პოეზია

სკა ინდიგოთი

ოთახი

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
I

რაც არის ხსნადი ან გამწოვი
გამოიმუშავებს კვდომის კეთილ ნებას
ვიკვლევდი მიგრაციულ ფონს სიზმრებს და სიტყვებს შორის
ხმა რომელიც გაისმოდა ჩემს ოთახში
მზრდიდა მცენარეების ირგვლივ
როცა დორტმუნდისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი
მიკრობული ძილით და სიფხიზლით
თმები როგორც სარეველები
იისფერი ჰელიოტროპი
ველურად მზარდ ხელებში
მიწისკენ
და წრებრუნვაში
მე ვუსმენდი ანა ვარნეის
ისევე როგორც ის საკუთარ სქესს
და ვიღებდი დილას
როგორც ჰერმეტისტულ შეტყობინებას

II
მტვერი რომელიც წყალში იძირება
გრაფიკული სიზმრების აგებისას
ამარილისების ჰერბარიუმში
როცა ჩარლზი ხატავდა
მე მქონდა ძალა და ვიყავი ბევრი ღია ციხეში
თუ დაკეტილ სკვერში
ახალი შემზარავი სოფლის
სადაც ერთხელ შევუერთდი ჭიანჭველების ჯგუფის
სუპერორგანიზმს
ჩვენი კოლონიის განსავითარებლად
ეს ნიშნავდა საკუთარი ფეხსაცმლის ძირზე გამაგრებას
რომელსაც ეცხო რაღაც ახალი
შესაძლოა ტკბილიც
რომელიც ეგდო ჩემს ოთახში
III
მშვენიერია იყო მცდარი
ის ამბობდა
ჩვენ ვიყიდებით რობოტო
და ასე ვიქმნებით
ფალსიფიცირებულ გამონაბოლქვებად
ამბობდა და ედევნებოდა მთვარის ჩრდილს
მცოცავს მის სიზმრებში
ხელებში დრო სამოქალაქო მოხმარებისთვის
პირში სიტყვები
და ორი თითი მათ წამოსაცდენად
შენი კოორდინირებული სახე
სამ ქალს ელოდება
ისინი მასუნთქებენ ქამენიას შორეული ბავშვობიდან
მზის ამოსვლის ხმაზე
ამ ოთახში
რომელიც გარს მეკვრის და იქმნება
IV
სანამ ალკალოიდები ზემოქმედებენ
და დილაში იხსნებიან
სიტყვები
როგორც გვერდითი მოვლენები
მოითხოვენ სიზმრების გადახედვას
ან ინექციას
ნეირონული ქსელიდან
რომელიც შეადგინეს უმაღლეს მცენარეთა რხევებმა ქარებში
წარმოსადგენი სანახაობა ოთახიდან
აღმოსავლეთის ქვეყნების
საძილე ქალაქების
საგანგებო მექანიზმებში კავშირების გასაბმელად
სანაცვლოდ
ისინი კვლავ გაისმებიან
ითქმებიან
და აღიქმებიან
V

ის ვინც არ ითხოვს ღვინოს და პურს
და ხორცს
სისხლისგან იცლის
– გაჩნდა
და კედლებს შორის გაიფანტა
მოკლულებით
ქარის ხმას მომიტანს და ცეკვის გემოს
პირში
ამომდის ხელი და ირწევა

მისი სახე დაკუჭულია
მისი სახლი იწვის
მოვდივარ და არ ვიცი
ვინ ხარ
და მოვყვები შენი სიცილის
სისხლის კვალს
რომ არ კვდებოდე
რომ არ იყო არსად
რომ არ ჩანდე

ის გზას ხედავს
ეს გზა ეჩვენება
ის მიდის

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
94