პოეზია
ელის ქოუენი
თარგმანი: ს.კ.
სხეული მოკრძალებული რამეა
სიკვდილით & წყლით დამზადებული
მოდა არის გამოაწყო ის სადად
და იხმარო გონება არშიებისთვის
სიზმარი
არ შემიძლია ყველაფერი გავიხსენო
ჰაერი სუფთაა. მე ვარ დედასთან &
მამასთან ერთად. მათ მივყავარ ექიმთან
რადგან ავადმყოფი ვარ, ნევროტული. მათ
ვეზიზღები, ვღლი, მთელი ამ სიზმრის
მეშვეობით, აქაც უფრო მეტად მამას, როგორც
ნამდვილ (?) ცხოვრებაში. ექიმთან გასაუბრების შემდეგ,
რომლის სახესაც არ ვიხსენებ, ის ზის, ის
ექიმი, საწოლზე & მარლას იხსნის გრძელი ფეხიდან
ხორკლიანი ჭრილობის გამოსაჩენად.
დამალული სინათლე
გამოჩნდება
ერთ
ყოფნაში
ალენის & ელისის
გამოჩნდება
გახლეჩვაში
უკანასკნელი ატომის
გამოჩნდება
უცნობ
ტანჯვაში
რომელიმე სუპერნოვას
გამოჩნდება
საბოლოო
შევსებაში
არაფრისგან
შენიღბული
როგორ მოდის თოვლი
შეინარჩუნე სიშორე სინათლესთან
ბონგის თვალების საშიშ ბზინვარებასთან
დააფასე ტარაკნების დრო
და მძიმე ტკბილი ნივთები მოპარულ სამზარეულოში
ემილი,
ზაფხული დგება,
წაიყვანე
შენი ძვირფასი ფუტკრები
რომლებიც მჩხვლეტენ
მე მყრალ ჯინსს
გავიხდი
და გავიქცეთ
გარეთ ხელში ხელით
შევხედოთ მზეს
კიდევ ერთხელ
და გავყავისფერდეთ.
სიკვდილს, პატარა ნაცრისფერ ჩრჩილს,
ვუმადლი ჩავლილი მოკლე ნაკადებისთვის