პოეზია

ირაკლი ყოლბაია

ABLUTIO

. . . ქარში
სამყაროს
ოთხივე მხრიდან
(და რაც სველია . . .)
აღმოსავლეთით
მარმეწამული
ფიქრი აგია
და დრო გადის მის
გატრუნულ ბეწვზე

(ხუთი და სამი,
ასეთია მაშ
ჩემი საზომი
ცეკვის სათვალი)

(მერკური ხეში
ეწერე სადღა
– რას ეფარები –
თითქოს ცხოვრებას
ვფარავდე
ცხოვრებას,

ალმასი
ჭაში წყლის
თვალია

ან რატომ ვჩანვარ
რად ვჩანვარ სულაც
შენს თვალში
რას ვპარავ დღეებს
შენს თვალში
დაგეფინები
ეთერის ბა’ლ, იშ

ათთან ორ
ის რწყმა
შენთან, სილაში

– შენ გაიგებ რას
გამოვიგონებ
სამყარო სავსე
(მზესუმზირები)
მის ნაყვითლ თვალში
შენს ყვითელ ზარის
ცემაში
ღამეო გულის)

ჩამოაწვიმა
დილის მაგიდას,
და დასავლეთით
აგია შენი
ფიქრის ლაჟვარდი
– ოქროს სამეფო,
შემდეგ მწვანდება,
ზამთარო,
სამყარო
გულისცემაში
მის მკერდში –
დაუბადებო,
შენ მოუტანდი
მწვანე ქარს ამ ხარს
და უშვი ცაზე
კურდღელი მთვარის
ქვეშ რქებით
წითელი –
ხარიპარია . . .

(გონება მხოლოდ
თითითვლის
და არ მიდიხარ
არასდროს
ან მის გან
– ენა ცოცხალი
ხე მკვდარი –
ან როგორ იყო?
ქვა ხე კაც
ან სხვა რამ სახე
კითხვის ნიშანი
არესმის მთელ რიგ
სპერმულ დერეფნებს
აქედან
თავ გვირგვინამდე
აქედნის
გვირგვინობამდე)

რომ გამომიღე
სადგომი
შენს მკერდში
სადაც გიზგიზებს
სალბუნი:
ვინც გული გახსნას
განწმინდოს გული
სიბინძურისგან
მას გაეღება
მისი სამეფო,
მით სალბუნება
მათი ჩამოსვლა
ჟამ-ვარსკვლავებში –

სხვა ჟამი არა,
მატარებელში –
რა ლექსზე გძინავს,
რას ხედავ სიზმრად

გულის უშველი
ადგილი
ცახეში
ქალმა მიხმოს სად
გავყვები

(არსად – მე . . .)

ქალმა მიხმოს სად
აგია შენი
ხე მკვდარი
მეფისთვის
იქ ჩემით
ნაგულისხმები
წყალი დის
კუნძულებიდან
(მითხარი რას ხე-
ძველი თამაში
თოვლის გზა ლექსად)

შენ მოკალი ძმა?
შვილები აბელ
კაენის
ქალაქი
პირველი იყო
სადაც გაკიდეს
ხმაურის
ბაწრები
შუქის ჭოკები
წყალმა იდინა

უნუგეშელო
შავნაღვლიანო
სისხლო ნუ ხარ ნუ
– უწერი სიტყვა
უთქმადი ნეტა
ბროლით ვხატავდე

და ფარდა ალმად
გადმოდებული
მუცელი ჩრდილში
მახილვე ერთხელ
კურდღელი
მთვარეში
და ყველაფერი
დაფარულია

– ბურანი,
სიზმარი –

ორმოცდაოთხი
ნაჭერი
მეფისთვის

მორჩა სამეფო
მკერდის სადგომში

ტვიფრე სიმღერა
ჩემს ყველა გულზე

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
85