პოეზია

ინგებორგ ბახმანი

თარგმანი: ს.კ.

დამშვიდობება

ჩვენ ყველაზე შორს ვიქნებით, არცერთ სალამს
აღარ გვეტყვიან, არცერთი სიტყვა არ ეღირება, კიდევ
ერთხელ სათქმელად. მიკრობებიც ჭიქის ქვეშ,
ეს კურდღელიც, რომლისთვისაც
ყოველი ცდა საბედისწეროა, და რომელსაც,
შეშინებულს და მოწამლულს არცერთი ღმერთის
მოხმობა არ შეუძლია, ისინი ჩემი თანამგზავრები არიან,
მე ყველა შეურაცხყოფილ არსებას ვეძებ
გამოუსადეგარებს, გადაგდებულ ჭურჭელს,
ჩამოფასებულ ტანსაცმელს, გადამწვარ ცისკენ მიმავალ
სახლებს, და წარმოვქმნი მათ საჭიროებას.
ეს ყველაფერი ჩემნაირია.
მოწყალებას ჩვენზე გამოცდის, ერთად შეგვყრის,
ჩვენს ნდობას მოიპოვებს და გამოგვიცვლის
ამ ადგილს ახლით.

აქ კარგია, აქ ჯერ კიდევ ახლოს
სიკვდილთან, მინავლებული კურდღელი,
განადგურებული პარაზიტები, ნეტარი გული,
შიშველ შიშს მიუღწეველი,
მოწყალების მანტიით დაფარულია.

***

მკვდარი არის ყველაფერი. ყველაფერი მკვდარია.
და თვალი ვეღარ ხედავს, თვალებო, უკვე ამოიწურეთ,
სურათები ირიყებიან,
და ყურებო, ახლა მხოლოდ მეტი ყვირილს გაგონება შეგიძლიათ,
ჩიტები სახურავიდან ეცემიან,
ყველა სახლი ინგრევა,
ვარდებიან თვითმფრინავები ციდან,
გულისცემა ერთი მეორეს მიყოლებით,
წყდება ერთი მეორეს მიყოლებით,

ასე კვდება და კვდება უხმაუროდ,
მსუბუქად და ჩუმად, თქვენ ვერ ხედავთ,
ხედავთ მის მეგობრებს, ხედავთ არაფერს.

ყველა წარმოდგენა განსხვავებულად სრულდება, სიკვდილის დღესასწაული
სიცოხლის წვეულებაზე, დაუბრუნდი ათასობით ფოტოს,
საწოლზე მიმოფანტულებს, და საწოლს
ზეთისგან და სალბუნისგან, რწყევისგან, ქოშინისგან,
სისხლდენისგან, გულისცემა მისი ბრძოლის ველია,
და ჯერ ამპულებით შპრიცებში,
ხვრეტენ ნემსებით შენს ხორცს, და
ვენებში წვეთავენ, ხორცში იშლებიან
სითხეები, ცხოვრებიდან,

და ჩამესმის: კვლავ სიკვდილი, ისევ ცხოვრება,
კვლავ სიკვდილი, აჰ, ახლოვდება ის დღე,
და მზე კლდეს უახლოვდება, და მზის ადგილი
ცარიელდება, იქ ვიყავი, ვჭამდი და ვეწეოდი,
და არ ვფიქრობდი, მარტო
ყოფნაზე, ასე ხომ უკვე ვიყავი მაშინ,

***

მე გამოვდივარ საკუთარი
თავისგან, ჩემი თვალებიდან
ხელებიდან, პირიდან, მე
გამოვდივარ საკუთარი
თავიდან, ხროვისგან
სიკეთის და ღვთაებრიობის
რომლებიც იმ ბოროტებამ
უნდა წარმოაჩინოს,
რომელიც უკვე მოხდა.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
რობერტო ბოლანო – ლექსები
თარგმანი, პოეზია
რობერტო ბოლანო – ლექსები
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
პოეზია
გვანცა ბახუტაშვილი – ლოცვები და შელოცვები
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
77