საჰარისკენ

მიატოვე ყველაფერი
რაც არ აღგაგზნებს
არ განაყრებს
არ გათბობს
არც გკლავს
და არც გაძლიერებს ხელს გიშლის დაძინებაში
რაც თავს გატკიებს და თვალებს გიწითლებს
რასაც ვერ უძლებს შენი ფილტვები
მიატოვე ქალაქი რომელსაც კორპუსები ჭამენ
და ერთ-ერთ კორპუსზე ჩამომხრჩვალი
შენი ჩრდილის გვამიც მიატოვე
ისიც ვინც შენი დღეები დაიმონა
ხოლო ღამეები კი ცოცხლად დამარხა
ვინც არ მოგაწოდა ჭიქა წყალი როცა გწყუროდა
და როდესაც შენმა გამომშრალმა ტუჩებმა
ჭიქამდე მანძილი თვითონ დაფარეს,
შენს ყელში უკვე კაქტუსები ამოსულიყვნენ
ვინც ძვლები მოგიგდო მხოლოდ იმიტომ რომ კბილები გამოაჩინე
ის, ვინც დაინახა როგორ ლესავდი ნეკნით სამართებელს
და არაფერი მოიმოქმედა
ვინც არ ილოცა შენთვის ვინც შენი სამოთხე დაბომბა
მიატოვე ეს ყველაფერი.
იყიდე ძველი “კადილაკი” და წადი საჰარის უდაბნოში ისე,
რომ ვერავინ შეიტყოს შენი წასვლის შესახებ
და მხოლოდ ღრუბლები იყვნენ შენი გაქცევის მოწმე
იარე მარტო,
როგორც შენმა დემონმა იარა შენამდე რომ მოსულიყო
არავინ დაიმგზავრო
გზისპირა სასადილოებში შეუკვეთე პიცა,
პეპერონის გარეშე და ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას,
მისი გემო შეადარე იმ ჰაერის გემოს,
რომელსაც კოცნი.
ღამის გასათევად მოტელში გაჩერებულმა ძილის წინ შხაპი მიიღე
და წყლის ჭავლის ქვეშ მდგომმა იფიქრე რომ
უდაბნო დაკარგულ ოკეანეს გლოვობს
იფიქრე იმაზე,
რომ იქ არ იქნებიან ბედუინები.
არამედ მხოლოდ დიუნები,
ქვიშის ქარიშხალი და შენ რომ უდაბნომ იცის
შენს თირკმელებს უფრო მეტის ატანა შეუძლია,
ვიდრე შენს თვალებს და
ალბათ სწორედ ამიტომ ჩიტებივით მოფრინავენ ცრემლები
როცა თვალებს ახელ უკვე უდაბნოში მისული,
შიშველი დაწექი ქვიშაზე,
იგრძენი როგორ გესობა ქვიშა კანში
და ძვლებს გისერავს ტკივილივით, რომელიც ვერ დაამსხვრიე,
იმ სარკესავით რომლის წინაც ყოველ დილით დგებოდი
წარმოიდგინე უდაბნოსა და ოკეანის,
როგორც ღმერთისა და მის მიერ მიტოვებული
ადამიანის შეხვედრა წარმოიდგინე,
რომ ალბათ ლამაზია სიკვდილი ოკეანეში
უდაბნოს თუ გადაურჩი
იყიდე ძველი “კადილაკი” და წადი საჰარის უდაბნოში
ისე რომ ვერავინ შეიტყოს და
მხოლოდ ღრუბლები იყვნენ მოწმე შენი გაქცევის

ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
თარგმანი, პოეზია
ვისენტე უიდობრო – ალტაზორი ანუ მოგზაურობა პარაშუტით
75