პოეზია

 Denise Duhamel     

ქალი ორი საშოთი

                                 თარგმანი ნენე გიორგაძე

ყველანაირად ცდილობდა ქალი, დაემალა თავისი ქმრისგან,
ორი საშო რომ ჰქონდა და თანაც
არა იქ, არა იმ ადგილას, სადაც წესია,

არამედ – ორ თბილ ხელისგულში. თავისი ქმარი რომ აღეგზნო,
პენისს კერტებით ეფერებოდა,
ანდა უკნიდან აცდუნებდა.

შორ მხარეზე, საიდანაც ქალი მოვიდა, არასოდეს
საუბრობდა, და ქმარს ეგონა
ეროტიზმის ასეთ ცოდნას იქ ეზიარა. კაცს უხაროდა,

სანამ ერთ დღეს აღმოაჩინა,
რომ მისი ცოლის თითებშუა წვეთავდა შარდი,
თითქოს ჭიქა შეუყუდა ვიღაცამ ონკანს. კაცმა ინატრა

არც ის ცოდნოდა, რასაც მიხვდა მოგვიანებით,
რომ ეშხიანი მისი ცოლი ლანდი იყო.
მოფერების დრო აღარ რჩებოდა –

მოჩვენება მარტოობას უღებდა კარებს დათოვლილ ქოხში.
კაცმაც ცოლი ნავში დააბა
და სახლიდან შორს მიატოვა გაყინულ წყალზე.

უთხრა: წადი მკვდრების ქალაქში.
მოჩვენებას კი გული უცემდა, არც ცოცხლებში
და არც მკვდრებში ეწერებოდა. ზოგი ამბობს, რომ

ახლაც ესმით მისი ქვითინი: „აღარ მეხება,
ჩემი ქმარი! არ ვსურვარ ჩემ ქმარს!“
მაგრამ არ იცის, როგორ ძლიერ ენატრება

კაცს მისი ტყუპი საშოები, როგორ ცდილობს დაუმალოს
თავის ახალ ცოლს. თუმცა სოფელი პატარაა,
გაავდრებისას, ჭორი ქარზე სწრაფად ვრცელდება.

ამბობენ, კაცი თავის ახალ ცოლს აიძულებს გააწნას სილა,
რომ ჟრუანტელი იგრძნოს მისი თბილი თითების,
მაგრამ ტირის თავჩარგული მის უნაყოფო ხელისგულებში.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
99