თეონა კომახიძე

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
I
ბავშვს რომელიც მთის ძირში დაიბადა ახსოვს მრავალი ვარსკვლავური მოგზაურობა.
იგი იზრდება
დრო მისთვის მოციმციმე ლენტია
და მცირედი ქარიც არყევს
ბავშვი უყურებს, რომ ყველა ექო როგორც ფრინველი
ბუდობს დედამიწის მეორე მხარეს.
კარის ჭუჭრუტანებიდან შემოდის სიზმრების სუნი,
რომელიც არ იცის არავინ.
დაცემული შუქურის შორეული ნათელი სისხლივით ეცემა ქუჩას
და ახლომდებარე ტყეების ხმებს იპყრობს.
ყოველი მომდევნო წვეთი ალკოჰოლი ააგებს ცხენს
რომელიც ყველას წინაშე გაცოცხლდება
და ყველაფერს გააქრობს.
II
სიცივე წრეებად მოძრაობს შენს გარშემო,
როგორც სატელიტი
როგორც ქარი
შენ ბრუნავ
მკიდებ ხელებს და მკოცნი
ჩვენ ერთად ვიღვიძებთ ერთი პორტალიდან მეორეში
ვიღაც ქუჩაში დახურული ფილტვებით და ღია პირით დარბის
ჩვენ თავს ვყოფთ წყალში და თევზის ფორმის სარკეებად ვიქცევით
ფრინველები კი ეძებენ მოლაპარაკე ყბებს
დასაბუდებლად
წაბლი ინახავს ისტორიებს
წაბლი ინახავს ისტორიებს
მისი ბირთვი სალოცავია რომელშიც წარსული ტრიალებს
იგი მიძინებულია მანამ სანამ შუქი არ მიანათებს.
სიცოცხლის ელექსირი მიედინება მის ძარღვებში
ყოველი ხაზი, ყოველი ფოსო მოგვითხრობს
გუშინდელზე
შუქი იღვრება მის წმინდა ნაყოფში და
აღვიძებს არსებას, რომელიც ღმერთია.
ის იზრდება და გვიზიარებს იმას,
რაც აქამდე დამალული იყო
მან იცის საიდუმლოებები რომლებიც გაჟღენთილია ჩვენში
იქ ცდუნებები უძველეს ტახტზე დგას
ის არის ჩვენი თანამგზავრი მუდმივ რღვევაში
სარკე რომელიც ასახავს იმას, რაც დროის მიღმაა
ჩვენც აქ ვართ,
ფართო გვირაბში, ეს სამოთხეა
და ველოდებით უცნობს,
რომელიც წინ წარგვიძღვება.
წაბლის ნაყოფი საკურთხეველია
ფარული ჭუჭრუტანიდან ვიღაც გვითვალთვალებს
იგი უკრავს დაფდაფებზე და ჩვენ მუხლებზე ვეცემით
მისი სინათლით, სიწმინდით და სიმშვიდით
წაბლი გვამცნობს რომ მასშია ნაპერწკალი
რომელიც ყველაფერს კლავს და აცოცხლებს.
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
223