ნიკა გეი

ნიკა გეი

პოეზია

***

წყლებმა იწყეს დენა ჩემი სხეულიდან ძვირფასი ქვების საფარზე
სადაც ვიხილე სიზმარი ქალზე რომელმაც ხელი მომგლიჯა
ის მხვდება მრავალი კარის მიღმა ხილვადი სივრცეების მშთანთქმელად
სადაც ფინიკის ბაღებში თავებს აწყვეტს მძინარე ყვავილებს
ქალაქის იდუმალ კუთხეში ლეღვის ხეებს შორის გადმოხრილი
ევას მტევანი
მას ვისაც ერგო მარადიული სამსხვერპლე დანა
დანა ჩემს ყურის ყუნწთან ჩემი თმების საფარველქვეშ
სადაც ჩამოჯდა ჩიტების გუნდი
და აქცია ის ღმერთების სამარხებიდან გამოძევებულ ექოდ
ყურს ვუგდებ მჟღერი ხმების რიტმს
იდუმალი სიმღერა რომელსაც პირში შთამბერავს
რომელსაც ვივიწყებ პირველივე გამოღვიძებისას

***

გობლინების და ჯუჯების პატარა ქოხი
ვერცხლისწყლის ტბაში
მწვანე მარია გრძელ ღამეებში შლის უფრო გრძელ წვივებს
პატარა ტუჩებს ხსნის როგორც დალუქულ წერილს
მე დაჟინებით ვუყურებ როგორ მოძრაობს მის ღია პირში
მდუმარების და თვალთვალის ენა
ენა მიწით სავსე სურაში ჩარგული მცენარის თესლის მაგვარი
რომელიც ყვავილობს სანამ მივჩერებივარ მის მყიფე სხეულს
სანამ ხელიდან ხელში გადამაქვს მზერა
მე ვინც ამ ტბიდან ამოვედი გობლინთა მეფე
ჩემი სიტყვა ჩემს ნაბიჯებს ვერდაწეული
ჩემი ხმა ბაყაყთა სიმღერაა
ტომარაში ჩამწყვდეული ბოროტი სულების ყეფა
შენ ვერ დაუგდებ ყურს ამ სიხშირეს
არც ერთი ქალი არ გამომყვება ბნელი ქუჩების ნათებაში
რომ გადაიქცეს ამ წყლის სინათლედ ამ ღამის უჩინარ ხელად
ვინც გადამიყვანს სამეფოს სხვა ნაპირებზე

 

***

სად არის თოვლი
პირველყოფილი თოვლი რომელიც დაეცა დედამიწას
რომელმაც შეყინა მიწა ვულკანურ თხრილებში
ლურჯი უხილავი კრისტალებით
პირველი ზამთრის გაოცება ბავშვის გაოცება
რომელმაც ნახა მინერალების უსასრულო სიცარიელე
თეთრი ხმა რომელიც კარივით ჭრიალებს
როგორც გასასვლელი სხვა სამყაროში
როგორც უხილავი ფარდების წყება
რომლის მიღმაც სხვა არსებები დგანან
სხვა ხმები უჭირავთ როგორც ციმციმა ლამპრები
აქატისფერი ოპალისფერი
შუქი რომელიც ვარსკვლავის ნათებას ეძახის
რომელიც გარდაიქმნება მოლაპარაკე ცეცხლად

Widget is loading comments...
მოგვძებნე ფეისბუკზე
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
29