დოქტორი სიუზი
თარგმნა ივა თადიაშვილმა
მეტის ნახვა...
გილოცავ დაბადების დღეს
თუ არ გექნებოდა დაბადების დღე,
შენ არ იქნებოდი შენ!
თუ არ დაიბადებოდი,
თქვი რას იზამდი ჰე!
და თუ არასდროს დაბადებულხარ,
ვინ იქნებოდი ან უკვე ხარ?
თევზი, გომბეშო თუ თხა?
კარის სახელური თუ თევზის ფხა?
ან იქნებოდი ალბათ, გამომცხვარი კარტოფილი,
ან ჩანთა, სავსე მწვანე პომიდვრის მწნილით.
ან ყველაფერზე უარესი:
შეიძლება ყოფილიყავ, „იყოარიყო“
„იყოარიყოები“ ვერ ერთოებიან
„იყოარიყო“, უბრალოდ არ იყო!
ის არ არის წარმოდგენილი,
ის არ არის ნებელობით შექმნილი.
მაგრამ შენ, „შენ“ ხარ!
და ეს შენ საერთოდ არ გსიამოვნებს?!
შენ ხარ ზუსტადაც რომ „შენ“,
და ეს არის სიმართლეზე სიმართლე.
არავინ არის ისეთი,
ვინც იქნებოდა შენზე უკეთესი „შენ“
იყვირე ხმამაღლა „მე ვამაყობ რომ ვარ „მე“!
მადლობა ღმერთს რომ არ ვარ მოლუსკი ან ლორი!
ანდაც ძველი მაწვნის ქილა, პირზე შავი ობით!
მე ვარ ის, რაც ვარ! მშვენიერია ამ სამყაროში საერთოდ ყოფნა“
ეს უნდა უმეორო თავს, არა მხოლოდ დღეს, ყოველდღე.
„გილოცავ ჩემო თავო, დაბადების დღეს!“
