პოეზია

მარი ჩხაიძე

ძალიან ნელა წამოვიმართე
ვცდილობდი ისე ავმდგარიყავი
არც ერთ მათგანს გაღვიძებოდა
მაგრამ კიბე აჭრიალდა
აჭრიალდა სახლის კედლებიც
ამ ჟღერადობას მიეჩვია მათი ყურები
გავიფიქრე და ვიხედები
საითაც მხოლოდ გზა არის და იმ გზის იქეთ გაწყვეტილი სიზმარი
ტყეში ვიყავი
სადაც ფოთლებში
ისრებივით შემოჭრილი მზის სხივები
წერტილებად მითბობდა სახეს
ყველაფერი ისე მესმოდა
ცხადად
გზა ჩავიარეთ მდინარემდე
ნავზე ავიდნენ ჩვენი შვილები
და მათთან ერთად გალაც
ნაპირთან დავრჩი
მეგობართან
იქვე იყო ხის ფესვებისგან მორკალული
ზუსტად იმხელა სორო
რომელშიც კარგად შევეტეოდი
მე კი ვიდექი.
ოთახში ვზივარ
და მძინარე ბავშვების სუნთქვა მარწევს
როგორც დღეს ნავი მათ
როგორც ხის სორო მე
იავნანა
ვარდოვნანა
იავნანინაო
ყველა ჩიხი რომელიც შემხვდა
უკვე ვიცოდი
შესაბამისად ისიც ვიცოდი გვერდი როგორ ამეარა
სწორედ აქ იყო დამარხული
ძაღლის თავივით ყველა ხაფანგი
უშეცდომოდ რასაც ვაკეთებ მათში გაბმაა
წვიმას აპირებს
ყველა კარმა(მ) ერთად იფეთქა გაღებისას
შემეძლო დიდხანს ვყოფილიყავი უძრავად
და მომესმინა
როგორ მყოფდა წვიმის ფარდა
საკუთარ თავთან
მათი სუნთქვა ორად გაიყო
და ჯერ კიდევ არ იყო დილა
როცა თაროდან ერთი საგნის გადმოღება დავაპირე
დანარჩენი ზედ დამეყარა
გაუჩერებლად ვიცინოდი

ბოლოს ყვავილის (გ)ამოსაყვანად
გავარვარებულ ცეცხლის ბურთში ჩავყავი ხელი
თითქმის მეჭირა

როცა უცებ ჭიქა დაცურდა მაგიდიდან
და ჩემს წინ გასკდა.

რამდენიმე პატარა გორა
ჩემი სოფლიდან მთავარ გზამდე ფეხით დავფარე.
ეს გზა ისე გავიარე თვალები არც გამიხელია
წვიმდა და მგონი ვსველდებოდი
მაგრამ მაშინ არ შემინიშნავს
მაგიდის ირგვლივ დავდიოდი
თურმე ჩემი ორივე შვილიც
Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
28