დიტო ხუფენია

***

მე ვიხილე როგორ გაარღვია შენმა სულმა სხეულის კონტური
და გავიფიქრე:
შენ შეიძლება მაინც მოხვიდე…
და თუნდაც გვიან, მაგრამ ნუგეშით,
ისევე როგორც ევთანაზია.
შენ შეიძლება მაინც მოხვიდე,
მაშინ, როდესაც ყოველდღიურობის ბოტოქსებით
შემომაჭერენ უიმედებას თვალებზე.
შენ შეიძლება მაინც მოხვიდე,
იქამდე სანამ, ისინი მოვლენ – მძიმე დღეები,
და შენს დახორკლილ სხეულზე ამომაკითხო
ჩემი ყოველი დაუწერელი ლექსი.

ნეკროლოგი

სად იქნებიან ისინი, ვიზეც ყოველ დღე ვფიქრობთ,

როცა რადიოტალღები ჩვენს ნეკროლოგებს, გვამებივით,

გამორიყავენ ყოფიერების სანაპიროზე.

იქნებ, იცვამდნენ, ემზადებოდნენ სამსახურისთვის,

ან მიირთმევდნენ, თუნდაც საუზმეს,

ან, იცინოდნენ ცრემლის დენამდე,

როცა რადიო, ტელევიზორი, ან მობილური

მონოტონურად გამოაცხადებს :

„გარდაიცვალა ის

ვინც ყოველ დღე შენზე ფიქრობდა“.

შენ კი ჯერ კარგად გადაამოწმებ

შეუძლიათ თუ არა ფიქრი ცხედრებს და

თუ შეუძლიათ, მაშინ იფიქრებ –

„გავახსენდი!“

პარაზიტიზმი

ამ ნაწილობრივ ანთებულ ფანჯრებს,
ამ ფანჯრებს მიღმა სრულიად ჩამქრალ ოცნებებს, ვნებებს,
– მე გიმალავდი.
და ყურების ნიჟარებში მოლუსკებივით შესახლებულ
სიცრუეს, მუქარას,
– მე გიმალავდი.
და რომ გრძნობები მალე ობდება
და ლექსებს, როგორც ცრუ-ეტიკეტებს
ვაკრობდი მათზე
– მე გიმალავდი.
ავი თვალები მინის ველივით, რომ შემოგვიწყეს
და ცეკვა-ცეკვით თავს ვარიდებდით,
– მე გიმალავდი.
რომ გუბეებთან ჩრდილს გიკაპიწებდი
– მე გიმალავდი.

და მართალი ხარ, თუკი ამბობ, რომ არაფერს გაძლევ
და მხოლოდ გართმევ

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
29