პოეზია

ფერნანდო პესოა

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ცხვრების მწყემსი

1

ცხვრები არასდროს მიმწყსია
მაგრამ ისეა, თითქოს მიმწყსია.
ჩემი სული მწყემსივითაა,
ქარს და მზეს იცნობს,
და ხელჩაკიდებული, თვალდაჭყეტილი
სდევს წელიწადის დროებს,
უკაცო ბუნების მთელი სიჩუმე
უმალ გვერდით ჩამომიჯდება.
მაგრამ მწუხარე ვარ, როგორც მზის ჩასვლაა
მწუხარე ჩვენს წარმოსახვაში
ველის ძირას როცა აცივდება
და განვიცდით ღამის, როგორც პეპლისას,
ფანჯრით, შემოსვლას.

მაგრამ ჩემი სევდა ნუგეშია
რადგან ალალია და ბუნებრივი
და არის ის, რაც უნდა იდგეს სულში
როცა ის ფიქრობს, რომ არსებობს
ხოლო ხელები ყვავილებს კრეფენ
მისუნებურად.

როგორც ცხვრების ზანზალაკები
გზის ღუნის მიღმა,
კმაყოფილია ჩემი ფიქრობა.
მაწუხებს, მხოლოდ, რომ ვიცი მათი კმაყოფილება,
რადგან, რომ, დავუშვათ, არ ვიცოდე,
კმაყოფილობის და მწუხარეობის ნაცვლად,
ჩემი ფიქრები იქნებოდნენ მხიარულები და კმაყოფილები.

ფიქრი აბრკოლებს, მსგავსად წვიმაში სიარულისა
როცა ქარი ასივდება და ვითომდა მეტად წვიმდეს.

არც სწრაფვები, არც სურვილები გამაჩნია.
პოეტობა ჩემი სწრაფვა როდია,
მარტო ყოფნის ჩემი ხერხია.

და ხანდისხან თუ მესურვება,
წარმოსასახად, ვიყო ბატკანი
(ან სულაც ფარა სრული
მთელ ფერდობს რომ მიმოვეფანტო
მრავალ მხიარულ რამედ ერთდროულად),
მხოლოდ იმიტომ, რომ ვგრძნობ, რას ვწერ, როცა მზე ჩადის,
ან როცა, შუქზე ხელჩამოფარებული, ჩაივლის ღრუბელი
და მდუმარება დაუვლის ბალახს.

ლექსების საწერად რომ ჩამოვჯდები
ან დავუყვები გზებს და ბილიკებს
ვწერ ლექსებს ქაღალდზე, ჩემს ფიქრებში რომ არსებობს მხოლოდ,
ხელში სხალტს ვგრძნობ
და ვლანდავ ჩემსავე მოყვანილობას
ბორცვის კენწეროზე,
ჩემს ფარას თვალვმდეგობ და ჩემს აზრებს ვხედავ,
ან ჩემს აზრებს თვალვმდეგობ და ჩემს ფარას ვხედავ,
და დუნედ ვიღიმი, როგორც ის, ვისაც არ ესმის, რა თქვეს
და თავი მოაქვს, თითქოს ესმოდეს.

სალამი ყველას, ვინც წამიკითხავს
მომიხდია დიდი ჩაჩი
ჩემს ჭიშკართან რომ მხედავენ
ეტლი ბორცვზე რომ შედგება.
ვესალმები და მზეს ვუსურვებ,
და წვიმას, როცა წვიმაა საჭირო,
და რომ იყოს მათ სახლებში
ერთი ღია ფანჯრის ძირას
ერთი ნაყვარები სკამი
ზედ რომ დასხდნენ, ჩემი ლექსები იკითხონ.
და ჩემი ლექსების კითხვისას იფიქრონ
რომ ვარ რაღაც ბუნებრივი –

ვთქვათ, ძველი ხე
რომლის ჩრდილშიც, ბავშვობაში,
დაებრეხვნენ, თამაშისგან დაღლილები
და მოიწმინდეს ოფლი მხურვალე შუბლიდან
ზოლიანი წინსაფრის სახელოთი.

 

მაგნიფიკატ

როდის გაივლის ეს შიდა ამაღამ, სამყარო ეს,
და მე, სულს ჩემსას, მექნება ჩემი დღე?
როდის იქნება, ღვიძილისგან გამოვიღვიძებ?
არ ვიცი. მზე ანათებს მაღლით,
შესახედად შეუძლებელი.
ვარსკვლავები ცივად პაჭუნობენ,
დასათვლელად შეუძლებელი.
გული ძგერს უცნაურად,
შესასმენად შეუძლებელი.
როდის იქნება, მორჩება ეს დრამა უთეატროდ,
თუ ეს თეატრი უდრამოდ,
და შინ გავეშურები?
სად? როგორ? როდის?
კატაო, რომ მიმზერ ცხოვრების თვალებით, ვინ სუფევს მაგ წიაღში?
ის არის! ის არის!
მზეს უბრძანებს, როგორც ისუ, შედგეს და მე გავიღვიძებ;
და, მაშ, დღე იდგება.
იღიმე, მცონარეო, სულო ჩემო!
იღიმე, სულო ჩემო: დადგება დღე!
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
69