ინტერვიუ

ინტერვიუ ნიკა გეისთან

ესაუბრა თეონა კომახიძე

თეო: შენი შემოქმედება არის სიზმრისეული და სიურეალისტური. შენი მხატვრული სახეები ნონფიგურატიული, მხოლოდ წარმოსახვით დონეზე დასაშვები და აპრიორულია. შენ ხარ სიზმრების, ჰალუცინაციების, ბავშვობის მოგონებების რეგისტრატორი პოეზიაში. თავად როგორ დაახასიათებდი შენს პოეზიას?

ნიკაჩემი პოეზია დაიბადა მაშინ, როცა შეგხვდი შენ და ეს არის ყველაზე დიდი, რაც შემიძლია მასზე ვთქვა.

თეო:  მეც ყველაზე მეტად მიყვარს შენი ლექსები. ხშირად წერ მცენარედ გარდაქმნაზე, მანამდე კი თევზებზე წერდი. მახსენდება მეტამორფოზული ციკლი ქართული ზღაპრებიდან, სადაც პერსონაჟი ჯერ თევზად გარდაიქმნება, შემდეგ კი ალვის ხედ, იცოდი ამის შესახებ თუ მოულოდნელია ეს პარალელი?

ნიკა: ვიცოდი, თუმცა ლექსებში გაცნობიერებულად არ გადამიტანია. მცენარეების მაგია თავდაპირველად ზღაპრებში აღმოვაჩინე, შემდეგ ინდიელთა ტომების რიტუალურ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებმაც შექმნეს ჩემს სიზმრებში ერთგვარი დინება მცენარეთა ხატებზე ,თუმცა მეტერლინკის “ყვავილთა სიბრძნე” იყო პირველი წიგნი, რომელმაც მაჩვენა ყვავილების ცხოვრება როგორც ასეთი, მთელს თავის მშვენიერებაში და მოძრავ დინამიკაში, მოაზროვნე მცენარეთა სამყარო. მეტერლინკამდე მცენარეებზე ფიქრისას მხოლოდ მიღმურ, უხილავ სამყაროს წარმოვიდგენდი, მაშინ როცა მან მცენარეებს სული აქ, ხილვად რეალობაში ჩაბერა.

თეო: აბა,  „ვით ალვა ედემს რგულიავ“, მოგვიყევი რამე შენს თავზე, ვინ არის ბურუსითა და ბადეებით მოცული ნიკა გეი?

ნიკა: ნიკა გეი არის ის, ვისი სახელის წარმოთქმაც დაეზარება უმრავლესობას 🙂 ბევრი ფიქრობს, რომ ძალიან წამგებიანია გერქვას ასეთი სახელი . მე მინდა ნიკა გეის შეეძლოს გააჟღეროს ყველა იმ ადამიანის ხმა, ვისი იდენტობაც დღეს დაფარულია.

თეო: ვინ არის შენთვის ყველაზე დიდი სიურეალისტი?

ნიკა: ყველაზე დიდი სიურეალისტი ხარ შენ, კიდევ ბორის ვიანი ))

თეო: მახსოვს წლების წინ ო ჰარას ამ ტაეპით იყავი გაგიჟებული:
ვერ დავიჯერებ რომ არ არსებობს
სხვა სამყარო, სადაც დავსხდებით
და წავუკითხავთ ერთმანეთს ლექსებს
ქარიან მთათა სიმაღლეებზე.
ვის ლექსებს კითხულობ დღეს ყველაზე ხშირად?

ნიკა: სულ მამწუხრებდა ფიქრი იმაზე, თუ სად წავიკითხავთ ლექსებს სიკვდილის შემდეგ 🙂 ყველაზე ხშირად ვკითხულობ შენს ლექსებს და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენი სატურნისთავიანი ადამიანების. კიდევ არის ერთი ქალი ავტორი, რომელიც მაოცებს – ალეხანდრა პისარნიკი, თუმცა მისი ბევრი ლექსი ვერ ჩავიგდე ხელთ.

თეო: ვინ არიან სატურნისთავიანი ადამიანები?

ნიკა: ჩვენ ვინც ვუწოდებთ თავს სატურნისთავიან ადამიანებს – ჩვენ ვართ მოხეტიალე სულები, რომლებმაც როგორღაც მოვახერხეთ და ერთმანეთი ვიპოვეთ, თან ისე რომ ერთმანეთთან მივიტანეთ სიტყვა, რომელმაც გვაქცია ერთ დიდ, ცოცხალ ორგანიზმად.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
89