Dino Valls

დინო ვალსი არის ესპანელი მხატვარი, 
რომელიც მადრიდში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
მისი შთაგონების წყაროა მაგრიტის ნახატები,
თუმცა ვალსი არ არის სიურეალისტი, ის ალეგორისტია.

რა ხდის დინო ვალსის შემოქმედებას ღირშესანიშნავს და დაუვიწყარს?
ის ყველა ნახატში იმეორებს ერთი და იგივე მოზარდის სახეს,
რომელიც არც იმდენად დიდია, რომ ქალი დაუძახო,
მაგრამ ბავშვიც აღარ ეთქმის.

თითქოს ყველა წინაპირობაა იმისთვის,
რომ გოგონა ჩაითვალოს სექსუალურად მომწიფებულად და ხელშესახებად,

მაგრამ ამავდროულად ის არის უმწიკვლო და ქალწულებრივი,
მიუხედავად იმისა, რომ შიშველია და მისი სხეული
დაკაწრულია და დაზიანებული.

რას გვიმტკიცებენ ეს ნახატები?
გვიჩვენებენ ისინი გოგონას სულიერ სიძლიერეს გაუსაძლის პირობებში, თუ პირიქით ბედთან შეგუებულობას?
არის კი ის სექსუალური ტყვე?
ირგვლივ მრავლადაა სადიზმის ამსახველი დეტალები.

რეალურია თუ არა ეს გოგონა? არა. ვალსის ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ გოგონა არის ალეგორია და მას რეალური პიროვნება არ გააჩნია,
თუმცა  მას ყველა იმ გოგონას სახელი შეიძლება ერქვას,
ვინც დღეს პროსტიტუციის ტყვეობაშია. 

გაიგე მეტი

Widget is loading comments...
73