პოეზია
ჰ. დ. - კედლები არ ეცემა
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
მოგვეცი ძალა, კიდევ
ცოტას გავუძლოთ,
აწ გულის ალებასტრი
გამტყდარია;
სამარადისოდ შენი
ნამახსოვრები სალმის
ქარვის ფიჭას დავეწაფებოდით,
რომ არა ეს მე-ძველი,
ჯერაც სანახევროდ-შინ სამყაროში,
ბრაზისაგან ამოიყვირებს,
მშიერი ვარ, ბავშვები მისტრიან საჭმელს
და ალმოდებული ქვები დასცვივათ;
ის, რომ ვიცით, გვტოვებს დაუცველს;
ო, შენი თანსწრებისთვის
თევზსაჭერ ბადეებს შორის
მენაპირე ნავებთან, ტბისპირ;
როდის, ხრაწის დენაში,
იტყვი კიდევ, როგორც თქვი უწინ,
მზადაა დაბრაწული თევზი,
პური აგერაა?
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
