პოეზია

პაულ ცელანი

                                       

                                                        თარგმნა თეონა კომახიძემ

ქვემოთ

დავიწყებაში მობინადრე
იშვიათი საუბარი ჩვენი თვალების.

მარცვალ-მარცვალ
გასროლილი დღის ბრმა კამათლის მიერ
მას შემდეგ, რაც შეღვიძებული,
მოთამაშე ხელი შეეხოთ.

და ჩემი საუბრის ნატეხები
შეხიზნულნი კრისტალში
შენი დუმილის.

წლები შენიდან ჩემამდე

მე ვტირი. შენი თმა კი ტალღად იქცევა.
თვალების ლურჯით ჩვენი ტრფობის
სუფრას გააწყობ: სარეცელს
ზაფხულსა და შემოდგომას შორის ათავსებ.
ვსვამთ იმას, რაც  სხვამ დაწურა, მე არ ვყოფილვარ,
არც შენ და ან  ვიღაც მესამე.
ჩვენ ცარიელ და უკანასკნელს ჭიქას გადავკრავთ.

ერთმანეთს ვხედავთ ტბის სარკის ფსკერზე
და დაუნდობლად მივისწრაფვით ჩვენი სარჩოსკენ.
ღამე ღამეა და ის დილით შენს გვერდით მაწვენს.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
124