თარგმანი/ირაკლი ყოლბაია

 

არსი

საიდუმლო საყასბო კაუჭებით გალურჯებული
გაღვიძების
შეფოთვლის ჟამს
ძილი
ელვას ყარაულობს
სპირალკლაკნილს პლატინის ნავებს შორის.

ხეიბრები
ბორგავენ და ტრიალებენ
მოძრავ ქვიშაში
სცენის მიღმა
სადაც ტლანქი გულისცემები
თავდაყირა იკითხება.

განგაშის ხვეულებთან
გაქცეული ძვრების
სნეულ ორბიტაზე
დაძახებული
წარმოშობა
მთავრდება.

 

 

 

ზღვა

დამფრთხალი კირჩხიბები
თიბავენ დიდი დათვის მორყეულ ტყეებს,
მათი კლანჭები ბზარავენ
საზღვაო ფრესკების უხეშ სიცილებს.

ქაფის რბილი განტოტილი რქები
ნატიფად ნაფლეთი
ლიანდაგების ფურთუნზე.

ვერაგად, ფრინტები იწოვენ,
ისე ფაქიზად,
შერწყმული მარჯნების ნერვებს.

გამვლელები
თვითმკვლელი დროისკენ რომ მიიჩქარიან
რქოვანი მედუზებისგან იღუპებიან.

ზღვა,
არდასრულებული ხმელეთი,
ახვევს ადამიანური სპაზმების ფერფლამბრს

 

თარგმანი/თეონა კომახიძე

ინტენსიური

თავწაკვეთილი

სკულპტურქვა

უსმენს სამჭედლოს სანსკრიტულ საგას.

შესაძლებელია თუ არა ენას ქონდეს მნიშვნელობა

სისხლის ჩამოჯდომისას ნაჯახზე მედიტაციის დროს?

მშრალი ნავსადგურის დაძირვა უფრთო ჩიტისთვის

მიგრაცია საკუთარი თავისკენ, მწყურვალი უჩინარისკენ.

დატყვევებული მთვარე აიძულებს თავის შენაკადებს

ქუთუთოების ქარავნის ქვეშ გაატარონ არარსებობის წითელი ხეთა საცხოვრისები

მატლები ცეკვავენ და მათი მეტამარები

გადაათრევენ მუმიებს მოგვიანებით

ავხორც ბანკეტზე სადაც ზღვა იგუდება

ვორმიტორიუმის დაბრუნებამდე.

ჩორი დასს ითხოვს მარმარილოს ნერგების

სულ ერთია ერთ მცირე ღიმილსაც კი შეუძლია წამოიწყოს

აპოკალიფსი მყრალი წრეების.

ვინ შეინარჩუნებს გამბედაობას

ტურბულენტობას გაზაფხულის, ვიდრე ისინი

თავის წიაღს უბრუნდებიან?

  • ბერნარდ ბადორი დაიბადა 1940 წელს
  • 27 წელი ცხოვრობდა ლოს ანჯელესში მაგრამ ძალიან ბევრს მოგზაურობდა და თვეობით იყო სახლიდან შორს
  • ახლა ბაეაუნჯოლაში ცხოვრობს.
  • დაკავებულია პოეზიითა და მხატვრობით.

ბერნარდ ბადორის პირადი ვებსაიტი

ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – მეოცნებე
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
პოეზია
ივა თადიაშვილი – სიტყვის სიზმრისებრობა
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
პოეზია
ალენ გინსბერგი – ოდა მარცხს
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
პოეზია
მარი ჩხაიძე – ჩემს გულისცემას ყველა ხე გრძნობდა
    30