პირველი იაპონური  ავანგარდული დაჯგუფება Gutai Bijutsu Kyōkai, ცნობილი როგორც გუტაი დაარსებულია იაპონელი მხატვრის Jiro Yoshihara ს მიერ 1954 წელს.  სახელი ითარგმნება როგორც “დაკონკრეტება” და ის პრეზენტირებს ჯგუფის მიზანს , მატერიის და ფიზიონომის ურთიერთობას. მათ სურდათ შეექმნათ ახალი მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც სულისა და მატერიის ურთიერთკონტაქტს გვაჩვენებდა. 1956 წელს მიოშიჰარამ  დაწერა მანიფესტი ჯგუფისთვის. მანიფესტში ნათქვამია რომ გუტაის მიზანი მატერიის შეცვლა კი არა, არამედ მისი საშუალებით შინაგანი სამყაროს განწყობილებების გადმოცემაა.

მანიფესტის თანახმად, სილამაზე წარმოიქმნება მისი დაცემის და დაზიანების შედეგად. ეს დაცემა გვაჩვენებს რეალურად ობიექტის შინაგან სამყაროს და მშვენიერებას.

ეფექტი მიღწეულია ფერების, შუქების და პერფორმანსის მიხედვით. გუტაის წევრებისთვის მხატვრობა იყო პერფორმანსის განუყოფელი ნაწილი.  მხატვრები  ნათურებით გაწყობილ კაბებს ატარებდნენ, ან ფერად წერტილებს იხატავენ შიშველ კანზე, ან სასმლით სავსე ბოთლებს და ფერების პალიტრას კედელს ესროდნენ. და ეს ხდებოდა ომის შემდგომ იაპონიაში.
რებელისტი მხატვრებისთვის პიროვნული ინდივიდუალიზმის გამოვლინება იყო ცენტრალური პრინციპი და მოუწოდებდნენ ყველას გაეკეთებინათ ის, რაც მანამდე არავის გაეკეთებინა.

გუტაის წევრები იყენებდნენ მედიას მათი იდეების პოპლარიზაციისთვის და ურთიერთობდნენ სხვა დაჯგუფებებთანაც ევროპასა და ამერიკაში. ადრეულ პერიოდში სწამებდნენ ჯექსონ პოლოკის ხელოვნების იმიტირებას.

გაიგე მეტი

160