თამარ შუკაკიძე

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი

***

ჩემს ქარში ვიდექი
არასოდეს მიცვლია ფეხი
შიგნიდან უდაბნო მჭამდა
გარედან უშენობა
როცა თვალით შენს წასვლას ვიჩრდილავდი
თითქოს მზე მერე აღარასოდეს მეხილოს
და მარადიულ უკასვლაში წავედი
დავტოვე ჩემი შესაქმის წიგნი
და ქარში დავდექი
წყალი რეცხავდა შენს სიყვარულს და მონატრებას
რასაც მიყურებ ეს მე არ ვარ
ჩემი ქარიდან ფეხი არ მიცვლია,
ზურგი არ მიქცევია მარტოობისთვის
ის პირდაპირ სახეში მახლიდა ტალღებს
შიგნიდან უდაბნო მჭამდა
გარედან უშენობა

***

ჩემი ყოველი სიტყვა Წყალია
სადაც საკუთარ ანარეკლს მივშტერებივარ
და არაფერი ვიცი მასზე
ტივტივებს ლანდი ქარში იბნევა
უკიდეგანო მარტოობის ქარში იბნევა
და ერთადერთი მისი სურვილი – ადამიანი
იპოვოს შეხვდეს გაუზიაროს
სევდის ღრმა ველი რომელზეც დადის
და რომელსაც ქვია ცხოვრება
იპოვოს ვინმე მისი მსგავსი ვინც ყურს დაუგდებს მის ჩურჩულს
და მერე თუნდაც გაქრეს დაიფლოს
ოკეანის გულში ჩავყვინთოს
ოღონდ იპოვოს დაინახოს –
ადამიანია. აზრი. იდეა
წყალია ჩემი ყოველი სიტყვა,
რომელშიც მე თავად ვიხრჩობი და
თუ ვინმეა აღმოსავლეთით
ხმა გამაგონოს დავინახო რომ
სადღაც სრულდება მარტოობის ფსკერი
სადღაც იწყება ნათელი
***
ეს არ იყო შენი როლი თავიდანვე
ვიღაც სხვას ეკუთვნოდა და შენ შემთხვევით მოხვდი იმ კაბაში
შემთხვევით გაყავი მკლავი და ტანზე მჭიდროდ შემოგეკრო
და დიდხანს დიდხანს იგლეჯდი კანს
Და შენი სისხლით ივსებოდა ლოგინი
Შენს რომელ ცხოვრებაში იყავი ნამდვილი
იქნებ ყველა ერთმანეთზე ნამდვილი იყო
და ყველა მათგანში ის ერთი კაცი გიყვარდა
და ისიც ყველა ცხოვრებაში გარბოდა სადღაც
შენგან საკუთარი თავისგან ადიდებული მდინარისგან ხალხით სავსე ქუჩისგან
და შენც ყველა ცხოვრებაში მშვიდი იყავი
მშვიდი საკუთარ სიყვარულში როგორც არასდროს
მშვიდად იგლეჯდი კანიდან სიტყვებს განათების შუქზე იღიმოდი
და ვერასოდეს გაუშვი ხელი ვერავის
ყველას გულში იკრავდი და სხვანაირად არ შეგეძლო
ან რანაირად როცა თავად იყავი წონასწორობი ღერძი
სამყაროსთან
Სადაც შენი უჩვეულო სიყვარული იბადებოდა
და მარადისობის შუქში იდექი
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
337