდა და დაადუმებდა

ფილმს, ჩაიფიქრებდა სურვილს ჩემთვის,  თევზები

ფიქრები          დადუმდებოდნენ

წამით, ჩემი ბავშვობა

დადუმდებოდა              მერე ისევ, ეკრანი ცა

ღრუბელცვენილი

 

 

ხიდი

Chazutz sui en mala merce,
Et ai be faih col fols en pon

 

If only death was the period to

the sentence I was

given to suffer

through, over, that bridge         მე სუსტი

ადამიანი ვარ         არ შემიძლია    არ მადარდებდეს

რას შვება პატარა და ამაღამ              რა ფორმა აქვს

ამაღამ შენს ძილს?                მინდა წამით

გაჩერდეს რაც

მტკივა რაც

წვიმს          რომ გაჩერდეს წამით

ეს ხიდი     მაწუხებს რომ ეს რაღაც, ჩვენ, ეს ღამე, ჩვენ

იმ ღამით     აღმოჩნდა პეპელა       მაგრამ რადგან არის

არის     და მე ვცდილობ, უნდა ვცადო    არ

მოკვდეს     ამ სულის ზამთრის ნაბუნიობის

ღამით               უნდა ვცადო იფრინოს

თავის     ეფემერიდის   ბევრად, ბევრად    მიღმა        პატარა

პეპელა, შენსქუთუთოებსმოწყვეტილი     მყიფე    —მე მას მდელოს

ვუგონებ თავში                        მდელოს, სიმღერას, რომელიც

შემოდგომის ფოთლებით მოფენილი ბილიკია ტყეში გაზაფხულის

     ზღურბლამდე    რომელიც მეშლება ფეხებთან     რომ

გავაბიჯო                   ამ ფეხებით ასე „ახლოს

                 ჩემ გულთან“

ეს ფეხები                მარადახლოს გულთან       გულის

ყურთან      როგორც გუშინ მითხრა მარიკამ   ვცხოვრობდი

მითხრა     ისეთ გერმანულ ქალაქში       სადაც    ამდროს

ხიდზე მიმავალს          გესმოდა საკუთარი ფეხის ხმები

ნაბიჯების ხმა           მითხრა, ეს, რადგან გადავდიოდით

ჩვენც,  ამ საღამოს, ხიდზე            და არ გვესმოდა

არ გვესმოდა          მე მას წავუკითხე აპოლინერის

მირაბოს ხიდი        მაგრამ ვფიქრობდი პასაჟზე ცვეტაევას

„დასასრულის პოემიდან“          ო! ხიდო! ხიდო,

არ მთავრდები, ვიცი             არ დასრულდები   წინადადება

ეს ტკივილი    ასეთი სიშავე გულში     არ დამთავრდება

უნდა გაიარო      ისევ და ისევ

მე მყიფე ადამიანი

ვარ, მადარდებს ჩემი თანანადები, მადარდებს   ის

რაც დავაშავე ან დაშავდა     ის, რაც მომეზღვის    მადარდებს კიდევ

ერთი უძილო ღამე                        მადარდებს, რომ სპაისერმა

სასიკვდილოდ ასვა თავს                მაგრამ ხიდზე ვართ     ყველა

არაფერი იძვრის    და არ გვესმის ნაბიჯების ხმა    რომ გვინდოდნენ

ახლოს, ახლოს გულთან

ფანჯრებით ხარ

სავსე, ამაღამ               ამაღამ, მოდი, როგორ მინდა მოგრთო

მთვარით, რომელიც შენია    შენი ვარსყვავილებით

შენი წყვილი ლურჯი თვალები და ნუგეშისცემა მინდა

შენთვის         მინდა პატარა დისთვის          წაუღე რამე

თუ რამე მაქვს        გაძლევ, წაუღო              ზრდადი

ტკივილი          ზრდის ტკივილი        ო ყვავილებს

ზრდიან ტკივილი და ტკივილი                 ტკივილით კიდია

ასტრები ცაზე         ეს არიოზო დოლენტე ზრდა

ედვარდ, მუნკ, მე ვიცნობ სიშავეს შენს

გულში         ზეპირად ვიცი   რადგან მოვსვი

მისი ბნელი სითხეებიდან შევეხე

მის ცივ ქსოვილს                რა იყო ეგ, რაც გულში

გქონდა  ედვარდ!      არ ვიცი თუ მეუბნება რამეს

„მელანქოლია“    რა იყო, რაც გქონდა?  ძმხატვარო,

რა კარგად იცოდი შენც ეს ხიდი     ეს ხიდი     ხიდი

ეს                    ამაღამ                        მე თითქმის არ

ვარ ადამიანი       ანტენა ვარ—მკვდარი სულების

სიმრავლეები   შეიმჩნევა ამაღამ ხიდქვეშ          და

არ მინდა, ჯეკ,   არ მინდა ეს რადიო               ვიყო

როგორც შენ    სანამ არ გადევნე მე

ოთახიდან          მინდა სისხლი, ძვლები, ხორცი

საკმარი იმისთვის    რომ ის ვიპოვო, მივიდე მასთან

ვილაპარაკო     ამაღამ     მინდა ვიპოვო, ისევ   ეს

მზისწნული სადაც ვხვდებით   რომელშიც

გვძინავს                                                             სადაც

ვცეკვავთ

მეც, ბლეზ, მინდა

ასე

არაფერი და ყველგან

ნადირობა თოვლში

 

ჩვენ თოვლში ვიყავით და რომ დავბრუნდით

გავიხადეთ,   მე დაგაწექი და ისევ

თოვლში სეირნობა

იყო, მელიები დაგვყურებდნენ თეთრი, სველი

კენწეროებიდან        ჩვენ ვთოვდით და ვათოვდით

ერთმანეთს და ვიყავით ოთახი

რომელიც სველია, ოთახში თოვა, მივხვდი

მადლის ნიშანი იყო და თოვლის კონკრეტული ჰაერი და როგორ

მთვარე თუ ის

შენ არის     და ჩემი ქვედა ტანი, ახლა, გაშლილი ყვავილი

და შენ ფუტკარი            შენ მტრედი

ქსელებში რომელსაც ოთახის ერთიდან მეორე

კიდემდე ვაბამდი    (რომ ჩამოვედით

ეკრანი ისევ იმავე ფილმს აჩვენებდა, თუმცა

გვეგონა მთელი სამყარო იცვალა, სანამ)

მერე შენ ფერდიდან იწვიმე, თვალები

დავანთეთ მიმწუხრს, თითებით      ვარღვევდით, ვკრავდით

ვარღვევდით კავშირს ერთიდან მეორე გულ-

ძაფში                         მერე გამარუკე,    მე გემი

შენ ზეცაში, შენ იკივლე თოლიები, იკივლე

დაიჭირე კიდევ ორი თევზი ნისკარტით, იკივლე,  მერე

გემი დაუშვი

ჩემს ზღვაზე   მეკობრეები დაუშვი ჩემზე, კომპასის ყველა

სხვადაზღვა მხრიდან,  ო მეკობრეო, მეკობრეებო, თქვენო

უპირატესობა,                 ღამემ იღვიძა, შენი თვალები

რაღაცას ეძებენ ჩემზე დაბლა, სიღრმეში

რომელსაც ზურგით ვაწევარ, იქნებ

გასაღებს ჩემი ფსკერის – თოვლი შავია მაგრამ ახლაც

სადღაც თოვლჭყაპი, აფერმკრთალებს, აუგემურებს აზრებს

თვალებს, დაუნთებელ გონებსა და ხელებში, წყვილ

ჯიბეებში, აქაც კი სადაც ცისარტყელა

გავშალეთ ზღვაზე

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
83