პოეზია
ჰილდე დომინი
თარგმანი: ს.კ.
სახლი ფანჯრების გარეშე
ტკივილი გვკრძალავს
უფანჯრებო სახლში
მზე, რომელიც ყვავილებს ახარებს,
მის ნაპირებს
უბრალოდ უფრო ნათლად გვაჩვენებს.
ეს დუმილის ნატეხია
ღამეში.
შვება,
რომელიც ვერც ფანჯარას პოულობს და ვერც კარებს
და უნდა შიგნით,
აგროვებს ფიჩხებს.
მას სასწაულის მოხდენა სურს
და ტკივილის სახლს
ცეცხლს უკიდებს.
აპრილი
გუშინდელის მერე
სამყაროს ტკბილი სურნელი აქვს,
ეს სურნელება მუდმივია.
ფანჯარას აღებ
და გაზაფხულები
შიგნით შემოდიან.
გაზაფხულს
მწვანე ფოთლებზე მეტი მოაქვს,
ერთი კოცნა ყველა სხვა კოცნას გადაარჩენს.
ისევ ეს მბრწყინავი და გლუვი
ცაა ქალაქის თავზე
და მის ქუჩებში მიედინება.
შენ კი იცი, რომ ზამთარი
და ტკივილი
არ კლავენ.
დღეს ჰაერი ტკბილია
გუშინდელივით –
და სიტკბოებას დღევანდელი დღის სუნი აქვს.
ასაკში შესვლა
პასუხი კრისტა ვოლფს
ლტოლვა
სამართლიანობისადმი
არ იმატებს
მაგრამ იზრდება იმედი
ლტოლვა
არც
მშვიდობისკენ არ იმატებს
მაგრამ იზრდება იმედი
ლტოლვა არც მზისადმი
არ იმატებს
ყოველდღიურად ინთება შუქი
ყოველდღიურად შემოაღწევს
ის სულ აქ არის
და ერთი ფრენაც საკმარისია
დასარწმუნებლად
მაგრამ სიყვარულს
შეუძლია მოკვდეს და აღდგეს
ჩვენს მსგავსად
და ჩვენს მსგავსად
საჭიროებს გამოკეთებას
შემოდგომის თვალები
მყარად დადექი
მიწაზე.
მიწას
ჯერაც ზაფხულის სუნი აქვს,
და სხეულს
ჯერაც სიყვარულის.
მაგრამ ბალახი
შენს ზემოთ უკვე ყვითელია.
ქარი ცივია
და ეკლებით სავსე.
და სიზმარი, რომელიც ხარ,
ჩრდილებიანია,
და შენს სიზმარს
შემოდგომის თვალები აქვს.
ასევე იხილეთ
