რაინერ მარია რილკე
(თარგმნა თეონა კომახიძემ)
მეტის ნახვა...
მე ვცხოვრობ
მე ვცხოვრობ მზარდ წრეებში,
ისინი თავს იჭერენ საგნებზე, ჩემს გარშემო
შეიძლება იმ ბოლოს ვერც კი მივწვდე,
მაგრამ მინდა, რომ ვცადო.
შეიძლება იმ ბოლოს ვერც კი მივწვდე,
მაგრამ მინდა, რომ ვცადო.
ვტრიალებ ღმერთის გარშემო, უძველესი კოშკის გარშემო,
ვტრიალებ, როგორც ათასწლეულების ქიმერა,
და მაინც არ ვიცი: შევარდენი ვარ, ქარიშხალი,
თუ რამე დიდებული სიმღერა.
ვტრიალებ, როგორც ათასწლეულების ქიმერა,
და მაინც არ ვიცი: შევარდენი ვარ, ქარიშხალი,
თუ რამე დიდებული სიმღერა.
შემოდგომის დღე
უფალო: დროა. ზაფხული იყო ძალიან გრძელი.
დადე შენი ჩრდილი მზის საათებზე
და მინდვრებში ქარებს გაუშვი ხელი.
უბრძანე ბოლო ნაყოფს ისევ შეივსოს,
უბოძე მათ სახრეთის კიდევ ორი დღე
უბიძგე მათ დასასრულისკენ და მოინადირე
უკანასკნელი სიტკბო მძიმე ღვინოსი.
თუ ახლა ვინმეს სახლი არ აქვს, ახალს აღარ ააშენებს.
ვინც ახლა მარტოა, კვლავ ასე დარჩება, დიდხანს
ის დილაობით ისევ გაიღვიძებს, წაიკითხავს, დაწერს გრძელ წერილებს
და ივლის წინ და უკან, გამზირებზე,
იხეტიალებს მოუსვენრად, ფოთოლცვენაში.
