პოეზია

ზურა ნეფარიძე

შემოქმედი მტერი

უიმედობის „შემოქმედი მტერი“ უცხოპლანეტელი პეპელა ბზარავს ჩვენს სარკეს და გამოვყავართ მტვრიანი კენოტაფებიდან პრენატალური ცირკულაცით  გარეთ

და ჩვენ მივმართავთ თვალებს სიბნელის მიღმა

სიბნელის მიღმა გავახელთ თვალებს და სუნთქვას ავაცეკვებთ სანამ პეპელა ჩვენი დროის სარტყელში მედიტირებს და ფარფატებს. ტოვებს მომაკვდავ გულებს

ვიღაცას უნდოდა ადამიანთა მოდგმას ფუტკრებივით ეზუზუნა ინდუსტრიულად მხრჩოლავ სკივრებში

სადაც მზის დაბურული ფსიქონავტი შვილი, ბინძური მელომანი, ნოსტალგიური მონა და სხვა უამრავი შეშლილი „პერსონაჟი“ სამყაროს გაუთავებელი  კონვულსიური ქროლვიდან ორთქლდებიან, ვლინდებიან მეტყველ და არამეტყველ პოეტთა სახეებით

სადაც დავეძებთ ცარიელ ფასადებს უღიმღამო დემონსტრაციული პროექციისთვის რათა უსახური აფიშებით შევავსოთ და სხვის სახელებს მოავასხათ კარამელიზირებული ჩირქი და დავიწყებას მივცეთ საკუთარი სიზმრები რომლებიც ძვლებს გვაცლიან. ამგვარად ვიღებთ ერთმანეთს ისეთებად როგორებიც ვე(ღა)რ ვიქნებით და ვყოფილვართ

სადაც დაღლილი საღამოები ჯგუფდებიან და ვერბალურ ნახვრეტებში ჭედავენ საკუთარ განწირულობას რომელიც ბოლოს ჰორიზონტზე სევდიან გულგახსნილობას ამოანთხევს ძილღვიძილის უტყვ და შლად ემპათიასთან ერთად. შემდეგ საგანთა მორევში საგნებს მივათრევთ ხავსივით რითიც ისინი იკრებენ ძალებს და იდუმალებას

მე ვერ ვცნობ ჩემს ხმას მაშინ როცა ვცნობ ყველა ხმას რომელსაც ჩემი ძაღლი აღიქვამს

ზოგჯერ მინდა რომ საღებავებით ხელში ვიხეტიალო და ყველა ნაგვის ურნა შევაფერადო ყველანაირ ქარხნულ სიღატაკეს ფერები შევასხა და გრაფიტის კედლებიდან გადმოსული სურვილებით განვაიარაღო მთელი ეს სამშენებლო სიცარიელე ქალაქებს შორის რომ ყანყალებს  და აერთებს მათ

იყარე პირში სიტყვები რომლებმაც ლექსები დააბეს და შენში დაიცალნენ სისხლისგან

იყარე პირში ლექსები რათა ამოიყეფო და გადაურჩე სისხლისგან დაცლას, აუტოფსიას

ძილის წინ, ყოველი ლექსის დასრულების შემდეგ ტვინში მერჭობიან სიტყვები რომლებმაც გამომიყენეს. ისინი ბრუნდებიან უკან ფურცლებიდან გრძელი კითხვებით

„რატომ ვართ შენთან“

„რატომ ვიყავით შენს გარეშე“

„ვისთან ვიქნებით შენთან ერთად როცა მოგვისვრი დავიწყების სასაფლაოზე“

სევდა

როცა ვაცლით სევდას რომ თამბაქო შეჭამოს

ის ჭამს თამბაქოს

როცა ვაცლით სევდას ოთახში საგნებს ფერი მოარგოს

ის აფერადებს მათ

როცა ვაცლით სევდას ბგერის ნებისმიერ ტონალობაში კრთებოდეს და არანჟირებდეს

ის აკეთებს ამას

როცა ვაცლით სევდას მაჟორულ ნოტებში მძვინვარებდეს ითხოვდეს შენი ენერგიის ზღვაში ქარიშხალს ხილვებში გზას იკვლევდეს

ის მძვინვარებს და იკვლევს გზას

ის განიცდის შენს მაგივრად

ის გამოკიდულია შენს მგრძნობელობას და დანარჩენ სამყაროს შორის ელექტრომისტიკურ ლაბირინთებში

როცა ვაცლით სევდას ფერადი კვამლის მოზაიკურ ქროლვადობაში გაგვხვიოს ისე თითქოს კვამლის  უწონადობა სივრცეში შენი სულის ღრმა იარებს ფანტავდეს აშრობდეს სიცილს და შეძახილებს

ოთახიდან ტყეში

ტყიდან ოთახში

ახმაურდება ამ დროს შენი უკვე მქროლავი წარსულ-მომავლის მიწისქვეშა მატარებელი?

აღმოცენდება?

აღმოჩნდება შენში შენი თავი?

მიუხედავად დამარცხების სიცოცხლისუნარიანობისა

მჯერა რომ არსებობს მიმართულებათა ცვალებადობა ჩვენს ჩამჭკნარ გულისფეთქვაში

სევდა კი ყოველთვის იქნება გზამკვლევი მოუხელთებელი საღამოების თვითშობადობისას

თუ კი ჩვენ არ ვეძებთ ნაყოფს სხვის ბაღებში

თუ კი ჩვენი ოთახის ჭერზე ჩვენი გამჭვირვალობა ცეკვავს

თუ კი ჩვენი ოთახის კედლებს ჩვენი ხელები ქმნიან და ჩვენმიერი ბგერები  ეხეთქებიან

თუ ჩვენი ოთახის იატაკზე ჩვენი ფეხისგულები ცეკვავენ

მწუხარებით და სილამაზით

მწუხარებით და სილამაზით სავსე თვალებში

სნობი გოგონა

ყურზე ეშმაკის ეშვით

ეკრანებს მიბმულ ხბოს თვალებზე

ნადირობს

პრანჭია მათხოვარი

დაუდეგარი სულების ქუჩის მტვერში გაცრილი

ნესტი მეეზოვეების დაბზარულ ბათინკებში

ბუკინისტთა ჩამჭკნარი ფილტვები

წარმოდგენაში ქმნიან გაუგებარ მიმოფანტულ სურათებს

სადაც მთავრდება ეს ლექსი და იწყება სხვა

 

 

მე შევიგრძენი როგორ მოვტყუვდი გარემოუცველ ფიქრთა მართვისას

კვერცხში წიწილაა

და ჩვენს ნაფურთხში

ამოუხსნელი შეგრძნებების ფუსფუსში ჩაბმული მძორისმჭამელები ჩასაფრებულან

პეიზაჟი

პორტრეტი

სამყაროს უშიშრობაში გაუპატიურებული რეგვენი გული

უსასრულოდ გაფანტულ სპერმატოზოიდთა უიმედო ყოფაში

შენ ხარ ფაქიზი და მომთხოვნი

ემპათიურ-აპათიური მოქნილი ალკოჰოლიკი

გარდასხეულდა ერთხელ ჩემი ჩრდილი

და მე ვცნობდი მათ

ვისაც ვხედავდი ცისარტყელების მდელოს აალებაში

მე ვცნობდი მათ

ვინც ამ ალის არსებობა არ დაიჯერა

ვცნობდი მათ

ვინც ქუჩის კუთხეს მანეკენური უშიშრობით კვეთდა და აწიოკებდა

და ხანდახან მათ მიერ შექმნილი კავშირები

სილამაზეს პირში აძლევდა

რა მცირე დრო გავიდა მას მერე

რაც ყველაფერი გაუცხოვდა ერთი უარის შემდეგ

საუკუნოვანი

მზარდი ქვის გარდაცვლილ გულთა სიმბოლოდ ქცევისას

როცა ვინმე სადღაც იკარგება

შესაძლოა არც არსებულა თუ ჩვენს გულებს ცერბერი დარაჯობს

ტროტუარებმა მოაჯირებად უნდობლობა ამოიშენეს

დაძრწის მათ შორის ადამიანი

როგორც ბაღლინჯო ომგადავლილ ზეწარზე

ყარს

ყარს

გაღვიძება

როცა წინა დღეს

შენი გაუმაძღრობა

გადაღლილ ქუჩათა ლამპიონებს ეწაფებოდა

სილუეტურად მბჟუტავ შეღამებისას

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
68