***

ყოველთვის
როცა მე ვყვირი შენს სახელს
შენ სულ სხვა მხარეს იხედები
შენ იხედები ყოველ მხარეს
რომელიც გახსოვს.
შენ იხედები სამუდამო ტკივილის მხარეს, ანგელოზო
როცა მე ვყვირი.

ღამით შენ ჰგავხარ
ლამპიონებით განათებულ ავტომაგისტრალს
მისთვის ჩვეული ხმაურით გულში
ისევე, როგორც უკანასკნელი შენი კოცნა
ადგილობრივ ანესთეზიას
ჩემი გამქრალი ცხოვრებისთვის.
მე ყველაფერი ამტკივდა რაც კანს შიგნით მაქვს.

მთელი კოსმოსი გასარეცხი ბალიშის პირია
ჩემი და შენი თმების სუნით
რომელსაც უკვე აღარავინ აღარ დაყნოსავს
ჩვენსავით ხარბად.
შენ იხედები სამუდამო ტკივილის მხარეს ანგელოზო
როცა მე ვყვირი.
ჩვენი სიტყვები გადაიქცა
ქრონიკულ და მტანჯველ სიჩუმედ
და ყველაფერი ამტკივდა რაც კანს შიგნით მაქვს.

მხატვარი

Glib Franko 

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    67