ავტ. სკა ინდიგოთი

 

მას, ვინც უსმენს პოსტ-პანკს და მისგან შობილ მიმდინარეობებს, ამ შემთხვევაში „Neue Deutsche Welle“-ს, შესაძლოა ჩემსავით, ყველაზე მეტად X-Mal Deutschland (1980-1990, ჰამბურგი) უყვარდეს. ჩემთვის ეს არის ისედაც დიდი კოცონის მსგავსი ინსტრუმენტალი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება ერთდროულად რამდენიმე ჯადოქრის ხმით. ეს ხმა მხოლოდ ერთს, ანია ჰუვეს ეკუთვნის.

თუმცა აქ X-Mal-ის შემდგომ ანიაზე ვილაპარაკებ. ის მხატვარია. ამბობს: „მე ვხატავ მუსიკას, ვუსმენ ფერებს. ჩემი ნამუშევრები ხმოვანების და ტონის სინესთეტური თარგმანია, ისინი შეიძლება მოისმინო თვალებით“.

როგორ ჟღერს ლურჯი, რა ტონალობა აქვს წითელს, რა ქმნის ჰარმონიას ან დისონანსს? სინესთეზიის მისეული ფორმა და გამოხატულება არის ფერთა გარდამავლობის ყველა დონეს და დიმენსიას შორის პერმანენტული მიმოცვლა, ულიმიტო მოძრაობა.

მისი ნამუშევრები ფართომასშტაბიანია და ძირითადად წერტილებისგან და წრეებისგან შედგება. თუმცა ის ახერხებს ერთი და იგივე ტექნიკით განსხვავებული სტრუქტურები, ფრაკტალები თუ კლასტერები შექმნას  და ისინი ვიზუალურ მელოდიებად აქციოს.

ეს წრეები და წერტილები ირხევიან და დამკვირვებლის ფიზიკური პოზიციის ცვლის კვალდაკვალ ოსცილირებენ და ქმნიან რიტმს. განათების მიხედვით ფერები იცვლება, სხვადასხვა ინტენსივობას იძენს და ტრანსცენდირებს. ანია ჰუვეს ნამუშევრების გამოფენა შესაძლოა აღიქვა ტექნო-ტრანს-სცენად (რითიც ის ასევე იყო დაინტერესებული X-Mal-ის შემდეგ).

dgvcms2011.gestalten.com

მისი ნამუშევრები განსაკუთრებული წარმატებით გამოიფინა ნიუ-იორკში, მის მეორე სამშობლოში – ინგლისში  და მოგვიანებით გერმანიაში. და დღესაც ამ თანმიმდევრობითაა აქტუალური.

ანია ჰუვეს ნამუშევრებს და მის შესახებ სხვა ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

აქვე, გადავიფიქრებ და X-Mal Deutschland-საც შემოგთავაზებთ:

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ:
ფილიპ ლამანტია – გახილულება
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ფილიპ ლამანტია – გახილულება
ელის ქოუენი
თარგმანი, სხვადასხვა
ელის ქოუენი
თეონა კომახიძე – ლექსები
პოეზია
თეონა კომახიძე – ლექსები
კიმ კიონ ჯუ – უცხო
თარგმანი, პოეზია
კიმ კიონ ჯუ – უცხო
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
ინტერვიუ
ინტერვიუ კიმ კიონ ჯუსთან – ესაუბრა ჯეიკ ლევინი
33