პოეზია

შავი კატა

მეტის ნახვა...

Generic selectors
მოძებნე სახელის მიხედვით!
მოძებნე შინაარსის მიხედვით!
Post Type Selectors
პროექტი
პოსტი
თეონა კომახიძე

მე ვხტები შავი კატის თვალიდან.
ძვირფასო,
შენ არ ხარ ერთადერთი მხეცი,
რომელიც იღვიძებს ცეცხლის წითელ სუნზე.

როცა სინათლეს ვხედავ
აღარ მივიჩქარი მისკენ.

მე ვარ ჩუმი
ჩუმად ვაღებ კარებს
როცა ვიხდი
ეზოში მუქი მწვანე ბალახი ამოდის
როცა ფანჯრებს ჩუმად ვაღებ
ვხედავ მწვანე ხელთუქმნელ ნათელს
აი ეს არის ჩემი სიმშვიდე
რომელიც გიყვარს შენ
შენ არ ხარ ერთადერთი მხეცი

ევგენი ბრეიგერი

მე ვხტები შენს თეთრ თვალში.
ძვირფასო,
მე უკანასკნელი მხეცი ვარ
რომელსაც ცეცხლის დოქით
წყალი მოაქვს შენთან.

მე მივიჩქარი შენს გვერდით ნელა
სიფხიზლის წყვდიადში.

კარი იხურება რადგან შენ იხდი,
ეზოში მუქ ნაცრისფერ ბალახს
კვლავ ახსოვს შენი სახელი.

როცა ფანჯარას ჩუმად ვაღებ
ვხედავ სინათლის კბილს
გავლებულს შენსა და ჩემს შორის,
რომელიც ვარ ერთადერთი მხეცი.

ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
172