პოეზია

ანი სირაძე

მე ანი

მე ჰაე

ოლსონის გამოცხადება ღმერთთან

ის დგას ჯოჯოხეთის კარიბჭესთან სავსე ჭაღარით

და ტევრის სიჩუმით

-რა გაქვს ჩემთვის?? რა მომიტანე?

მძღნერი და ყვავილები, – პასუხობს ოლსონი

მძღნერი და ყვავილები, – იმეორებს ღმერთი

და არხეინად მოცურავე ქვირითებს ჭყლეტს თვალის კაკალში

მე ანი

მე ჰაე

უხალისოდ ხსნის სკნელებს ოკულტის მზერით და იქვე ხურავს

არის ზღვა ურჩხულ ასულთა მფარველი

რომლის ანარეკლში საგნები საგნებს ეწებებიან

  და არის მზე

ქალის საშოში არხი, სავსე მოოქროვილი მდელოებით

ჯოჯოხეთის ყველა შრე ფანტასმაგორიულ მაგმაში წევს

და განაგრძობს ღამის მცველებით თავის გამოკვებას

ეს სიზმარია?

ჰალუცინაცია?

ღმერთი სიზმრის ნარწყევში ფართხალებს

მარტოსულთა ხვედრი ებჯინებოდე საკუთარი ცნობიერების წიაღს

მხოლოდ მას

<<და ყოველი ჩადენილი აქციე შენს სამსხვერპლო ძღვენად

და ყოველი გული მომიტანე როგორც საკურთხი>>

ფრთხილად იმეორებს სანამ დავიწყების ნაკადი შეიკედლებს

სიყვარული არის ჯამი, ნაკლული ბარძიმი

და აივსე პირი რძით მისი გამაგრებული ჭურჭლიდან

ვისი წვეთებიც ბადებენ ჭაობის არსებებს

ცეცხლის კაცებსა და ლერნეს გველეშაპებს

საჭურისია მთვარე და ბრმა

თუ ვერ ხედავს შენს ღამის ასლებს

 მიტოვებულ პლანეტებზე გაცრილთ ხელოვნურ ნათებაში

და კაცი ვირის თავით მოვიდა რომ ვყვარებოდი

მოვიდა შეხებისთვის

შეხება როგორც ჭვრეტა ვარსკვლავური სანათით

გამომიგონა თავის ბნელ, იდუმალ გამოქვაბულში

სადაც ყველა სხივი როგორც კი აღწევს კედელს, იქვე კვდება

მარცხდება

მის სიტყვებში ჩემი სამარხი ვიპოვე

როგორც თმებში უნებლიედ ჩამპალი ყვავილი

ახლა სადღაც მძვინვარების და ნეტარების შუაგულში
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
70