პოეზია

ალეხანდრა პისარნიკი

                                       

     ესპანურიდან თარგმნა თეონა კომახიძემ

საწყისი

ეს სინათლე ძალიან დიდია
ჩემი ბავშვობისთვის.
და მაინც ვინ მიპასუხებდა,
ვინ მეტყოდა სიტყვას, რომელიც ქარისგან გამათავისუფლებდა?
პაწაწინა სიმართლეს, თავი რომ მომეთავსებინა მასში
და მისით მეცხოვრა.
ერთი წინადადებას ჩემიდან მხოლოდ
რომელსაც ღამღამობით მოვეხვეოდი,
რომელშიც საკუთარ თავს თავიდან შევიცნობდი,
და ვიცხოვრებდი.

მაგრამ, არა. ჩემს ბავშვობას
მხოლოდ უდაბნოს ქარზე თუ სმენია,
რომელსაც ჩემთან სიცივე მოჰქონდა
როცა სიკვდილის ზარები რეკდნენ.

მხოლოდ ერთ ძველ მელოდიას,
ოქროსფერ ბავშვებზე მწვანე ფრთებით
თბილს და თეთრს, როგორც ზღვას
რომელიც ჩემს სისხლში ღელავს
ძალუძს ჩემს  უხსოვარი დაღლილობა განაახლოს

პირველყოფილი თვალები

რომლებშიც შიში ისტორიებს და ლექსებს არ ყვება,
ვერც ტერორის  ფიგურებს ან დიდებას  ვერ ხედავს

ცარიელი  ნაცრისფერია ჩემი გვარი, ჩემი სახელი.

მე ვიცნობ შიშის ქალურობას, ნელი მისამღერის დასაწყისს , გაუცხოების გზაზე რომ მიმაცილებს, სადაც ჩემივე თავის  ემიგრანტი ვარ.

მე შიშის წინააღმდეგ ვწერ, ქარის ბრჭყალების წინააღმდეგ, რომელიც ჩემს სუნთქვას მოეჭდო.

და თუ დილაობით შიშობ რომ  საკუთარ გვამს შეეფეთები,
(თუ კადრები აღარ იარსებებს)  შერწყმის სიჩუმე, უბრალოდ არსებობის სიჩუმე, რომელშიც წლები იძირებიან, რომელშიც ეფლობა ცხოველური მხიარულება.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
119