პოეზია

ალფონსინა სტორნი

 

  თარგმანი: ს.კ.

ბუენოსაირესის მწუხარებაზე

 

სამწუხარო, შვეული, ნაცრისფერი, ერთი და იგივე ქუჩები,

სადაც ხანდახან ცის ნაგლეჯი იღვიძებს.

მისი შავი ფასადი და ასფალტი მიწაზე,

საბოლოოდ შლიან ჩემს ოცნებებს ნელთბილ გაზაფხულზე.

რამდენჯერ ვიხეტიალე მათზე, უმიზნოდ, დაკარგულად

მწარე ნისლში, რომელიც ნელ-ნელა რეკვიზიტად იქცა,

ეს უცვლელობა კლავდა ჩემს შინაგანს.

“ალფონსინა!”- ნუ დამიძახებ, მე არ ვპასუხობ

ბუენოს-აირესო, როცა შენს ერთ-ერთ სახლში  ვკვდები

და ვუყურებ შენი ცის ხაფანგში გაბმულ შემოდგომას,

არ მაოცებს მძიმე საფლავის ქვა.

იმისთვის, რომ მდინარით მოხაზულ,

განადგურებულ, ნისლიან, უიმედო და ბნელ შენს ქუჩებს შორის

უმიზნოდ დავეხეტებოდი, უკვე დამარხული ვიყავი.

 

 

მე ვაპირებ ძილს

 

კბილები ყვავილის ფურცლებივით, თავსაბურავი ნამით,

ხელები სანელებლებივით გაქვს შენ, ჩემო ძვირფასო მედდა,

გააწყვე ჩემი საწოლი მიწის თეთრეულით

და ხავსის საბნით.

მალე უნდა დავიძინო, დამაწვინე, ჩემო მედდა.

დამიდგი სანათი თავთან, ნებისმიერი ვარსკვლავედი, რომელიც მოგწონს.

ყველა მათგანს შეუძლია იბრწყინოს და შემიყვარდეს.

დამტოვე მარტო – ვუსმენ კვირტების გაღვიძებას,

სანამ ცის ტერფი მშვიდად მაწვება და ერთი ფრინველი გალობს მელოდიებს ჩემთვის

რომ დავივიწყო… მადლობა, აჰ, და გთხოვ,

თუ ის დარეკავს,

უთხარი მას, მოუთმენლობა არაფრისთვის იქნებოდა, არ ვიქნებოდი.

 

 

მარსზე მაცხოვრებელს

 

მართლა ხარ წითელი პლანეტიდან?

გაქვს მწვდომიარე ხელები,

პირი გასაცინებლად, გული ლექსების საწერად

და შინაგანი, მართული მყიფე ნერვებისგან?

მაგრამ შეიძლება შენს სამყაროში ქალაქები

როგორც უმნიშვნელო მონუმენტები, ცას მიწვდნენ?

მახვილით მიწასთან გასწორდნენ?

აქ ყველაფერი ნათქვამია? დგამ შენს პლანეტასთან

მორიგ დაცარიელებულ შუშას დიდი ჰარმონიისთვის?

თუ დედამიწაზე მაცხოვრებელივით ხარ, ნიშნავს ეს იმას, რომ შეგიძლია დამიკავშირდე და აქ, ქვემოთ მოხვიდე?

მე ვეძებ ახალ შემეცნებას გარე სივრციდან.

მოხდენილ სხეულს, ციურ საიდუმლოებების მცოდნელს

შესაძლებელი ცხოვრებიდან. მაგრამ თუ შენ ეს არ ხარ

თუ ყველაფერი მხოლოდ მეორდება, არაფერი თქვა, შენ, მოსაწყენი სიცოცხლის ფორმავ.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
106