Diana Wakoski

თარგმნა თეონა კომახიძემ

ახლა მე წითელ სინათლეზე ვისაუბრებ

უპირველეს ყოვლისა, პიტსბურგშიც მოიპოვება რამდენიმე.
ის თვალების ნათელს, კიდევ დამატებით ნათელს სძენს.
იგივე შეიძლება ითქვას სმარაგდულ ნათელზეც.
მაგრამ წითელი სინათლე უმჯობესია მათთვის, ვინც მითოლოგიასთან კავშირშია,
როგორც არეკლილი სინათლე ის ხშირად უფრო ფერმკრთალია ვიდრე როდოქროზიტების სინათლე.
ასეთი წითელი სინათლე შეიძლება მოერგოს მყარ, სივრცეს მორგებულ ფიგურას.
ამგვარად, მას შეუძლია დროის თამაშის განმავლობაში გაბრწყინდეს.

ვარდისფრის ჩრდილები

დღეს დილით როცა ცხვირი გარეთ გავყავი,
იყო ნაცრისფერი და ნისლიანი,
ნამიანი, როგორც ადრეული ნოემბერი.
ძალიან იშვიათად
ფილმის შემქმნელები აჩვენებენ დანიელ ვერენბოიმს
ჩაბნელებურ ოთახში, მაგრამ ამ სონატისთვის დავიწყებთ მხოლოდ
იმით რომ მისი სახე კაშკაშებდა, მე დავინახე მისი ფავნის ყურები
რამოდენიმე ბრჭყვიალა წერტილი მის ძველ მუქ სტეინვეიზე.
არსებობს შეგრძნება, რომ დანიელ. ბ ნაწილია ამ პიანინოს,
ზოგჯერ, ისინი მიისწრაფვიან დიდი გასროლისკენ,
სუსტად განათებული კუთხისკენ, რომელიც მათ როდოქროზიტულ ნათელს აჩვენებს.
დანიელ. ბ უკრავს The Pastoral” სონატას.
მისი სახე ისეთი სერიოზულია,
თითქოს სიბნელე უფრო მეტს ნიშნავდეს
ვიდრე დრამატული სინათლე.
მეორე მოძრაობა სრული ხედით ხსნის სონეტის შიდა სამყაროს
ორაგულის ვარდისფერი, მოოქროსფრო ჩრდილებით
ჩაქუჩითა და სიმებით თეატრის სცენაზე.
მესამე მოძრაობა და ჩვენ უკვე გვაქვს მისი კამეა-პროფილი
ოდნავ განათებულ ფონზე
თავის ვარდისფერ, მარმარილოს ოთახში
ციმციმებს. მისი კოსტუმი, მისი ჰალსტუხი, ო მე ვხედავ რაღაც ვერცხლისფერს ლაქას მასზე.
შავი კოსტუმი. შუქზე კარგად ჩანს მის უკან ხელოვნური მაგრამ პატარა ბუხარი.
და ახლა უკვე სრულიად გაჩახჩახებული ოთახიდან მოჩანს შემაძრწუნებელი ფორტეპიანო.
ვარდისფერი ორაგულის ჩაქუჩი და სიმები.
დროა დავაფასოთ ბეთჰოვენის ცივილური ძალა.
პოლიტიკოსებმა უფრო ხშირად უნდა მოუსმინონ მას,
მერვე ტონის სკალამ შეიძლება ჰარმონიაში მოიყვანოს ყველაფერი.
მე მიყვარს ეს მუქი ღვინის დღეები.

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
23