ჰანთერ ჰანთ-ჰენდრიქსი

ტექსტიდან: „ტრანსცედენტალური ბლექ მეტალი: ხედვა აპოკალიპტიკური ჰუმანიზმისთვის“ (2010).

თარგმანი: ს.კ.

პროლეგომენა

 

შესაძლებელია, შემოგთავაზოთ ახალი მნიშვნელობა ბლექ მეტალისთვის და ტექნიკის ახალი საშუალებები ამ მნიშვნელობის გასააქტივირებლად. ტრანსცედენტალური ბლექ მეტალის მნიშვნელობა აფირმაციაა და ამის მისაღწევი ახალი ტექნიკა – ბარსბიტი*.

ძალაუფლებისკენ სწრაფვა ორ ეტაპიანია. პირველს შეიძლება ვუწოდოთ ფორტიფიკაცია; პარადიგმის შექმნა ან წესების დადგენა და შემდეგ პოტენციალის შესწავლა, რომელიც მოიცავს ამგვარ შეზღუდვებს. მეორე ეტაპი შეიძლება აღიწეროს, როგორც შეწირვა; თვითგანადგურება, თვითგადარჩენა, როცა თავდაპირველი წესები სრულად შეგუებული და დაკმაყოფილებული, და ამავდროულად დასახიჩრებულია. ისინი გარდაიქმნებიან რაღაც ახლის და უპრეცედენტოს საფუძვლად.

ტრანსცედენტალური ბლექ მეტალი არის ბლექ მეტალი შეწირვის მუდმივი რეჟიმიდან. ესაა წმენდა დამატებითი განუსაზღვრელი მახასიათებლებისგან და  ბლექ მეტალის არსის განახლებული კვლევა. და არის მზის, ჰიპერტროფიის, გაბედულების, სასრულის და უკანასკნელის. ის ჟღერს, როგორც აფირმაცია და ჟღერდება ბარსბიტით.

ბლექ მეტალს, რომელიც ფორტიფიკაციის რეჟიმში სკანდინავიაში დაიბადა, შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერბორეული ბლექ მეტალი. ჰიპერბორეული ბლექ მეტალი არის მთვარის, ატროფიის,  ამორალურობის, უსასრულობის და სუფთის. მისი დაბადების სიმბოლო მკვდრის სიკვდილია. რაც ჟღერს, როგორც ნიჰილიზმი და ჟღერდება ბლასბიტით*.

დღესდღეობით აშშ-ის ბლექ მეტალი ჰიპერბორეული ბლექ მეტალის ჩრდილშია. ახლა ევროპული ტრადიციისგან გადამწყვეტი შესვენების და ნამდვილი ამერიკული ბლექ მეტალის გაკეთების დროა. უმჯობესი იქნებოდა, ვამბობდეთ “ამერიკული”, “აშშ”-ის ნაცვლად; აშშ-ის იმპერია იშლება, და ამერიკა მარადიული იდეალია, რომელიც ადამიანის ღირსებას, ჰიბრიდაციას და შემოქმედებით ევოლუციას წარმოადგენს.

„რენიჰილაციის“** აქტი ღალატია ჰიპერბორეული ბლექ მეტალისთვის და ტრანსცედენტალური ბლექ მეტალის აფირმაციაა. ამავდროულად, ის არის კონსტრუქცია აპოკალიპტიკური ჰუმანიზმისთვის, რაც შეიძლება აღიწეროს, როგორც ესთეტიკა.

თუმცა ამგვარი კითხვა ტრანსცედენტალური ბლექ მეტალისთვის მხოლოდ აისბერგის წვერია, რომელშიც დაფარულია ახალი ურთიერთობა ხელოვნებას, პოლიტიკას, ეთიკას და რელიგიას შორის.

 

*ბლასბიტი (Blast Beat) დრამის რიტმია, რომელიც წარმოიშვა ჰარდკორ პანკსა და გრაინდკორში და ასოცირდება ექსტრემალურ მეტალთან, ძირითადად, ბლექ – და დეს მეტალთან და მეტალკორთან. ამ რიტმის  სახეობაა ბარსბიტი (Burst Beat), რომელიც შემუშავდა და გაჟღერდა ამერიკული ბლექ მეტალ ბენდის, Liturgy-ს მიერ.

**Renihilation – Liturgy-ს პირველი (2009 წ.) ალბომი.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
99