ორიოდ სიტყვა ნეკრომანტიკაზე

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

And I am white, but O! my soul is black

 

“შავი გონება ღამის მისტერიათა მისნობაა, უხილავის ფორმებისთვის სინამდვილის მინიჭება. ის დაბურულ შესაძლებლობათა რწმენაა, ნათელი სიზმრად . . . პატივი მივაგოთ აჩრდილის მისტერიებს, მაგრამ სანათებს ნუ ჩავაქრობთ”

ელიფას ლევი

ვიცი, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ჩემთვის ეს ორთავიანი წიგნი, ნეკრომანტიკული სიმღერები უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მიერ ჩვენივე ზანგობის პოეტური მოკვლევა იყო. ტერმინს, ზანგობა (négritude), ჩემი საყვარელი მარტინიკელი პოეტისგან, ემე სეზერისგან ვსხესხულობ, თუმცა მისთვის საკითხი ეთნიკური ხასიათისა იყო, ჩვენთვის კი მან ფსიქოლოგიური (ანუ სულისმცოდნეობითი), პოეტური და მაგიური მნიშვნელობა შეიძინა.

რა შუაშია მაგია ზანგობასთან? აი, რა ამბავია: ამ სიმღერების თანამგზავრი, ლაშა ყელბერაშვილი, 2020 წლის ზაფხულს გავიცანი, და ამავე ზაფხულის მიწურულს ჩვენთვის უახლოესი პოეტის, ზურა ნეფარიძის სოფელში გავემგზავრეთ აიაჰუასკას რიტუალის მოსაწყობად. ამ სამდღიანი გამგზავრებისას ლაშამ შემდეგი სიტყვები ჩამიწერა ბლოკნოტში (რომელსაც, ყველა მეგობარმა იცის, მუდამ ვატარებ ჯიბით), პოსტრომანტიკული ფრაერები, და, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მთხოვა, მათზე მეფიქრა. ვიფიქრე, და რაღაც ხნის მერე ვუთხარი, რომ საქმე ეხებოდა არა პოსტრომანტიკას, არამედ ნეკრომანტიკას. და ნეკრომანტიკის შესახებ ჩემი ფიქრების გასაზიარებლად ამერიკელი მხილველი და მუსიკოსი, სან რა მოვიშველიე, რომელიც თავის მიმდევრებს არწმუნებდა, სიტყვა „ნეგრო“ (ზანგი) სიტყვიდან „ნეკრო“ (მკვდარი) მოდისო, რადგან ლათინურში კ და გ იოლად მონაცვლეობს, ხოლო „თეთრი“ მოდგმა ზანგებს ყოველთვის სამონედ გამიზნულ „მკვდარ ხორცად“ თვლიდა. ამოვიკითხე, რომ სან რა თავის მიმდევრებს, აფროამერიკელ ახალგაზრდებს უყვებოდა ამას და ასევე უყვებოდა „სხვა გრამატიკებზე“ და სწორედ მაშინ დაიწყეს მათ თავიანთი სახელებისთვის X-ების დასმა (მაგალითად, Malcolm X).

ჩვენი პოეზია სწორედ ამ სხვა გრამატიკების და უარყოფითი სახელების ძიებად მესახებოდა მაშინ, ეს იყო გასაწევი სამუშაო და ჩვენს წიგნშიც სწორედ ეს ვცადეთ. ახლა მაგია: ბევრს აღარ ახსოვს, საიდან მოდის ტერმინი შავი მაგია და ის ბოროტი ჯადოქრების სფერო ჰგონიათ, კეთილ, თეთრ ჯადოქრებს რომ ერჩიან. ასე არაა. შავი მაგია, ანუ შავი ხელოვნება (Black Arts) კაცთა მოდგმამ აფრიკიდან, კერძოდ ძველი ეგვიპტიდან იმემკვიდრევა – რადგან ეგვიპტელები თავიანთ მიწას შავ მიწას (ქემეთ) უწოდებდნენ, ხოლო მათი მთავარი ხელოვნება მაგია იყო. აქედან შავი ხელოვნება.

ფრანგულ ენაში ნეკრომანტიკოს მაგებს ასე უწოდებენ, nigroman. ნეკრომანტიკა მკვდარ, მოკვდინებულ, უარყოფილ, ხაზგადასმულ, თუ გნებავთ, ზანგ ხორცთან კავშირის შავი ხელოვნებაა. და, მგონი, ამაზეა ჩვენი წიგნი.

ჩვენს სულში იმდენი ჯაზი და ეგვიპტური მიწის ღრმა შავი მაგიაა, რომ ვბედავ, შევეწინააღმდეგო 1968 წლის პარიზის კედლის პოეზიას, რომელიც გვაუწყებდა ჩვენ ყველანი გერმანელი ურიები ვართ, შემდეგი უწყებით: ჩვენ ყველანი მუსლიმი ზანგები ვართ, და თავი ძალიან კმაყოფილად ვიგრძნო, როგორც წვიმიან ამინდში ტალახიან გუბურებში ამოგანგლულმა ბავშვმა, რომელმაც, რაც მთავარია, მარტომ არ ითამაშა გარეთ.

ირაკლი ყოლბაია

საძვალე

მაშ დავემართოთ კიდევ ერთ

მხილველქვას

ორფეოს, ორფიკა

ფანეს (ნაჭუჭის გამოტეხვა სურს სიყვარულს

ორფანეს—კიდევ                                ასე ამბობენ

ერთ ხანაგას—ხის კოვზები

შემოვდეთ ოთახის ჰაერში—სისხლი უბრუნდება

ხმას დრო

ოთახს სველი ვიყავი მზით მანამდე თოკით

თვით მკვლელი რომ დაგპირდა ვერ წყვეტდა

თავის დამსხვრეულ ხერხემალზე ხელის

დევნებას  /ყველაფერი მეხსიერებით

სავსეა

სახელის ძიება

იყო გამონაზარდი მეორე სხეულის მისავე ხეში . ის ჩვენ გვაჩვენებდა, გვახედებდა ღამის სანათ წითელ შუქებში

—პეპელა პირში და მაჭამე ცნობა

„აღარც კი უჩრდილო არამედ ნათელი საკუთარი

ცხოველის მოყურე დაძირე ვარსკვლავი

—ლამი და სისხლი რომლისგანაც ა—დამ შეიქმნენ სახელი მისი დღე

რომ ატარებდა ათითას ცისარტყელზე (თითქოს ყველა

ფერს რასაც იხილავ ჰქონდეს შენი სხეულის ფასი და (ვარსკვლავი

ყვავილი გული) ადგილები სხეულის დამალდენა

საყდრის ავალში არის სიბნელე გიხმობს შეედნო

ქონის ნებისმიერებას—არის ადგილი ნებისმიერი ცისარტყელის მიღმა

სახელად სადღაც მეხსიერებაა ეს ცისარტყელა

სუდარა, ჰიმენ შენსა და შენს სახელს შორის და ქალია

დრო ინაბე ნუ ეტყვი სახელს შენი ძმის ანგელოზის

ნიშნავს სახელად მე არ ის / იყო ადგილი დროის

მიღმა მამას მივყავდი იქ წამებაზე

ვანძრევდი შენზე და სხვა ბინის სხვა

ტუალეტიდან მესმოდა ხარხარი—ჩემთვის ყოველთვის

გულის

ხმობდი იმ (ოღონდ არ ვგულისხმობ

როგორც მზე გადადის ცაზე) ხმა

როცა ორი ხაზი დაემთხვა—ძმა

ბორბლებს მატარებინებს სახელით  .  მძიმეა

 

ნახავ, დღეკვეთილი  (მინდოდა მეკითხა

რას ხედავ ახლა და

უკვე მეძინა

/მაგრამ თუ ზანგი აგრეთვე ანგელოზია

შენი სახელის, ფისშიხშული, სანერწყველი, როცა აპრილი

თავის ნაპირით ჭვარტლია ის ქვებს ყლაპავს ძილისპირას და

 

რომელიმეს უნდა სძულდეს ცხოვრება, ეს, ხშული

ქარის ქერქში / სხვაა ეს მეწამული ბაღი ნაზავ

არსების სასეირნებლად ნაყენის სახარშად    არ

ქონის წყაროში                                   ცხოველი ნიღაბი ხრჩოლავს

ქალის ქერქში შენი გულისთვის რომელიც ასევე მე

წამლულია მსუნთქავი გუბურა წითელი მწვანეში  / სიტყვა

 

იყო ცუგა ბიჭი რომელმაც იმაღამ დახშულ ქუჩაში

ენა მოაჭამა კაცს რომლის ნათქვამიც  არ მოეწონა

და გადმოაფურთხა / მარტო

ლამაზ ენებს ვყლაპავ

 

ჟემელო, ხარიპარია, ღვინო დავისხი უძლურებისგან

 

სკოლა მხოლოდ სევდა იყო და ჩვენ ფეხის წვერებზე

მიდამოვდიოდით ელიზაბეთური ტვირთით გულის

ყურებში

 

დაცლიდე ამ საკუჭნაო საძვალეს

შეცვლიდე ჩემს ქვაბულეგებას

ნავთობის მანდალა

მაგრამ არა უმეტეს არბავშვების და მკვდრების

ქარის ქროლას არ ეხმარებიან

ან ცალი წყლით ფეხში რათა ჰაერზე

იდგნენ, არ იდგნენ მიწაზე

როცა კვდებიან

.   ორი ფენა სახე ძირში (მონადირის

მცნება, ყოველი საქმის წინ მორიგი

სკამი მოსწიე ცოტათი ახლოს) სახეოლები,

ეს ქალთა ხორცის გზადაგზაობა (მხოლოდ

შელი მოკვდა 17ის

ცალი ფეხით წყალში

თბილისის ზაფხულში მეტრო ცოცხლდება

ამდენი უცხოვრების ოფლით ამდენი უტრფოდ

დაღვრილი ოფლით (არადა ოფლი

ვიცი მხოლოდ ტრფობა

ან არაფერი

და შენ ერთი ხარ, ასეთი – თითქმის ცოცხალი მხარეში

სადაც ცხოვრება ყოველთვის სხვაგან იყო

 

და მიხტა გული ცარიელ მანქანაზე

მაგრამ ცარიელი ფურცელი რაა არ ვიცი

ან ცხოვრება, სრული და მოცარიელებული

დაფა ცარიელი მომავალ შესაძლებლობათა ბადეებით

 

და ბადეებით, წნულებით

მოუვალი?, მაშ, მაგრამ თუ მჯერა მკვდრების

მომავალმიღმობა  .  ყვავილის ტუჩებიდან გამოდის მტვერი

 

ყურში  .  ცალი თავი ყვითელი და მწვანე – წყალში მანდალა

ოჩოფეხებზე – მეგობრები

სხვაგან უნდა იყვნენ მაგრამ მხოლოდ

აქ არიან, მხოლოდ

არსად

 

აბიკუ

nobodeady

ნათელნიშნები                      სულთაობისთვის

ცეცხლის წვეთები, თავწევნით სახისახებოდნენ

არსებად გარნიხსენებოდნენ (დები და ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობ, ერთ საწოლში ვწევართ, მე მასთან მინდა, მაგრამ მისი და მეფერება, მეტანება, მერე ვამჩნევ, ამავდროს მისი ჩემით გართული ხელის ცალი დის ფეხს როგორ ეფერება და მეც ცალით ვუერთ

დები) მუერტე, იყო პირველი

სიტყვა დე ლას ანიმას) გვირგვინარს ყვავილის, მეტისმეტი

გადაცმული მხედარი, ნორჩია ღამე და სავსე

უხილავებით (ზენ ყველა

ქვაბზე

აურორაკრული მომიხვედი, მრავალ

არსება მწვანე და ღია . . . სავსე, ფიტული, ტენილი—შენია

მთვარება და ნება შენი—ძალმთხვევა, ხარ, მალხვია

ძალტეხილი შემთხვევად, რომელია მაცნე

მრავალთვალება? შენი სერაფული დღენი ჩემი

სერაფული ზამთარი („არ ჩანან

არიან თვალები) ჩემი ზამთარი ცეცხლის

პირება, ჩემი პირის მომწველი კანი, რათა შორის

ეცეს აწ ჩრდილი?  არიან მეორეები, გული აღდგომილი, არის

კურნება და სახე შენი, მეწამული, პირველსახე, ქვეყანა/

კაცი  . ცხოვრება კიდევ ერთი სიზმრის

გარეშე, უკრი, შეხებაუსრული შენგან, ღრიალით

მომიდი და ბრალი მისი, ვისაც ღრიალი

არ გაუგია, ვინც არ იცის

შენი სახელი, ვინც არ

იცის ძრწოლა, გველთა სათრთოლებელი, როგორც ყოველთვის

სიმარტოვეს ვნატრობთ ჩემივე სურნელად

დამწვარი ფისის—ამ ეზო ხმებსაც

დაიტევს შენი დანახვა?  ტყუპებო!

ტყუპებო! არ არიან ნუ ეძახი—დედი სად არის

შენი სათამაშო, მალი        —რაბუნი (რა

სადარბაზოში მკითხე მნიშვნელობა ჩემი სახელ

დებების?  სახელცვლილებანი, აგგელოვნება, შენი

თვალდღენი, დღეკვდომანი, დღეზმანება თვალით

სავსენი—მსგავსად ყინულოვან მალახიმ-ს, მსგავსად

ქარის და მსახურების რომლებიც ალია, არის

აგრეთვე მალახობა ქმნილი ოდენ

თვალთაგან (ნათვალი

ანდაც, ფრთებისგან—ან ურმისთვალები, აქ

ყველა ფერი დათვლილია—რიცხვად მოგზაურ))

მოთოვა ღრიალკივით „არა ერთი

არამედ მრავალი სიკვდილი“—რომელ

უბნებში         . შევიდა სისხლი, გაულომრთელო, რა

ქალაქი ხარ, ნატვიფრო ქონო თავის ქალაში . . . როგორც მაცხოვარს, ამბობდნენ: ეს

                                                                    ქალა იხსნის, რომ ხეებს აყვავებს და მცენარეებს

                                                                                  ამოყრიდა მიწის თავზე . . . რაღამ, ზამთრი ჩეკია, წყლისაო, ალკუნო, წაიღე გონი „უნდა იცოდეს

ყვავილების ენა

თვალები მხოლოდ ნამცეცია ხილვითის

ანუ სავსე ხარ თვალებით, სულია ჩემი

ტალღება, სულება რატომაც, ერთღერო

იკვრი, ანუ ყველა, ისინი, ფერი და სახე, ხილული

ღმერთებია—მან იცის თავისი სახელის ჭირი ყველამ

სცადა წამვლაც და კურნებაც

წიგნს ეწერა დაო

ხარ უცხო ჩემი სახის ასე

სახელგრეხილშობილი

 

და სიძულვილი დედათა მიმართ

თუ სიცოცხლეზე სიკვდილი მოაქვთ

 

ამაოჩუენო

 

 

 

ლაშა ყელბერაშვილი

ამბოკარი

 

                                                                                          Pulvis et umbra sumus

მე შენში გავათავებ ამ ზღვას  –  ნურარა შეგეხოს  მდაბლის ან გვირგვინის ცხადების სიმწიფემ თუ დატოვა ერთი სიზმარი  მაინც უცხოვარი – გადაუდებელ წასვლათა ამბიონს რაც აბნევს ყვავილებს მას დაველოდოთ   –   უბიწოდ თუ მიწით მე შენში ჩავრგავ უფესვო მანქანებს   –  უცნაურ პრიზმაში ამდგარ ცხედრებს ხილვაში რომელსაც არასრულწლოვანი გოგონები ხედავენ  თელონიუსის ბეჭდიან თითებზე ხეებივით შრიალა სიმღერებს ჩიტების, ღულების სახე ვარ – ასე იტყოდა მისი ენა   მისი ტანის ქვენი  მისი სისხლი პირსაბანის ფოლგაში, კალიგრაფი მეტად ამ წვიმის ჩემს თმაზე  –  ნაკლებ, სავარაუდო ეს გათენება, ამ დროს ყოველთვის მეძავებით ივსება ქუჩა, ტარმაკის ყვავილი ღამით იშლება მხოლოდ როცა ზოგის წასვლა იწყება და ოთახებში გამოკეტილ ახალგაზრდა პოეტთა ოფლიანი ფურცლებიდან წვეთს მაცნის მთვარე – გიყვარდეს სიზმარი შენი და სიკვდილი შენი რეალობის დამუნჯებულ მაღვიძარათა მარშში   –   მე ქარონმორჩილი ვარ დაბარებულ წასვლათა სახე მცლელი ხატმონგრეული დაყუდებული ქალაქის კუთხეთა ყველაზე ბინძური ბინების საერთო ხილვებში – ცრუ გრძნეულება მომავალი სახე-ხატების – 1995 წლის მარტოობა და ანატომიური ანგელოზები ბაიკერების ტყავის ქურთუკებზე, ბორბლების წვის სუნი თითქოს ბებერი მე ვაკუებდე მთელი ქალაქის გასაგონად წითელი თვალებით და ძაღლური სიყვარულით – რადგან ცების ბალახები იტყვიან    ლამაზი ხარ   სიტყვით ლამაზი სინტაქსდაცვეთილი ენით მლოკავ როცა გკითხაობ თვალში   თვალით და შენ კი გეხურმები – მაშ, ამენ წასვლა – სიკვდილის ღმერთი – ამენ ორთავა წმინდა ფრაერი ოთახის კედელზე გაკრეჭილი – ამენ რაც ვიყავი ცოცხლად მტკვრის სანაპიროს რეგტაიმში საძულველთა ქორო ქორე დღეების ვისი სიზმარდილა ისე დაღამდება მომაკვდავის თვალები რომ ბავშვდებიან ვისი სიჯიუტეც არც ერთ ღმერთს არ ურწყევია  – ამბოკარი ეს ტანი – ამბოკარი ეს მიწა -ამბოკარი ეს მზე და უმცირესი ნაწილაკები  –  დაკარგულთა ვალსი ყოველხილვათა აწმყოს დერეფანში სადაც გხვდება სინოპელი მაწანწალა  ქურდების ღმერთი   პირველი ცდუნება ან არცოდნის ლამპარი და მოუსვენარი ლურჯტუჩება ნიმფების სიბრძნე მარად დაფარული,  [ხვალე ისეთი იქნება მთვარე მთვარე ვივლი და მხოლოდ გიჟები შემიყვარდება] –  რაც ჩვენი ზედაპირზე წანწალი ხვალე იქ სამყაროს უფსკრულში სუნთქვა  –  თითქოს სიკვდილი ეს მორცხვი ძილი გეპირება  ჯადო ქარივით პირველ ნაბიჯთა არასხეული, დაკარგულთა დაკარგულობა – ასე ყოველთვის გალეწილი ძვლების ხრაჭუნი ბოლთა ბოლთა მიღმიერ სანაპიროზე დანთებულ კოცონთა და ვიცი რასაც ჩურჩულებენ ეზოს მორჩენილი ბავშვები,  მათი სახლის ცაზე ღრუბლები რომ გასკდა ცხო  ველს  წვიმა  წყალი  გუბე  მათში მოტყნაურე სულები უკუნვნება მარად ულმობგზების – ქალი ცხადია ნიშნავს სიკვდილს და კერას   ორთაგან ყველას ემონოს ძე არავისი    –    ქრონომეტრაჟი  აღწერს მდებარეობას  ადამმა ჭამოს ცოლის ოთხივე ტუჩი  –

 

არც ერთი მხარი არ მიმიყრდნობს   არც ერთი ყური არ მომისმენს   არც ერთი თვალი არ მომიგებს

 

მტვერი და ვარსკვლავები მიმღერებენ სიმღერას

 

უთუოდ პირველს    უთუოდ მწუხარეს

 

უთუოდ    vayo’mer ‘Elohim, yehi ‘or vayehi ‘or

 

 

ნეკრონიმბუს

[ დაიწერა მრავალი ცის წინ

                                                                                                                                    გათენებამდე]

არაუმეტეს ფეაკების და გულთ მომფენების, არსს ვინც შეიტკბო

წარმავალთა და სარკოფაგთა ღამის კამათლებში რომ იზრდება სინათლე ფეხს ქვევით,

ზედ გამვლელთა და გამთელავთა / უყურა ღამეს, უყურა მთელს – რასაც საქმე არ აქვს ლოგოსთან, არამედ ცბიერ დრიადებთან და ვარსკლავთმრიცხველობასთან

არაუმეტეს ძვლების, ნიშნების, არა მზადობის ეს სიბრძნე რომელიც სულ ბავშვმა შევიცანი

და კრება  სულთმორცხვების საკურთხევლის სიღრმეში გაუმაძღრად რომ ვიპარავდით იესოს სისხლს, ამიტომაც ვარ მაძღარი მწამვლელი ქოშით,

იქედნე ყელს მაჭამს დაბადებით შემკული ეშვით, ასე, უმეტეს დროძილ ინკუბუს მე ალერსს დამრთავს ხატვის გასაგრძელებლად, ზუსტად ვინ იცის რას ემეტოს გულიც გამო

სალმებად, თვით მხილველად რომ გამხადა და მაწოვა თითი უშვერი, მოკუმული ტუჩ-ენა, დაძირული ტრფობა, სხვას არც არასდროს გავკარებივარ გარდა უშვერის, დამარხული ცხოველების ნაშთზე რამლი უყე ტანად სიზმარში, ამას გარდა

მახსენდებოდა რომ მისტერიაა რასაც ვცხოვრობთ, კიბე ორფეხა სკამის       უეცარ გათენებებში – აქვე – ცხადი ყომარი მზემთვარის სერაფიტულ ქალქმნილ სხეულში, საკუთარი ნეონების გარშემო და გამრავლება ექსპანსიურად ცრუ გოლიათების და ორგაზმის სკალპი კოშკების თავზე დღეჟამ უსასრულო აფეთქებებში,

ეპსილონ ღამის

ერთადერთი სიტყვა მდუმარებაა და მდუმარებაა სიტყვაც ჩვენი    მაშ ხმა ჩადგეს და დუმილი ამოვარდეს, ზარდასმა და ბოდვა რომელიც მომეცა მიწიდან, რომელიც ჩამარხულთა ხმაა და ცის რუდიმენტი გრაფიტი           ხელი ყულია  თვალები მცდომარე  ხმა შფოთი და იფიქრე რომელი მარტვილი ქალაქია რომელზეც დააბიჯებ, ვის ტანს დასეირნობ და ქუჩებში ჩურჩულს რომელს ეტანები,

მრავალი ქარია ვხვდები დრო როგორი გრიგალია,

რამდენ გზებს შეიცავს აქედან ყველაზე ბოლოჯერ ყელაზე უიღბლო ღრუბლებამდე                   სიუხვე ენის მკტნარი სიუხვეა       რაც ახლოსაა განიყოფა სიშორედ, ღამეო ამ წვდომის  შემიღამე   შენში და შენად შემიტყუპე    ორ სულ ნაპირთა შესართავად ორივეს მდინარედ

 

 

ღრუბლები წავიდნენ და დატოვეს მბჟუტავი ყინვები   ასევე ისინი ვინც წარმოსდგება მხეცთაგან და ისინი ვინც სიკვდილით ქალწულნი არიან და არის ჟამი ღამისა როცა მხეცს ესმის მხეცი და მათ შორის მანძილი ტრანსი და მოჩვენებებია, ლაზარეს ტომიდან საშოებრ წავლენილი, მათი გული ლერწმისა და სიცოცხლეში ხეინად სავლელი     →   სიკვდილში ვინ არხეინობს   ხმა ამ შიშველი ღამეების ჰიმნის აკრობატიკა, რომ აბსურდის სისუფთავეც იმაშია რომ ის არასდროს ცდება      ხოლო ქალწულთაგან ღმერთამდელი პეიზაჟებია გასავალი, დგას რა ხე ყველგან, თუმცა ეს სხვა ხეა, სახეა ან ძღვნა იმ ანტიკური ჰარმონიისა ჯუჯა კანში რომ დაძვრება და ფხეკა მისი გულიდან ქუცმაცი ჭორებია უკვდავებაზე,

                                  მე ეს მომეცა როგორც უსრული ან შემუსრული, მჯდომარე ან მხვრელი

 მე მოვედი და რატომ არ ჩადიან დასრულ-ნი      იქნებ ძილში ვწერდი დილის ღამეკაბას           კაბალას    ძილთაგან ყველაზე მზეში, ბინდის მცხუნვარებაში, ან თუნდაც ის ფაქტი რომ გზა ვერასდროს გვეყო და ვეფხვების გუნდმა დაგვასკლინტა ან  სულ დასვენება და გახდა, პირველ ყოფილ სეჰმეტ         რაც ზმანებაა და არასდროს მოგვეცა ლუკმა ლოცვადაც

  პირამდე პირუკუ, ფეხი მოვიდა აქამდე ყველა, ფეხით მოვედი მეც            რა უნარია – ეს ხმები აღნიშნავენ გათენებას – ეს უნარები, რომ მოიმკა რაც არ გითესია, შეეხო იმას რაც არ არსებობს. სიზმრისპირული – ღამე წმინდაა და საშინელი, მას საკუთარი ენა აქვს, საკუთარი სხეული, მექანიზმი  რომლითაც ის მეტყველებს ჩემს კანზე, მექანიზმი რომლითაც ის მეხება ჩემს კანზე ლურჯად მოიკლაკნება ფანჯრის ერთადერთი ღრიჭოდან ჯერ ჩემს ცერა თითზე, შემდეგ უფრო მაღლა და როცა ქარწულთა ფათერაკები დასრულდება და მაქციათა დრო მოიწევს გულამდე ამოვა და დამამთავრებს. ღამე წმინდაა და საშინელი. ის დაუმთავრებელ ადამიანებს შეიცავს, დაუმთავრებელ აჯანყებებს, ბელზებელის ფრუტუნა საყვირი, ახლაც, ღამეა ჩემში თუ მე ვარ ღამეში, მე გამალებით ვუმტკიცებ ყელს რომ არაფერი დაიტოვოს და ამოხეთქოს წყალივით, რომელიც წესისამებრ ციურის ანარეკლია და როცა ქვევითაც მიედინება ის, რაც ზევით, მაშინ ჩვენი გზები  სულ ერთი, კვლავ დრო, და ახლა არაფერს ვიტყვი იმათზე ვისაც ჩაუხედავს და მაინც ემუდარა ბნელს, მაინც ემდუმარა არქტიკული ფერიების სასმელს და სიმღერებს.

იქნებ ახლა მორბენალ ლიანდაგებზე უნდა ვიდგე და სამხრეთისკენ მივდიოდე, უდიდესი ბუდე ტაძრების სამარხებში საქექად, ან მობარბაცე სახლების კულტში და შიშელი ტყეების ავხორცი ფატალიზმი იდიოტ, თუმცა საუკუნის ულაღეს ადამიანებთან ერთად, მოცეკვავე მუშების ღვინო და აღმოსავლეთის დიონისური ბაღები და ქარაგმული ღიმილი უცნობი გოგონების ვესტიბულიდან, ან ვნატრობდე ღმერთების პეიოტს რადგან მცირეა მათი სიხარული და უმცირესი სიამოვნება.

შენ სელენ მე ენდიმიონ           აჰა, და გაძლევ ამ მწუხარებას რადგან ვკითხულობ სიტყვებს და მათ მიღმა მაგია რომ ყვავდებიან ღამეში ვარსკვლავები, ვკითხულობ ღამეს და მისი ვულვის ნაპერწკლები მტკვარია, ტალღების მთვარეს ვუერთებ ჩემს სხეულს, შევდივარ მასში და ვხვდები მხოლოდ ამომავალი წაბილწავს შორის სულს, ხიდზე რომ ხელი ჩამჭიდა დამალულმა დემონმა და ავტირდი მაშინ, და ვტიროდი და მახსენდებოდა ჩვენდამი ამ დადგმის აჩრდილები და როგორ მივატოვე დილის მარცვლებში სიტყვები რომელთა სახელდებაც არ მახსოვდა თუმცა შინაარსები ენის წვერზე იწვოდნენ. ციდან ათესლებენ ღმერთები, მე პანს, რომ ვითვლი ვარსკვლავებს და სწორედ ესაა ახალი ნება, ნებულა რომ ვარ ყველაზე დიდი პლანეტის ნიშნის ქვეშ ოდეს

მთვრალი შოკოლადით და ენისამებრ კალკი დაუბადებელ სხეულად,

მაშ ჭინკობის თვეა, ცეცხლით მახვილი და მჟავამან წვიმად, თავზე გვირგვინად წესისამებრ მოფენილი,

გადიან ამ გზას მოქცევამდე უფრო შორს და პირშავად დაკარგულები, ზაჰიელ მამზადებს ზეცა და მტვერი, მესარკე მუდამ, მესარამზიდე,  მარდუკამდე ორიოდ მთვარეა დარჩენილი.

იანუადა

ღია იყავ

ეგრე ცა ქვეყანასა ქვედა

ხოლო როცა

კატების ღამეა და უკუმნათი

განა ალქაჯების ფრენის ხმა არ მოაქვს ცეცხლიდან  გადამსკდარ  ციცინათელებს

მე ვმღერი ამ გაუგებრობას

და ვმღერი სიკვდილს

ფრანებზე შებმულ თანატოსის ბაცილებს.  O lacryma  მოდენილი ყოველვნება, ფარს ნატურ კანზე მესისხლება ამაწამს ცრემლი, დაისის ცვილით ვიღებავდი წვერს უფრორე   ნეტარ არიან თვალმძიმენი, რამეთუ ვერ იყურეს         გულმეცნავ სახედ მიითვალა მთვარეც,

შორი ახლოა ბორცებიდან მოდენილი კუდიანები, მათი ალპური მედიდურობის მუშტუკს უკიდებენ ვარსკვლავები გადამწვარ ღელეს

თვალ და თვალ  მწყურის აგრერიგად გრძნებლად სიცოცხლე   Sitio  (და როგორც იმ პირველთაგან ვიცით პირველი ყლუპი სისხლი ყოველთვის სლოკინია

ხვალისას ვიტყვი გუშინ და ცების უსასრულობაში დაიკვლება

ჩემი გზის წითელი ბატკანი,

უთვალავ უთვალოთ დაიჭერს მტვერი      სად სახეს მხარე ირჩევს      სმად მოველ

იმ დროში სადაც თქმა და მღერა საერთო

მედარდა თითქოს რომელ დიას მეჩქარა შვება    –

სინამდვილეში ეს მოძრაობები დგომაა, რაც სხვა ლექსის მცდარობაში ვწერე, თუკი არის სადმე გზად დაყუდებული სულ ყველა ვარკსვლავების გამო

ვარსკვლავების ბრალია და სტიქომანტიის       ] | [         გორდება წყვილი კოჭი, მაგრამ ისინი ცებისწერას არ ეხმარებიან, არამედ მიწას,

გრძნეულებაა რასაც ჩავდივართ       ორმეულება  SoLuna

კალამბურებით იტყვიან შენ რასაც ცხოვრობ რადგან არავინ არავის მოწმობს გარდა მკვდრების, გარდა ცვლილების

იმათ ნახატებში რომელთა ხმამაც მიაღწია სკამიანთა სახლებში ხოლო ძირს მეფეხთულეთ ლურჯი მთვარე დააქვთ სიზმრად და ოკეანე ელევათ ენის ცრემლებში

მათ კანზე ადიოდა მათივე გემო ღამის

ოქროსფერი ვაშლები.

მარტის იდები

სიმღერები სადაც მდუმარების ხმაურია

შენი ფიქრის

ფსილოციბინი თუ გეტყვის გარეულ ბილიკს

შენ ახლიდან უნდა წაიკითხო ლექსები

ყველა პორტთან ჩამომდგარ გემს აქვს დამალული საქონელი –

შენ ხომ იცი როგორ გა/კვირდება ზეცას მოწყვეტილი ბომბები, როცა ლეშთა შემნახველებს კატა უსხამს წყალს საფირონის ლარნაკით

Viva la Muerte

Viva la Muerte

ჰ ი მ ნ ნ ი

როგორც ერთი მკვდართაგანი იტყოდა

მარად არსაით ჩემს გულთან  ახლოს ვინც მოვიდეს

პირში ნელ-თბილ და ყველას სათითაოდ ფავურთხებ,

უცვლელად დარჩეს არდარჩენის უკუღმერთობა.

 

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
200