პოეზია

ჯუდი ლი – პარალელური პოეზია (ორი სიზმარი)

სიზმარი 3, 14159265358979323846

საგამოფენოდ გამზადებული პავილიონი

ჯიუტად გელის. აჰა, მოხვედი

გაუბედავად ასავსავებ ფრთადაჭრილ მკლავებს

მოგაქვს დუმილი სხვადასხვა ზომის 

და გროტესკული ჩარჩოებით კედლებზე კიდებ.

ჩემი ხმაურის ოპონენტებიეს დიდპატარა სიჩუმეები

კედლებზე მწვანე ჩრდილებს იჩენენ.

/პერიფერიულ ყურადღებას ნუ მოადუნებ

 გაამახვილე სიტყვები ფერზე

 ამ მწვანე ჩრდილებს თან დაყვება გრადაციები 

            რომლებშიც ზოგჯერ თავს ავლენს შავი/

მერე შენ იწყებ ვარსკვლავების ციდან ჩამოხსნას

დაგრეხ ნაზ ძაფად, კემსავ რბილ პლედებს

რომლებიც გვეგო სხეულქვეშ ტყეში:

ხეთა ქერქებში ჩავდინდებოდით

და მოდიოდა, ჟონავდა, წვეთდა 

ვერდატეული სიყვარული, ჩვენი, ქერქიდან

/პერიფერიულ ყურადღებას ნუ დაასუსტებ

მწვანე მუქდება, სქელდება, ლპება

მწვანე ბინდდება, ბნელდება, ერწყმის

             ინტენსიურ შავს/

დგახარ და უსმენ საკუთარი დუმილის ექოს

აღარ კანკალებ, წვიმა ტანიდან ვნებასავით ჩამოგეწურა

პავილიონში მხოლოდ შენ ხარ, ირწევი ცენტრში

და დაკემსილი პლედით იხვევ მხრებზე ჭრილობებს

არავინ მოვა, ზუსტად იცი, არავინ გნახავს 

მწვანედაღუპულ ოცნებებში შავით ავსებულს!

/ტბის სანაპიროს სიმღერები* შებინდებისას 

მზედ ამოდიან თაროებიდან, ხოცავენ უკუნს

და რობერტ კელის მზერასავით გამჭოლია 

             მათი სინათლე!/

 

* ტბის სანაპიროს სიმღერები”  – დათო ბარბაქაძის პოეტური კრებული. გამომცემლობა პოეზია. თბილისი 2018

 

სიზმარი 3, 141592653589793238462

                                                         ახალგაზრდა პოეტს მემკვიდრეობად ტრადიციისგან გათავისუფლების ტრადიცია ეძლევა. ესაა მისი საიდუმლო, მისი თავზარი, მისი მოვალეობა, მისი საფრთხე. (…) ახალგაზრდა პოეტი პოეზიის ყველა საჭირო (ანუ შესაძლებელ) წარსულს ქმნის

                                                                                     რობერტ კელი 

                                                 (ქართული თარგმანის ავტორი: ირაკლი ყოლბაია)

ჩემი რომელი წარსული რომელი ფრთებით რა სისწრაფით გამომეკიდა

ქვესკნელიდან ამოხეთქილი საფოსტო ბარათებივით 

შემაშფოთებელია აზრი, რობერტ კელ!

სქელწვერა ფანქარი, იასამნისყვავილისფერი

დასდევს შენს სიტყვებს 

და მაფრთხობს შენიფატალური მხოლობითი

ჩემი ერთერთი წარსულის სახე

თუმცა ის მოდის, ამოძრავებს ძარღვიან ენას

მესვრის მჭრელ სიტყვებს რათა მისგან გავთავისუფლდე.

უნდა შევწირო ჩემი ხორცი, სისხლი უნდა ვიდინო სიტყვად

ამოვანთხიო რა ბალღამმაც მოიცვა ფიქრი

რა სიცრუეც შენგან ვიხილე, რაც ვაღიარე

ცრუმევიპოვე, მოვიხელთე, აღმოვაჩინე!

არა წარსული. წარსულები

რატომ, რობერტ კელ, უფრო მამაცი არ აღმოვჩნდი,

რატომ ვისიზმრე 

მზიურ თესლსა და შენამდე მოსვლას 

შორის სხვა წიგნი.

მე ზღვა ვიყავი და გადმოვთევზე გემზე სიცოცხლე

მე მზე ვიყავი დავისადგურე ცაზე უკუნი

ცეცხლი ვიყავი და ცეცხლზე უფრო წვა გავხდი. ფერფლი

თან დამაქვს ჰიპოთალამუსის ბირთვებით, მფენი

უცხო ნათელის

მაგრამ მოვედი და კიდევ ბევრი წარსული მიხმობს

კარი! რობერტ კელ!

 

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
55